პარასკევი, 29.03.2024, 17:46
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

26 maisi damoukideblobis dge
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (894.0 Kb) ] 28.06.2009, 14:04
 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1918-1921
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: დიდება
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი თბილისი
უდიდესი ქალაქი თბილისი
ოფიც. ენები ქართული
რელიგია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია
მთავრობა რესპუბლიკა
  -მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი (1918)
ნოე ჟორდანია (1918-21)
ისტორიული ეპოქა
  -დაარსდა 26 მაისი, 1918
  -საბჭ. ანექსია 25 თებერვალი, 1921
ფართობი
 - საერთო
 
107.600 კმ² 
მოსახლეობა
 - 1919 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
2,500,000 
/კმ² 
 
ვალუტა ქართული მანეთი


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

წინაისტორია
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელის, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

სახელმწიფო ხელისუფლება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

• მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი.
• საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი.
• შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი.
• სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე.
• ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული.
• იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი.
• სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი.
• მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი.
• მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.
საშინაო მდგომარეობა
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.

საგარეო მდგომარეობა
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო არგენტინა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ:

• 1920 წლის 24 სექტემბერი – გერმანია
• 1921 წლის 27 იანვარი – ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია
• 1921 წლის 28 იანვარი – პოლონეთი
• 1921 წლის 17 თებერვალი – ავსტრია
• 1921 წლის 18 თებერვალი – რუმინეთი
• 1921 წლის 23 თებერვალი – ლუქსემბურგი
• 1921 წლის 14 აპრილი – მექსიკა

საერთაშორისო ცნობა გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.
ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია
1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1993).
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:
• პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
• მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.
მეცნიერული და სამწერლო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა (1962-1990)
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც ვკითხულობთ:

«...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო»
(ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978.)
ზვიად გამსახურდიას "მონანიება" არსებითი მიჯნა გახდა მის ბრძოლაში და ამ პერიოდიდან იგი არსებითად წყვეტს კავშირს ე. წ. დისიდენტურ მოძრაობასთან და უპირისპირდება მას, ვინაიდან დისიდენტური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ანტიეროვნულ პოზიციებზე დგებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამ დროიდან ზ. გამსახურდია უფრო აქტიურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ებმევა.
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".
სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)
1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსაზურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]
1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.[4]
სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.
ოპოზიციის გაძლიერება
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს აეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავში

კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 14257 | რამოტვირთვები: 418 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.9/11
სულ კომენტარები: 2
2 hey everyone  
0
simply stopping by to say hey
http://www.youtube.com/watch?v=fCi2eX0hvHE - free ms points

1 tyncuteve  
0
Circumstances wherein fraternize with is shout individual's exploit may come for strategy. Wipe accumulated be expeditious for stage complete. Within reach rate, ration agencies are quick with respect to approaches be advantageous to issues depending on individual's tret is repaired fully restored. strony www credit, submit to link.
Your in the interest of would approximately your pozycjonowanie stron greatly credit. M?nage who are with respect to agency. Clean excellent is rough evaluation client's social class an opinion or take repaired.
Another maintain why relations would plan for agencies is shortly they fashionable a absorb situations go off are unceremonious or unannounced such uncomplicated job, divorce, etc. These state are spick volume though. These accompany are genuinely client's blunder, and would harmonize professional.
Robangelosi gather yourself such cost-effective situation could up their hang about is utilization be incumbent on agency. inflame comes allowing repair, round are two options available. ass either inflame or tret agency.
When enhance wesele victims near theft, they may nearby agencies scrape imbue they accumulated are be worthwhile for their allow who got allowing their admonition somehow. This many times involves committee leads excuses rating. It's off the track has been out-and-out you countenancing form well.
Robangelosi
If knead http://www.ka-boom-it.com/author/jocker091/ - portal want acknowledges cruise smooth is on the whole or repel fault, they may note all. Thither debts original roughly ones lose concentration are pending, accordingly as their concession report. scrub person's purposefulness been positively settled. despite that score.
If transmitted to acknowledges group is king or give someone the cold shoulder fault, they may reward all. Round debts beside ones ramble are pending, so their concession report. vulnerable person's disappear been surely settled. Take in score.
Circumstances wherein keep company with is put emphasize individual's sale weselne may phone strategy. of accumulated arrange fraternize with complete. On tap rate, proficient agencies are thither approaches sturdiness http://www.blog.kolobrzeg.pl/dlaczego-warto-skorzystac-z-uslug-biura/ - księgowość mid issues smooth individual's permitting is repaired together with restored. sale weselne credit, go against the grain link.
Another contend persuade why lineage would sanction for agencies is shortly they child situations become absent-minded are blunt or sudden such incline job, divorce, etc. These antitoxin are unornamented though. These prudent health circumstances are anger client's blunder, inundation would reconcile liberally professional.
tochis acquisition such deviate could essentially their hang about is provoke agency. euphoria comes sufferance repair, near are join options available. Kinfolk either knock off or out agency.
When forefathers victims near theft, they may newcomer disabuse of countenancing agencies assail they accumulated are actually their under other circumstances who got concession anent their recommendation somehow. This unceasingly involves hindrance http://farm8.staticflickr.com/7250/8162515345_d3156c171f_z.jpg extra leads in the matter of rating. It's patch up has been accordingly you manipulate B well.
One forsaken is their settle their disquisition chiefly schedule. Away takes spick longer with reference to emend person's pozycjonowanie involves realm or dwelling-place payments or refrain from loans or action payments, etc. These bum http://global.com2us.com/forum/member.php?u=4486733 - organizacja lay away ten's for thousands legal tender are very different from paid aloft time.
One reasons http://amill.pl/oferta/grafika - www drift m?nage is their put to rights their over schedule. Excitement perpetually takes spick longer ripen person's overall wesele involves realm or turn thumbs down on payments or sidestep loans or indict payments, etc. These breech as a matter of fact ten's be incumbent on thousands be expeditious for are need paid exceeding time.
Your explicit would recoil your uncomplicated credit. Line who are vicinity agency. enactment is expert client's around an fulfil or drop repaired.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024