პარასკევი, 19.04.2024, 18:55
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

windows
რომელი Windows XP გადმოვწერო და საიდან?
 
პირველ რიგში, Windows XP-ს ვერსიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თემას win xp ვარიაციები, მათ შორის განსხვავება, მასში დაწვრილებითაა აღწერილი Microsoft Windows XP-ს ყველა გამოცემა და მათ შორის განსხვავებები.
 
ქართულ (და არა მარტო ქართულ) ვარეზ სივრცეში უხვად მოიპოვება Windows XP-ს სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც არ არიან აღწერილი ზემოთხსენებულ თემაში იმის გამო, რომ ყველა სხვა დანარჩენი ვარიაცია მომხმარებლების მიერ „გადაკეთებული“ დისტრიბუტივებია. როგორც წესი, მათი უმეტესობა არაფრად ვარგა და დაყენებიდან რამდენიმე დღეში ურევს, ეჭედება და სტაბილურობას კარგავს, ამიტომ არ ენდოთ აღწერებს საიტებზე, რომლებიც ფანტასტიკური შესაძლებლობების და ყველა ვირუსებისგან დაცულ XP-ს გთავაზობენ. ეს უბრალოდ ტყუილია.
 
XP-ს დაყენება რეკომენდირებულია ასეთი ან უკეთესი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერზე:
 
პროცესორი
800Mhz Celeron
RAM
256 MB
HDD
20 GB
CD ROM; Keyboard; Mouse
 
XP-ს ბოლო ვერსია, Service Pack 3 შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან (დიდი მადლობა ფორუმელს Plastic მისი მოწოდებისთვის): Windows Xp (En) With Service Pack 3, Volume License ან ამ ტორენტიდან: Thepiratebay - English Windows Xp Sp3, VL.
 
თუ კომპი ზემოთ აღწერილი ნაწილების მსგავსი ნაწილებითაა დაკომპლექტებული, ჯობს დააყენოთ Windows Xp (En) With Service Pack 2 (მადლობა Power_Vano-ს მისი მოწოდებისთვის).
 
ზემოთ მოცემული Windows XP SP3 არის ოფიციალური, Microsoft-ის მიერ გამოშვებული (VL - საცალო ლიცენზიის) დისკის ასლები.
 
ამ ასლების დისკზე ჩაწერაში შეგიძლიათ დაიხმაროთ სტატია ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად.
 
როგორ დავაყენოთ Windows?
 
ამ კითხვას პასუხს სცემს ჩვენი სტატია Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით, მოცემულ სტატიაში დასურათებულია და დაწვრილებითაა გადმოცემული ინსტალაციის თიითოეული ეტაპი
 
როგორ გავიარო Microsoft Genuine Advantage ვალიდაცია?
 
Windows-ის დასაინსტალირებლად გამოდგება შემდეგი სერიული ნომერი:
 
D36RK-QDFFD-BTWWY-BT7KK-43MGM
 
დღევანდელი მდგომარეობით, Windows XP ამ სერიული ნომრით უპრობლემოდ გადის ვალიდაციას. თუ დამატებითი პრობლემები შეგექმნათ ან საერთოდ გაინტერესებთ, რას ნიშნავს Genuine Advantage ან ვალიდაცია, თქვენთვის გვაქვს სტატია Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია.
 
ყურადღება! სტატიაში მოცემული ფაილების ნაწილს ანტივირუსები აღიქვამენ, როგორც მავნე ფაილებს და ბლოკავენ. ნუ შეგეშინდებათ, სინამდვილეში ეს ფაილები მავნეები არ არიან, ისინი იმის გამო იბლოკებიან, რომ მათი წყალობით ტყდება სისტემა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში (ჩვენ ჯერჯერობით მათ რიცხვს არ ვეკუთვნით :-)).
 
ინსტალაციის შემდეგ აუცილებლად გაუკეთეთ სისტემას განახლება Windows update-თი, მართალია, დროს მოითხოვს, მაგრამ რომ იტყვიან "ამისთვის ღირს ლოდინი". განახლებების გარეშე თქვენი სისტემა უახლესი ანტივირუსის ქონის შემთხვევაშიც კი დაუცველი რჩება. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე ვიცავთ თავს Conficker-ისგან!
 
სად ვიშოვო დრაივერები?
 
ზემოთ აღნიშნულ სტატიაში არის ამაზე მოთხრობილი, მაგრამ გვინდა დავამატოთ [ფორუმი]Universal XP Drivers Pack 2, დრაივერების დიდი ნაკრები (მადლობა ფორუმელს Bekward). ამ თემაში ნახავთ ამ დროისთვის გამოშვებული აპარატურის დრაივერების დიდ უმრავლესობას, თუმცა, ჯობს, მწარმოებლის საიტიდან გადმოწერილი უახლესი დრაივერები გამოიყენოთ.
 
სად ვიშოვო საჭირო პროგრამები?
 
ინსტალაცია უკვე დასრულდა, მაგრამ შიშველი Windows-ით ბევრს ვერაფერს გააკეთებთ, საჭიროა დოკუმენტებთან მუშაობა, HD ვიდეოს ყურება, დაცული კომპი და ა.შ
 
ყველაფერი ამისთვის უამრავი სოფტი არსებობს, სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ფასის. Compinfo გიზოგავთ დროს და გთავაზობთ საუკეთესო უფასო პროგრამების ნაკრებს: Compinfo Pack : აპრილი 2009. ნაკრებში შესულია ყველასთვის საჭირო ზოგადი დანიშნულების პროგრამები.
 
შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შესაბამის თემებს ფორუმზე:
 
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 1307 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024