ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:24
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » მათემატიკა

ფერმას დიდი თეორემა
21.05.2010, 23:21

ფერმას დიდი თეორემა

პიერ დე ფერმა

ფერმას ბოლო თეორემა (ხშირად ფერმას დიდი თეორემა) ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თეორემაა მათემატიკის ისტორიაში, მდგომარეობს შემდეგში:


არ არსებობს ისეთი a, b და y მთელი რიცხვები, რომელთათვისაც სრულდება ტოლობა an + bn = yn, სადაც n > 2 ორზე მეტი მთელი რიცხვია.


ფერმას ბოლო თეორემა ალბათ მათემატიკის ყველაზე პოპულარული თეორემაა. იგი ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ ფერმამ დიოფანტეს წიგნ "არითმეტიკაზე" მინაწერის სახით, რასაც დაუმატა, რომ მან გადაჭრა ეს ამოცანა, მხოლოდ ადგილის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა დამტკიცების იქვე დაწერას. დღესდღეობით ცნობილია, რომ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელი იყო ფერმის დროინდელი ელემენტარული მათემატიკის საშუალებით. ასე რომ, დამტკიცება, რომელზედაც ფერმა მიუთითებდა, სავარაუდოდ მცდარი იყო ან საერთოდ არ არსებობდა.

სრული სახით ამოცანა გადაიჭრა მხოლოდ 1994 წელს ენდრიუ ვაილსის შრომებში. მანამდე სხვადასხვა დროს გადაჭრილი იქნა რამდენიმე კერძო შემთხვევა. მაგალითად n = 4 შემთხვევისთვის ერთ-ერთი დამტკიცება გამოაქვეყნა თვითონ ფერმამ.

ამოცანის ჩამოყალიბების ელემენტარულმა სახემ განაპირობა მისი პოპულარობა არასპეციალისტებს შორის. სინამდვილეში კი ფერმას თეორემა უკავშირდებება თანამედროვე მათემატიკაში მდგარ რამდენიმე უფრო ღრმა პრობლემას.

აღნიშვნისათვის n = 2 შემთხვევაში ტოლობას an + bn = yn აქვს უამრავი ამონახსენი მთელ რიცხვებში.

კატეგორია: მათემატიკა | დაამატა: carlosi
ნანახია: 1763 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024