სამშაბათი, 23.04.2024, 20:00
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

გურამ დოჩანაშვილის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 18:44
  • ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...
„სამოსელი პირველი". რომანი. წ.1. თბ., „ნაკადული", 1975.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
„სამოსელი პირველი". რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული", 1978.


  • ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე...
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". მოთხრობები. 1973.


  • დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
[საჭიროებს წყაროს მითითებას]


  • სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...
[საჭიროებს წყაროს მითითებას]
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 2836 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024