ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:33
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

შოთა რუსთაველის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 20:34
  • ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია


  • მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში.


  • გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.


  • კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების.


  • არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.


  • ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია!


  • გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.


  • ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.


  • ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.


  • სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.


  • სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.


  • თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"


  • თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.


  • თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.


  • სხვა სხვისა ომსა ბრძენია.


  • რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?


  • ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
    გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.


  • მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.


  • მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა".


  • მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.


  • რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
    იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


  • სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.


  • ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


  • უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.


  • ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.


  • სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.


  • რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.


  • ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
    ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
    სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
    მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.


  • ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
    მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
    ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
    სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!


  • დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.


  • თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.


  • მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.


  • მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.


  • მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!


  • მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.


  • ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!


  • ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!


  • ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.


  • მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!


  • ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.


  • რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.


  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?


  • ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


  • ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
    თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.


კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 15034 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.8/17
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024