პარასკევი, 29.03.2024, 00:54
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » ასტრონომია

მერკური
21.05.2010, 23:38

მერკური (პლანეტა)

მერკური
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი
(რადიუსი)
57 909 100კმ
0,387098 ა.ე.
ექსცენტრისიტეტი
(გაჭიმულობა)
0,205630
აფელიუმი 69 816 900 კმ
0.466697 ა.ე.
პერიფელიუმი 46 001 200კმ
0.307499 ა.ე.
ორბიტალური პერიოდი 87 დღე 23 საათი
საშუალო ორბიტალური
სიჩქარე
47870 მ/წმ
ორბიტის დახრა 3,38°
თანამგზავრები არა
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო
რადიუსი
2439,7 კმ
ზედაპირის ფართობი 74,8 მილიარდი კმ2
0,108 x დ.
მოცულობა 6,083x1010 კმ3
0,054 x დ.
მასა 3,3022x1023 კგ
0,055 x დ.
საშუალო სიმკვრივე 5,427 გ/სმ3
მიზიდულობის აჩქარება
3,7 მ/წმ2
0,38 x დ.
ბრუნვის პერიოდი
საკუთარი ღერძის გარშემო
1 თვე 28 დღე 15 სთ (1407,5 საათი)
ღერძული ბრუნვის
დახრა
61,45°
ალბედო
არეკვლის უნარი
0,119
ტემპერატურა
ზედაპირზე
მინ. საშ. მაქს.
100К
(-173°С)
340K
(67°С)
700K
(427°С)
ატმოსფერო
კალიუმი Ka 31,7%
ნატრიუმი Na 24,9%
А.ჟანგბადი O2 9,5%
არგონი Ar 7,0%
ჰელიუმი He 5,9%
М.ჟანგბადი O2 5,6%
აზოტი N2 5,2%
ნახშირორჟანგი CO2 3,6%
წყალი (ორთქლი) H2O 3,4%
წყალბადი H 3,2%

მერკურიმზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ყველაზე ახლოს მდებარეობს ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.

მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაამეტეორებისკმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები დაფარული, რომლებიც მასზე დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 წარმოიქმნა.

მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%).

რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა.

პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია - ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

კატეგორია: ასტრონომია | დაამატა: carlosi
ნანახია: 1523 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024