პარასკევი, 29.03.2024, 02:26
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

მარკუს ავრელიუსის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 13:13
  • შეუძლებელის მიღწევის მცდელობა სიგიჟეა.


  • ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.


  • შეუძლებელია წარსულის წართმევა, რადგან იგი უკვე აღარაა და მომავლის, იგი ჯერ არაა.


  • შენ შეიძლება შეუძლებელი შესძლო, მაგრამ ვერ შესძლებ მათ მოქცევას სიკეთისაკენ.


  • გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.


  • მოღალატეა, ვინც გაურბის თავის მბრძანებელს. მბრძანებელი კი კანონია, ხოლო მოღალატე - მისი დამრღვევი. მაგრამ ვინც ძრწის, დრტვინავს ანდა მრისხანებს, - არ იღებს მას, რაც იყო, არის ან უნდა მოხდეს, თანახმად კოსმიური წესრიგისა, რასაც აწესებს ყოვლისგამრიგე, ანუ კანონი, თავთავის მისაგებელს რომ მიაგებს ყველას და ყველაფერს. მაშასადამე, მოღალატეა ისიც, ვინც დრტვინავს, ძრწის ან მრისხანებს.


  • სისრულე ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომაც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.


  • ზოგი არაფერს ამბობს, რადგან არ იცის, რა თქვას.ზოგი კი იმიტომ,რომ იცის დრო, როდის თქვას.


  • გაიხსენე, რამდენი ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს, რამდენგზის სთხოვე "მაცალეო" ღმერთებს და გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით.

დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე, როგორც გაქრები შენ და აღარასოდეს შემოიქცევა უკან.


  • უდღემოკლესი, ბოლოს და ბოლოს იმავეს კარგავს, რასაც ყველაზე უფრო დღეგრძელი.


  • უნდა შეეჩვიო მხოლოდ და მხოლოდ კეთილზე ფიქრს, რათა ანაზდად რომ გკითხონ, რას ფიქრობო ამ წუთას, შეგეძლოს გულახდილად მიუგო მყისვე, რაზე ფიქრობ, ან რა გაქვს გულში...
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 2842 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.4/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024