ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:07
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » მედიცინა

მედიცინა
21.05.2010, 23:52

მედიცინა

ასკლეპიო კვერთხით
მედიცინის ძველბერძნული სიმბოლო

მედიცინა არის მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

ისტორია 

სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს საქმიანობა. ჩვ.წ. მე-2 საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. მე-16-17 საუკუნეებში ა.ვეზალიუსის, უ.ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა.პარეს და ტ.სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.


მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:


მედიცინის დარგები

  • ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად
  • გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას
  • გინეკოლოგია - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს
  • დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს
  • ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს
  • ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს
  • იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს
  • კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავდებებს
  • ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას
  • ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას
  • ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს
  • ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს
  • ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას
  • ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას
  • ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს
  • ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
  • პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს
  • პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს
  • პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
  • რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
  • რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს
  • საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურეობას და მათი მომსახურეობის მეთოდებს
  • სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს
  • სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს
  • ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე
  • ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას
  • ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ
  • ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე
  • ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია
  • ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს
  • ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს
  • ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიურ დაავადებებს და მათ მკურნალობას
  • ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას
  • ფუნდამენტური მედიცინა - ???
  • ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს
  • ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას
კატეგორია: მედიცინა | დაამატა: carlosi
ნანახია: 2180 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024