პარასკევი, 29.03.2024, 14:38
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

ბლეზ პასკალის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 19:35

აზრები

  • შევიცნოთ ჩვენი თავი. მერე რა თუ ამით ჭეშმარიტებას ვერ შევიცნობთ, სამაგიეროდ, ჩვენს ცხოვრებას მოვაწესრიგებთ, ხოლო რა შეიძლება იყოს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?
აზრები – ბლეზ პასკალი, 1981.
  • ჩვენ ვგრძნობთ, რაოდენ ამაოა ხელმისაწვდომი სიამოვნება, მაგრამ ვერ ვგრძნობთ რა ფუჭია ხელმიუწვდომი. აი ჩვენი უმტკიცობის მიზეზი.
აზრები – ბლეზ პასკალი, 1981.


  • თუ გსურთ ტყუილად არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, უწინარეს ყოვლისა: უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის ჩვეულებრივ სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრივ შევხედავთ საგანს, მისი თვასაზრისით მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმებათ: მთავარია დაიჯეროს რომ არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არიდან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან.


  • ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის ხელში ჩაგდება სიმშვიდესა და ბედნიერებას მიანიჭებთ. ისინი ვერ გრძნობენ, რა უძღებია მათი სიხარბე და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, მართლაც სიმშვიდეს დავეძებთო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ შფოთს, აყალ-მაყალსა და შეხლა-შემოხლას დაეძებენ.


  • ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.


  • წარმოსახვა – ესაა ადამიანის უნარი, ცთუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს.


  • კაცის აღწერა: დამოკიდებულება, დამოუკიდებლობის სურვილი, გაჭირვება.


  • ცნობისმოყვარეობა სხვა არა არის რა, თუ არა ამაოება.


  • მე მაძრწუნებს ამ უსასრულო სივრცეთა მარადიული დუმილი.


  • სიკვდილი უფრო ადვილია როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.


  • ადამიანს ჩვეულებრივ, ის აზრის უფრო არწმუნებს, რომელიც მოსდის თავში, ვიდრე ის, რომელიც სხვის თავში იბადება.


  • ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.


  • ჩვენ ვერაფერს ვერ ვიგებთ, როცა მეტისმეტად ჩქარა ვკითხულობთ, ან მეტისმეტად ნელა.


  • ამ ხალხს გული არა აქვს ნუ დაიმეგობრებთ მათ.


  • სულ არ ასმევ და – ვერასოდეს ვერ მისწვდება ჭეშმარიტებას, მეტისმეტად ბევრს ასმევ და – იგივე.


  • კაცის მდგომარეობა: უმტკიცობა, ჭმუნვა, შიში.


  • კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად: მართლებად, ვინც თავს ცოდვილად თვლის და ცოდვილებად, ვინც თავს მართლად თვლის.


  • მთავარია ნიჭი, რომელიც განაპირობებს ყველა დანარჩენს.


  • კანონი გვავალებს იმას, რასაც არ გვაძლევს. მადლი გვაძლევს იმას რასაც გვავალებს.


  • ორი რამ გღუპავთ თქვენ: ქედმაღლობა, რომელიც ღმერთს გაშორებთ და სიბილწე, რომელიც მიწას გაჯაჭვავთ.


  • გიხაროდეთ:მეგობრები არა მყავს.


  • ჩვენი ბუნების მთავარი არსი მოძრაობაა. სრული სიმშვიდე სიკვდლს მოასწავებს.


  • კაცი ბუნებით მიმდობია, უნდო, მხდალი, მამაცი.


  • ადამიანისთვის,რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს,ყველაზე აუტანელი,განმარტოებაა.


  • სულის ყოველგვარი მოძრაობის წყარო, ერთის მხრივ, ანგარებაა, ხოლო, მეორეს მხრივ, კაცთმოყვარეობა.


  • ჩვენი ბუნების ნამდვილი არსი მოძრაობაა, სრული სიმშვიდე სიკვდილს მოასწავებს.


  • კაცი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო პოულობს ორიგინალურ ადამიანებს. მოუქნელი პიროვნებანი ადამიანებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.


  • რას იტყვის ამაზე ფიზიკა? ადამიანთა ურთიერთობაში ხახუნს გაგრილება მოსდევს.


  • რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში....


  • ადამიანთა სამი გვარი არსებობს: ერთნი ემსახურებიან ღმერთს იმიტომ, რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს იმიტომ, რომ არ უპოვიათ; მესამენი - არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი- უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი - უბედურნი და უკეთურნი.


  • სულ მცირე ყოფნის ადამიანს, თავი ბედნიერად იგრძნოს, იმიტომ, რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ეძლევა უნუგეშობას.


  • ადამიანი არც ანგელოზია და არც მხეცი. მისი უბედურება ისაა, რომ რაც უფრო მიილტვის, დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მხეცად გარდაიქმნება ხოლმე.


  • თუკი ღმერთი არ არსებობს, არაფერს დაკარგავთ მისი რწმენით, ხოლო თუ ის არსებობს, მისი არსებობობის არდაჯერებით თქვენ დაკარგავთ ყველაფერს.


  • დიდი სიკეთის გასამარჯვებლადაც კი არ უნდა იკადროს კაცმა მცირეოდენი ბოროტის ქმნა.


  • სამართლიანობა ძალადობის გარეშე უძლურია, ხოლო ძალადობა სამართლიანობის გარეშე- ტირანია.


  • თუ არ გინახავს მშვენიერი ქალის სახეზე ცრემლი, ნუ იტყვი- მშვენიერება მინახავსო, თუ არ გინახავს ლამაზი ქალის სახეზე სიხარული, ნუ იტყვი- სიხარული მინახავსო.


  • კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.


  • ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ჩაკარგულნი ვართ. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.


  • ბუნების სრულქმნილება გვიჩვენებს რომ ის უფლის ხატია,მისი ნაკლოვანება კი გვიჩვენებს რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ხატია


ლიტერატურა 

  • აზრები – ბლეზ პასკალი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო", თბილისი 1981 წელი.
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 4101 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024