ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:05
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

bagrat III
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (336.5 Kb) ] 28.06.2009, 13:14
ბაგრატ III (*დაახ. 960 ― † 7 მაისი. 1014), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

პოლიტიკური ვითარება

X საუკუნის დასაწყისიდან შიდა ქართლს "აფხაზთა" მეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდალური ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975-978). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმა და დაიწყეს ბრძოლა ქართლისათვის (პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე). 975 დავით III ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელსაც მცირეწლოვანობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ბაგრატის დედა, თეოდოს III-ის და, "აფხაზთა" მეფის შვილი იყო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამით და მამობილით სამხრეთ საქართველოს კანონიერი მემკვიდრე იყო.

სამეფოების გაერთიანება

ბაგრატ III გამაერთიანებელი

978 დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გაამეფეს. 980, როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ ამოცანის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა ნაწილს. გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა. 989 ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.

1001, როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატ III-ისა და გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიროტია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო. 1008, გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბაგრატ III "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტულს ატარებდა. 1010 ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატ III-მ აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.

გაერთიანებისა და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბაგრატ III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ 1012. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ. ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის მიიწრაფოდა ერთმმართველი შეუზღუდველი ხელისუფლებისაკენ, წინანდელ მემკვიდრეობით მფლობელებს ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით ცვლიდა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატ III-ის დროს აგებულ იქნა ქართული არქიტექტურული ცნობილი ძეგლები - ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), ნიკორწმინდა და სხვა ტაძრები. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს "დიდ მეფეს" უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დასაფლავებულია ბედიაში.

 


წინამორბედი:
თეოდოს III
აფხაზეთის მეფე
978-1014
შემდეგი:
გიორგი I
წინამორბედი:
სამეფო შეიქმნა
საქართველოს მეფე
1008-1014
შემდეგი:
გიორგი I
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 1569 | რამოტვირთვები: 102 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024