პარასკევი, 19.04.2024, 12:09
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » ასტრონომია

მარსი
21.05.2010, 23:37

მარსი (პლანეტა)


მარსი 
მარსის კომპოზიციური გამოსახულება, მარინერის ფოტო
ფიზიკური მახასიათებლები
ეკვატორიალურიდიამეტრი 6792 კმ
პოლუსურიდიამეტრი 6752 კმ
მოცულობა 1.638×1011 კმ³
მასა 6.4185×1023 კგ
სიმკვრივე 3.934 გრ./სმ³
ზედაპირის ფართობი 144 800 000 კმ²
გრავიტაცია ეკვატორის ზონაში 3.69 მ/წმ², ანუ 0.376 g
მეორე კოსმოსური სიჩქარე 5 072 მ/წმ
ბრუნვის სიდერული პერიოდი 24 სთ. 39 წთ 35.244 წმ
ეკვატორული დახრა ორბიტისადმი 25.19°
ზედაპირის ტემპერატურა
წთ. საშ. მაქს.
186 °K 227 °K -5°C 268 °K
წნევა 0.7—0.9 კპა
ორბიტალური მახასიათებლები
საშუალო მანძილი მზიდან 227 939 100 კმ 1.523679 ა.ე.
აფელიუმი 249 209 300 კმ 1.665861 ა.ე.
პერიფელიუმი 206 669 000 კმ 1.381497 ა.ე.
მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი 1 წელი 10 თვე 17 დღე
საშუალო ორბიტალური სიჩქარე 24 077 მ/წმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.093315
ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 1.85061°
თანამგზავრი და 2 (ფობოსი, დეიმოსი)
წარმოადგენს მზის თანამგზავრს
ატმოსფეროს ძირითადი შემადგენლობა
ნახშირბადი 95.72 %
აზოტი 2.7 %
არგონი 1.6 %
ჟანგბადი 0.2 %

მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი.

დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის.

2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს.


იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე.

2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.

კატეგორია: ასტრონომია | დაამატა: carlosi
ნანახია: 2150 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024