martin luteri - ჩემი ფაილები - Каталог файлов - The Best Site Ever
სამშაბათი, 06.12.2016, 14:13
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

martin luteri
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (154.0Kb) ] 26.06.2009, 22:44
მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483 - გ. 18 თებერვალი, 1546) — გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.
ბიოგრაფია
მისი მშობლები ჰანსი და მარგარიტა ლუთერები ჯერ ქ.მიორში შემდეგ ეისლებერნში და მანსფელდში გადასახლდნენ,სადაც ჰანსი მეშახტედ მუშაობდა. თავისი მუშაობით მან საკმაო ფული დააგროვა და ამით 1491 წელს ადგილი მოიპოვა ქალაქის მაგისტრებს შორის. ბავშვობაზე ლუთერის მოგონებები გამოხატავენ ღვთის მოწიწებას და მკაცრ დისციპლინას, რომელიც დამახასიათებელი იყო იმ საუკუნისათვის. მისი სკოლის წლები არ იყო განსაკუთრებული. ეს იყო ლათინური სკოლა მანსფელდში, მაგდებურგში და ეიზენახში.
1501 წლის გაზაფხულზე მან ჩააბარა ერფურტის უნივერსიტეტში - ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა გერმანიაში. ლუთერი გამოირჩეოდა იმით, რომ საუბრობდა დიდხანს და სერიოზულად რის გამოც მას ზედმეტსახელად ,,ფილოსოფოს’’ ეძახდნენ.
მარტინ ლუთერმა გაიარა ჩვეულებრივი საგანმანათლებლო კურსი და 1502 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის წოდებით. მაგისტრის წოდება კი 1505 წელს მიიღო 17 კანდიდატთაგან მე-2 ადგილზე გასვლით.
იმ ასაკში როცა ეს ნაკლებ სტუდენტს გამოსდის, მან მოახერხა და გაამართლა მშობლების იმედები. ჰანს ლუთერი იმაზე ოცნებობდა, რომ მარტინი იურისტი გამოსულიყო, ამიტომ არ იშურებდა ფულს მაღალფასიანი წიგნებისთვის, მაგრამ ის ძალიან გაბრაზდა როცა შეიტყო, რომ მარტინმა მშობლების დაუკითხავად გადაწყვიტა ბერად გახდომა და იპოვა თავშესაფარი ერფურტის ერთ-ერთ მონასტერში.
მრავალი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა მარტინ ლუთერი მონასტერში. ლუთერის ცხოვრების ერთ-ერთი მოვლენა რომელზეც არ არის საკმარისი ინფორმაცია, არის 1505 წლის 2 ივლისი; ზაფხულის არდადეგების შემდეგ მატინი ბრუნდებოდა მშობლებიდან ერფურტში, მას სოფელ შტოტერნხაიმში მოუსწრო ძლიერმა ჭექა-ქუხილმა, შეშინებულმა წარმოთქვა: ,,მიშველე წმინდაო ანა და მე გავხდები ბერი”. ამის გამო ლუთერი თავის ნაშრომში ,,ბერის ყოფა” წერდა კიდეც, რომ ის საკუთარი სურვილით არ გამხდარა ბერი, საშინელებამ და აგონიამ ის აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. მარტინმა გაყიდათავის წიგნების დიდი ნაწილი და 1505 წლის ივლისს წავიდა.
ლუთერი გაწევრიანდა ,,ავგუსტინის ორდენში”. ეს ორდენი XV საუკუნეში ორიათასამდე ადამიანს ითვლიდა. მისი წესდება 1504 წელს შექმნა იოჰან ფონ შტაუფიცის ორდენის ქორეპისკოპოსმა, რომელიც შემდგომში ლუთერის მოძღვარი გახდა. მარტინ ლუთერი ბერად 1506 წელს აღიკვეცა და 1507 წლის მაისში თავისი პირველი მესა ჩაატარა. ამასობაში კი ჰანს ლუთერი ეგუებოდა მისი შვილის გადაწყვეტილებას. მარტინს საშუალება მიეცა მამას დალაპარაკებოდა.
1508 წელს ლუთერმა დაიწყო ვიტენბერგის უნივერსიტეტში მასწავლებლად მუშაობა, ეს ქალაქი ძალიან განსხვავდებოდა ერფურტისაგან, მიუხედავად ამისა უნივერსიტეტი მაინც ვითარდებოდა.
1509 წელს, მარტში ლუთერმა მიიღო ,,ბიბლიის ბაკალავრის” წოდება, ხოლო ერფურტში დაბრუნებისას მას მიენიჭა ,,სენტენციარიის” ტიტული.
იოჰან ფონ შტაუფიცმა დიდი როლი შეასრულა მარტინ ლუთერის ცხოვრებაში. ის იყო მისი მასწავლებელი და დამცველი, მან დიდი როლი შეასრულა გერმანელი ავგუსტინელების გაერთიანებაში. მარტინ ლუთერი იყო იმ ორ ბერს შორის ერთ-ერთი, რომელიც რომში გააგზავნეს, რათა მათ ეცნობებინათ ოპოზიციური შეხედულებანი. ეს იყო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე გრძელი მოგზაურობა და როგორც ღრმა კათოლიკე, ის იყო შეურაწყოფილი რომის სულიერების სიმსუბუქით, მარტინის მისია კრახით დამთავრდა და ამის შემდეგ იგი გახდა ლოიალური მომხრე შტაუფიცის იდეოლოგიისა.
ლუთერმა მიიღო დოქტორის წოდება 1512 წლის 19 ოქტომბერს, ეს ხარისხი კიდევ უფრო ცვლიდა მის სტატუსს საზოგადოებაში, ის ხელმძღვანელობდა ბიბლიის თეოლოგიის კათედრას, სწორედ ეს იქნა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ. ის ასწავლიდა სტუდენტებს და ამას თვლიდა თავის მთავა მიზნად.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჯანმრთელობის გაუარესებამ და სიბერემ არ შეუშალა ხელი. ის ყოველთვის ასრულებდა იმ წესებს, რასაც მისგან მოითხოვდა მისი ორდენი, მაგრამ მალე ის დადგა ახალი სირთულეების წინაშე. ის ებრძოდა თავის თავში ეჭვს, მან ისწავლა მოთმინება, მაგრამ ამით ის ვერ იღებდა სიამოვნებას. თავის სულიერ ძმებთან ურთიერთობით მან ვერ იპოვა პასუხები ,,ოკამისტების” თეოლოგიათი.
მარტინ ლუთერი ხვდებოდა, რომ ღმერთის მიმართ მორჩილება მდგომარეობდა არა მის სიყვარულში, არამედ შიშში. ის ბევრს ფიქრობდა თუ როგორ გადაეწყვიტა ეს დილემა და ბოლოს ის მიხვდა, რომ ღვთის მართლმსაჯულება მდგომარეობდა იმაში თუ მორწმუნე როგორ ცხოვრობდა.
ლუთერმა შეძლო ამოეხსნა ბიბლიის ის ნიუანსები რასაც აქამდე ვერ სცემდა პასუხს და მან დაიწყო ქადაგება თავის მონასტერში 1511 წლიდან. მისი კათედრა იყო მისი ქადაგების ცენტრი. ის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადასცემდა ბიბლიის შინაარსს და უკავშირებდა მას, მათ ცხოვრებას. 1515 წლის აპრილიდან ის 11 სხვადასხვა მონასტრის ეპისკოპოსი იყო. ამით მან უფრო დიდი გამოცდილება მიიღო.
იმ დროისთვის წარმოიქმნა კრიზისი ევროპის ბევრ უნივერსტიტეტში და ახალი უნივერსიტეტი, რომელიც არსებობდა ვიტენბერგში განიცდიდა თვითგამორკვევის აუცილებლობას. ლუთერის მისვლამდე ამ უნივერსტიტეტის წამყვანი პროფესორი მარტინ პოლიხი განიცდიდა ჰუმანისტების გავლენას.
უნივერსიტეტში ლუთერის მისვლის შემდეგ, მან განახორციელა თავისი ახალი პროგრამა და არისტოტელეს და სხვა ფილოსოფოსთა მოსაზრებებით გაამყარა ბიბლიური ჰუმანიზმი და მიმართა ბიბლიის სწავლებას. მან გამოიყენა ებრაული, ბერძნული და ლათინური ენების გამოცდილებები, ,,წმინდა მამების” წერილები და ნათრომები. მან შექმნა თავისი ახალი პროგრამა. ლუთერს ამ პროგრამის უნივერსიტეტში განსახორციელებლად დაეხმარნენ მისი კოლეგა კარლ შტადტი და ახალგაზრდა ფილიპ მალანხტონი. 1517 წელს მან დაამთავრა ამ პროგრამის შექმნა, მაგრამ მან ვერ შეძლო მთლიანად მთელს ქვეყანაში განეხორციელებინა იგი. მხოლოდ ვიტენბერგში ბატონობდა მისი თეორია. მართალია, მაშინ მისი თეორიის მიმდევრები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მის ამ თეორიას სხვა ბედი ელოდა. ლუთერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი თეორიები დაუდებდნენ საფუძველს ახალ რეფორმებს, რომელსაც შემდგომ მთელი დასავლური ქრისტიანული სამყარო გაიზიარებდა. მარტინ ლუთერი გარდაიცვალა 1546 წლის 18 თებერვალს ქ. ეისლებერნში.
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 289 | რამოტვირთვები: 198 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2016