ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:44
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ქართული ანდაზები

ქართული ანდაზები
26.12.2009, 20:01

ქართული ანდაზები

 

  • ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
  • ა, დათვი და ა, კვალი!
  • აასვენა, აღარ დაასვენა.
  • ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
  • აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
  • აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
  • აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
  • ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
  • ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
  • ავი კაცი თავისთავის მკვლელია
  • ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
  • ავი შვილი დედმამის ჭირიაო
  • ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
  • ავმა რა ქნა - ავის მეტი
  • ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
  • ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
  • ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
  • არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
  • არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
  • არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
  • არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
  • არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
  • არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
  • არწივს საკენკით ვერ გააძღობო
  • ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
  • ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
  • აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
  • აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
  • აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
  • ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა

 

  • ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
  • ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
  • ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
  • ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
  • ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
  • ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
  • ბაძვა სჯობია შურსაო
  • ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
  • ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
  • ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
  • ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
  • ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
  • ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
  • ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
  • ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
  • ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
  • ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
  • ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
  • ბუტიას კერძი გემრიელიაო

 

  • გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
  • გამგონი გაიგონებსო
  • გამშველებელს მოხვდებაო
  • გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
  • გაჭირვება მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
  • გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
  • გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
  • გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
  • გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
  • გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
  • გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
  • გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
  • გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს

გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს

 

  • დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
  • დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
  • დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
  • დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
  • დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
  • დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
  • დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
  • დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
  • დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
  • დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
  • დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
  • დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
  • დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო

 

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
  • ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
  • ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
  • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
  • ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
  • ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
  • ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
  • ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
  • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
  • ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
  • ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
  • ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
  • ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
  • ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
  • ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის

 

  • ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
  • ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
  • ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
  • ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
  • ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია
  • ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
  • ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
  • ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
  • ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
  • ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
  • ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
  • ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
  • ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
  • ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
  • ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა

 

  • ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
  • ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
  • ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
  • ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
  • ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
  • ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
  • ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
  • ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
  • ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
  • ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
  • ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო

 

  • თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
  • თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
  • თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
  • თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
  • თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
  • თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
  • თვალი უნებურიაო
  • თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
  • თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
  • თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
  • თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
  • თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
  • თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
  • თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
  • თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო

 

  • იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
  • იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
  • იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
  • იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
  • იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
  • იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
  • იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
  • იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
  • ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
  • ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
  • ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
  • ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
  • ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
  • ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
  • იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!

 

  • კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
  • კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
  • კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
  • კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
  • კაისათვის კაი ვის უქნია
  • კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
  • კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
  • კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
  • კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
  • კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
  • კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
  • კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
  • კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
  • კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
  • კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
  • კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
  • კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
  • კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
  • კვიცი გვარზე ხტისო
  • კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
  • კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება

  • ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
  • ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
  • ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
  • ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
  • ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
  • ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით

 

  • მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
  • მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
  • მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
  • მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
  • მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
  • მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
  • მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
  • მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
  • მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
  • მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
  • მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
  • მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
  • მგზავრის დგომა - ცდომააო
  • მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა - ტყეში გამიშვითო
  • მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
  • მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება
  • მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
  • მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
  • მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
  • მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
  • მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
  • მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
  • მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
  • მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
  • მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
  • მოთმინება - სამოთხის გასაღებია
  • მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
  • მომრევის მომრევი არ დაილევაო
  • მოჩქარეს მოუგვიანდესო
  • მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
  • მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
  • მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო

 

  • ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
  • ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
  • ნაყიდს გემო არა აქვსო
  • ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
  • ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
  • ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
  • ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
  • ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
  • ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო

 

  • ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
  • ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
  • ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
  • ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
  • ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
  • ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
  • ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
  • ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
  • ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
  • ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო

 

  • პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
  • პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
  • პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
  • პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
  • პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
  • პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
  • პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
  • პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
  • პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
  • პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო

 

  • ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
  • ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში

 

  • რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
  • რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
  • რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
  • რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
  • რასაც დასთეს, იმას მოიმკი
  • რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
  • რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
  • რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
  • რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
  • რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
  • რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
  • როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
  • რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო

 

  • სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
  • სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
  • სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
  • სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
  • სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
  • საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
  • სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
  • სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო
  • სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
  • სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
  • სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
  • სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
  • საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
  • საქონელს თვალი სჭამსო
  • საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
  • საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
  • სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
  • სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
  • სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
  • სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
  • სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
  • სირცხვილი - სიკვდილიაო
  • სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
  • სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
  • სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
  • სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
  • სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
  • სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
  • სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
  • სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
  • სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
  • სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
  • სხვა სხვისა ომში გმირია
  • სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
  • სხვისი ლუკმა გემრიელია

 

  • ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
  • ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
  • ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
  • ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
  • ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
  • ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
  • ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
  • ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
  • ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

 

  • უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
  • ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
  • ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
  • ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
  • ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
  • უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა

 

  • ფათერაკს თვალი არ უჩანს
  • ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
  • ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
  • ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
  • ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
  • ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
  • ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
  • ფონი გასავალს დალოცე
  • ფული პატარა ღმერთიაო

 

  • ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
  • ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
  • ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
  • ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
  • ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
  • ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
  • ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
  • ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
  • ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
  • ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
  • ქვეყანა ჩალით დახურული როდია
  • ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
  • ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
  • ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
  • ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
  • ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
  • ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
  • ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
  • ქურდს ქუდი ეწვისო
  • ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი

 

  • ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
  • ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
  • ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
  • ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
  • ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
  • ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
  • ღარიბის ლუკმა ტკბილია
  • ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა
  • ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
  • ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
  • ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო

 

  • ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
  • ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
  • ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
  • ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
  • ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
  • ყველა გლახას დიდი გული აქვს
  • ყველა დაბალ ღობეზე გადადის
  • ყველა თავის ბედის მკვერავია
  • ყველა კაცი სიკვდილის შვილია
  • ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
  • ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
  • ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
  • ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
  • ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
  • ყველი და პური - კეთილი გული
  • ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
  • ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
  • ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო
კატეგორია: ქართული ანდაზები | დაამატა: carlosi
ნანახია: 6454 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/5
სულ კომენტარები: 1
1 varskvlavi  
0
dzaan magari andazebia, yochag tokoooooooooo magadia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024