პარასკევი, 29.03.2024, 02:51
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

მეთოდი მეორე
ახლა მოკლედ გავეცნობით ინსტალირების იმ მეთოდს როდესაც ადრე კომპიუტერზე უკვე გვქონდა სისტემა ინსტალირებული და ახლა ახალ ვერსიას ვაინსტალირებთ. თუ ეს თემა თქვენ არ გეხებათ შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგ თავზე გადახვიდეთ.

განსხვავება ძალიან ცოტაა, ასე რომ წინა მოდელივით დიდი ახსნას აღარ დავიწყებ. ინსტალაციის წინ ისევ და ისე გაამზადეთ ყველა პროგრამა, დრაივერი და შრიფტი. არ დაგავიწყდეთ C: დისკიდან საჭირო ინფორმაციის კოპირება  სხვა დისკებზე, ან მოწყობილობებზე, ასევე შეინახეთ My Document-ში და Desktop-ზე არსებული საჭირო ფაილები. იმედია არ გამოგრჩათ საფოსტო ყუთი და საფოსტო ექაუნთები. მოკლედ აქ ვთვლი, რომ ყველაფერი რაც საჭიროა შენახულია. მაშინ შევუდექით საქმეს.

პირველ რიგში უნდა გადავტვირთოთ კომპიუტერი და უნდა ჩავდოთ CD/DVD დრაივში WIndows XP-ს საინსტალაციო დისკი, განსხვავებით წინა ვერსიისგან BIOS-ში შესვლა პრაქტიკულად 100%-ით დაგჭირდებათ, აქ უნდა მიუთითოთ თქვენს კომპიუტერს რომ ჩამტვირთავი მოწყობილობა არის CD-ROM-ი წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის წინა ვერსიის დაინსტალირებული ვერსია დაიწყებს ჩატვირთვას. თუ ყველაფერი წესრიგშია გამოვა შავი ფანჯარა, ამ დროს ინსტალერი კომპაქტიდან კითხულობს საჭირო ფაილებს.

 შემდეგ როგორც წინა შემთხვევაში შავი ფანჯარა იცვლება ლურჯი ეკრანით, აქ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკებს F2 ან F6 იმის და მიხედვით, გჭირდებათ კონკრეტული ACPI მოდელის კომპიუტერის არჩევა თუ გაქვთ რაიმე Wიndows-ის ინსტალერისთვის უცნობი RAID, SCSI,  ან SATA მოწყობილობა.

თუ არცერთი ამოსარჩევი არ გაქვთ ნურაფერს დააჭერთ ხელს. რამდენიმე წამში დაიწყება ინსტალერის გრაფიკული ინტერფეისისთვის საჭირო ფაილების მეხსიერებაში გადაწერა. როდესაც ეს პროცედურა დამთავრდება როგორც წესი მიიღებთ შემდეგ ფანჯარას.

აქ ამოსარჩევია სამი პუნქტი:
-  დააჭირეთ Enter-ს თუ გსურთ სისტემის ინსტალაციის დაწყება (ეს გვჭირდება);
-  დააჭირეთ ღილაკ R-ს თუ გსურთ ავარიული აღდგენის მენიუში შესვლა და სისტემური კონსოლის რეჟიმის გამოძახება (არ გვაინტერესებს);
-  თუ შეგეშინდათ, ან გადაიფიქრეთ ინსტალაცია დააჭირეთ ღილაკს F3 (იმედია ჯანზე ხარ და უკან არ იხევ).

ვაჭერთ ღილაკს Enter და ვაგრძელებთ ინსტალაციას.
შემდეგ ფანჯარაში მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც იდეაში ნიშნავს შემდეგს ”საინსტალაციო პაკეტმა აღმოაჩინა დაინსტალირებული Windows-ის ვერსია ამა და ამ მისამართზე, ღუ გსურთ რომ აღადგინოთ დაზიანებული ვერსია დააჭირეთ ღილაკს R, ხოლო თუ გსურთ ახალი ვერსიის ინსტალირება აღდგენის გარეშე, მაშინ  დააჭირეთ ღილაკს ESC”.

როგორც ხედავთ აქ ორი ვარიანტი გვაქვს:
- ან ვაჭერთ ღილაკს R და ვიღებთ აღდგენის კონსოლს, ანუ რაღაც ძველებური DOS-ის ვარიანტს (ეს ჩვენ არ გვჭირდება);
- ან ვაჭერთ ღილაკს ESC და ვიწყებთ ახალი ვერსიის ინსტალირებას (სწორედ ეს გვჭირდება).

ასე რომ დავაჭირეთ ხელი ღილაკს ESC, ანუ ”ესკეიპი” და გავრძელებთ ინსტალაციას. მივიღებთ ახალ ფანჯარას სადაც შემოთავაზებული იქნება დისკის ამორჩევა. მგონი სხვა დისკზე ინსტალირებას ამჯერად არ ვაპირებთ (ისე კი უნდა იცოდეთ შეგიძლიათ ინსტალაციის დასრულების შემდეგ, მეორედ გაუშვათ ინსტალერი და რეზერვული ასლი შეგიძლიათ მეორე დისკზე ვთქვათ D: დისკზე დააყენოთ, სხვათაშორის Microsoft-ი ადმინისტარტორებს სწორედ ამ მეთოდს ურჩევს, ავარიული სიტუაციების დროს მინიმალური დანაკარგებითვის), ასე რომ ამჯერად ისევ ჩემს C: დისკს ამოვირჩევ რომელიც წინა ინსტალირებისას FAT32- ფაილურ რეჟიმში დავაფორმატე.

ამორჩევის შემდეგ მიიღებთ ახალ შეტყობინების ფანჯარას სადაც ინსტალერი გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ ამორჩეული დისკი უკვე შეიცავს ოპერაციულ სისტემას, ასე რომ ახალი ინსტალაცია ძველ ოპერაციულ სისტემას დააზიანებს.

შემოთავაზებული იქნება ორი ვარიანტი:
- დააჭირეთ ღილაკს C თუ საქმის ყურში ხართ და გსურთ ამ დისკის გამოყენება ახალი ინსტალირებისთვის (სწორედ ეს გვჭირდება);
- დააჭირეთ ღილაკს ESC თუ გადაიფიქრეთ ან შეცდომით აირჩიეთ დისკი (არ გვჭირდება
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

მოკლედ ვირჩევთ პირველ ვარიანტს, ანუ ვაწვებით ღილაკს C  და ვიღებთ ახალ ფანჯარას. აქ შემოთავაზებულია რა ფაილურ სისტემაში გვსურს დისკის დაფორმატირება. დისკის ზომიდან გამომდინარე შემოთავაზებული იქნება FAT32-ის ვარიანტებიც, ან თუ დისკის ზომა აღემატება 20 გიგაბაიტს შემოთავაზებული იქნება მხოლოდ NTFS-ი და კიდევ ერთი ვარიანტი, დისკის ფორმატი ხელუხლებელი დარჩეს.

იმის გამო რომ ჩვენი საცდელი დისკის განყოფილება არ აღემატება 12 გიგაბაიტს გვაქვს 5 ვარიანტი:
-  NTFS (ჩქარი)
- NTFS (სტანდარტული, საკმაოდ კაი დრო იხარჯება ფორმატირებაზე)
- FAT32 (ჩქარი)
- NTFS (სტანდარტული, საკმაოდ კაი დრო იხარჯება ფორმატირებაზე)
- დარჩეს დისკის ფორმატი უცვლელი, არაა ფორმატირება საჭირო.

აქ აგიხსნით, რომ მეხუთე პუნქტი გამოსადეგია მაშინ როდესაც რაიმე მიზეზების გამო არაა C: ან ნებიმიერი სხვა  დისკის ფორმატირება, ამ დროს ინსტალერი ამორჩეულ დისკზე, წაშლის WINDOWS-ის დირექტორიას, გააცარიელებს დირექტორია Program Files-ში თავისთვის საჭირო საქაღალდეებს და დირექტორია Documents and Settings-ში ძველი მომხმარებლების ჩანაწერებს სახელს შეუცვლის. დანარჩენი ფაილები და საქაღალდეები ხელუხლებელი იქნება. შედეგად მიიღებთ სუფთა Windows-ს, მაგრამ დირექტორია Program Files-ში დაგრჩებათ ძველი პროგრამები (სხვათაშორის ვერ გამოიყენებთ მაინც ხელახლაა დასაყენებელი) და ასევე დაგრჩებათ ათქვეფილი დირექტორია Documents and Settings.

მოკელდ ასეთ ვარიანტს არ გირჩევთ, საქმე იმაშია რომ დისკი დეფრაგმენტირებული იქნება, ანუ ნელა იმუშავებს, პლიუს გაუგებარი ასე ვთქვათ ხარახურა ფაილების მთები იქნება დარჩენილი, რომელსაც ვერ გაიგებთ რომელი უნდა წაშალოთ და რომელი არა. მოკლედ ავარიული შემთხვევისთვის შეიძლება საჭირო იყოს, ნორმალურ შემთხვევაში კი მხოლოდ ფორმატირებას ვირჩევთ. მთავარია ამოირჩიოთ რომელი ფორმატი გირჩევნიათ FAT32-ი თუ NTFS-ი.  როგორც გითხარით თუ ამ საქმეში ვერ ერკვევით გადაიკითხეთ აი ეს სტატია. მე კი დემონსტრირებისთვის ამჯერად ამოვირჩევ NTFS ფაილურ სისტემას და ჩქარ ფორმატირებას.

ფორმატის ამორჩევის შემდეგ მიირებთ შეტყობინებას, როემლშიც ორი ვარიანტია ამოსარჩევი:
- თუ გსურთ დისკის დაფორმატირება დააჭირეთ ღილაკს F (ეს გვინდა ნამდვილად);
- თუ გადაიფიქრეთ, ან სხვა ფორმატის ამორჩევა გსურთ დააჭირეთ ღილაკს ESC (ნამდვილად არ გვინდა).

მოკლედ დააჭირეთ ღილაკს F დაიწყება დისკის ფორმატირება და შემდეგ პირდაპირ დაიწყება WIndows-ის ინსტალაციის მთავარი ეტაპი. ამით განსხვავება ინსტალაციის მეთოდებში მთავრდება, ასე რომ ვაერთიანებთ ორივე მეთოდს და ერთიანი ძალებით ვაგრძელებთ ინსტალაციას.

ინსტალაციის სრული ინსტრუქციები


ვაგრძელებთ საერთო ინსტალაციას
მოკლედ აქამდე პატარა განსხვავებები ინსტალაციაში იყო, დანარჩენი კი ყველა მეთოდისთვის საერთოა, და არაფრით არ განსხვავდება. ფორმატირებისა და საჭირო ფაილების გადაწერის შემდეგ კომპიუტერი თვითონ გადაიტვირთება და დაიწყებს ჩატვირთვას.

თუ საინსტალაციო დისკი დრაივში დევს, ნუ შეგეშინდებათ, გამოვა ჩატვირთვის საწყისი მენიუ, ამ დროს თქვენ თუ კომპაქტიდან ჩატვირთვა გსურთ რაიმე ღილაკს უნდა დააჭიროთ ხელი, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ კომპაქტიდან ჩატვირთვის ეტაპი უკვე გავიარეთ ეს პუნქტი აღარ გვჭირდება, ამიტომ კლავიატურას ხელს არ ვახლებთ. სისტემა თვითონ მიხვდება რომ კომპაქტიდან ჩატვირთვა არ გვჭირდება და 5 წამიანი დაცდის შემდეგ თვითონ გააგრძელებს Windows XP-ს ინსტალაციას ვინჩესტერიდან.

საინსტალაციო კომპაქტს დრაივიდან ნუ ამოიღებთ ინსტალერს კიდევ არა ერთი ათეული ფაილი ექნება გადმოსაწერი დისკიდან. მოკლედ გამოჩნდება WIndows-ის ჩატვირთვის მენიუ, რამდენიმე წამში გაქრება და გაგრძელდება ინსტალაციის მეორე ეტაპი.

მეორე ეტაპის დროს პირველად დაინახავთ მარცხენა მხარეს, რომ Windows-სი სრულ ინსტალაციამდე კიდევ 39 წუთი დარჩა, ეს ციფრი რეალობას არ აღნიშნავს და დამოკიდებულია კომპიუტერის სიმძლავრეზე, მაგალითად Pentium 3-ზე, რომელსაც 120 მეგაბაიტი ოპერატიული აქვს, შეიძლება მართლად დასჭირდეს 39 წუთი ან მეტი, მაგრამ Pentium 4-ის შემთხვევაში მითუმეტეს თუ მას 512 მეგააბიტზე მეტი ოპერატიული გააჩნია, ეს ციფრი უცებ გაირბენს და შეიძლება სულ რაღაც 15-20 წუთი გამოვიდეს.
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

პირველ რიგში ინსტალერი დაიწყებს აპარატურის დეტექტირებას, ამ ეტაპის გავლის შემდეგ გამოიტანს რეგიონალური პარამეტრების ფანჯარას. აქ უნდა მივუთითოთ სად ვცხოვრობთ, რა ენებზე ვსაუბრობთ და რა ენები უნდა ჩანდეს ჩვენს Windows-ში კორექტულად. იმის გამო, რომ აქ განსაზღვრული პუნქტები შემდეგში შეიძლება თქვენი სისტემის ლინგვისტური თვისებებისთვის ძალზედ აქტუალური აღმოჩნდეს, ეს პუნქტი დეტალურად განვიხილოთ.

დააჭირეთ ღილაკს Costumize, გადახვალთ ახალ ფანჯარაში. აქ ჩვენს სისტემას უნდა ვასწავლოთ უნიკოდის აღქმა, რომ შემდგომში ქართული უნიკოდ საიტები კორექტულად გაიხსნას, და ასევე უნდა ავუხსნათ რა ენაზე გამოიტანოს არა უნიკოდ მენიუებში აღწერილი ტექსტები. ბევრი ამ პუნქტს ყურადღებას არ აქცევს შემდგომ კი რუსულ საინსტალაციო პაკეტებს შოულობს და წარამარა ჩვენ გვწერს წერილებს, იცით ჩემთან რუსული მენიუების მაგივრად კითხვის ნიშნები ჩანს. ასეთი რამ რომ არ დაგვემართოს ვაკეთებთ შემდეგს.

აღნიშვნის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დაინსტალირდება ახალი ენების მხარდაჭერა (ამ პუნქტის ამორჩევის შემდეგ თქვენი WIndows-ი კორექტულად იმუშავებს უნიკოდ ტექსტებთან და ქართულ ვებ-გვერდებთან). დაეთანხმეთ და დააჭირეთ ძირს ღილაკს Apply, არ დააჭიროთ ღილაკს OK. ამის შემდეგ მოხდება კომპაქტ დისკიდან საჭირო შრიფტების და ფაილების გადმოწერა. ახლა გადავიდეთ ჩანართში Advanced.

აქ ვირჩევთ არაუნიკოდ მენიუების გამოსაჩენ ენას, იმის გამო რომ ზოგიერთს ინგლისურის სუსტი ცოდნის გამო უწევს რუსული პროგრამების ინსტალირება, სასურველია აქ ამოირჩიოთ Russian. დააჭირეთ ღილაკს Apply.

ახლაგა დავდივართ საწყის ჩანართში Regional Options. აქ გვაქვს ორი ჩამოსაშლელი მენიუ, ორივეში შეგიძლიათ ამოირჩიოთ Georgian, ამის შემდეგ მაგალითად საათი და სისტემური კალენდარი ქართულად იმუშავებს, შეგიძლიათ სურათს დააკვირდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გარკვეული შეზღუდული აზროვნება გამოიჩინეს, და Microsoft-ს არასრული ინფორმაცია გაუგზავნეს, ვიღებთ არასასურველ შედეგს. კერძოდ, ქართული რეგიონის ამორჩევისას კი ეთირება ქართული ენით საათი, კალენდარი და ვალუტად ეთითება ლარი, მაგრამ მთელი ციფრების გამყოფ ნიშნად ეთითება მხოლოდ მძიმე, ანუ თუ გინდათ დაწეროთ 10.20 ვერაფრით ვერ დაწერთ წერტილით, მოგიწევთ მძიმით დაწერა, ანუ მიიღებთ 10,20-ს. თუ შეეცდებით წერტილის გამოყენებას ნებისმიერ პროგრამაში მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას. თან ზოგიერთი პროგრამა არ არის ორიენტირებული ქართულ რეგიონზე, ამიტომ თავიდან პრობლემები, რომ ავიცდინოთ მოგიწევთ ზედა მენიუში English (Unites States) ამორჩევა, ხოლო ქვემოთა მენიუში კი Georgia-ს ამორჩევა. აქ მეტი აღარაფერია გასაკეთებელი ამიტომ ვაჭერთ Apply, შემდეგ კი OK.

ვბრუნდებით წინა მენიუში. ახლა აქ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Detals და ამოირჩიოთ ჩატვირთვისას რომელი ენა იყოს ავტომატურად ამორჩეული, დაუკითხავად ინგლისურია ამორჩეული, ისე არც გირჩევთ შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდეთ მაგალითად პაროლის შეყვანისას

ამიტომ თუ ცვლილებას არ აკეთებთ ვაჭერთ ამ ფანჯარაში OK-ს და დაბრუნებულ რეგიონალური თვისებების ფანჯარაში ვაჭერთ ღილაკს Next, ანუ ვაგრძელებთ ინსტალაციას
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

ახალ ფანჯარაში მოითხოვება კომპიუტერის მფლობელის სახელი და ორგანიზაციის სახელი, შეგიძლიათ ორგანიზაციის სახელი არ ჩაწეროთ. დააჭირეთ ღილაკს Next.

შემდეგი ფანჯარა ვიცი რომ ძალიან მოგეწონებათ, აქ უნდა შეიყვანოთ თქვენი Windows-ის CD-Key. იმედია ხელთ ეს ნომერი გაქვთ. სხვათაშორის გაითვალისწინეთ შეიძლება ეს ფანჯარა ვერც დაინახოთ. ეს ხდება მაშინ როდესაც საინსტალაციო პაკეტის პასუხების ფაილში წინასწარ არის მითითებული სერიული ნომერი. თჲ ასეთი წინასწარ გამზადებული პაკეტი არ გაქვთ, მაშინ ნება იბოძეთ ამოიწერეთ ნომერი და ხელით შეიყვანეთ.

შემდეგი ფანჯარა არანაკლებად აქტუალური და საყურადღებოა. აქ გვაქვს ორი რამ გასაკეთებელი. პირველი კომპიუტერს უნდა მივცეთ სახელი (რომლითაც იგი შემდგომში ქსელში გამოჩნდება), მეორე უნდა დავარეგისტრიროთ ძირეული ადმინისტარტორის ექაუნთის პაროლი. ორივე აუცილებელი პუნქტია.

პირველ პუნქტში საყურადღებო შემდეგი რამ არის, აქ საჭირო სახელი არ უნდა ემთხვეოდეს, შემდგომში გასაკეთებელი მომხმარებლის პროფილის სახელს, მაგალითად მე წინა ფანჯარაში გამოვიყენე სახელი Ja_Ja, ანუ Windows XP-ს ეს ვერსია იდეაში ამ მომხმარებელს ეკუთვნის, თუ მე ამჯერად კომპიუტერის სახელშიც გამოვიყენებ სახელს Ja_Ja, შემდეგ ვერ შევქმნი ამავე კომპიუტერზე მომხმარებელს სახელით Ja_Ja. ეს კი ყველა მომხმარებლისთვის მტკივნეული თემაა, ყველას უნდა რომ თავის კომპიუტერზე იყოს ზუსტად მისი სახელი, ამიტომ თუ კომპიუტერის სახელშიც იგივე სახელს გამოვიყენებთ შემდეგ მომხმარებლის შექმნისას ჩიხში აღმოვჩნდებით. მოკლედ აქ რაიმე განსხვავებულის ახალი უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად მე ამოვირჩევ კომპიუტერისთვის შემდეგ სახელს CyberBite.

ქვედა ველში უნდა გავნსაზღვროთ ექაუნთი Administrator-ისთვის საჭირო პაროლი. ეს ექაუნთი ავტომატურად იქმნება. ჩანს მხოლოდ Save Mode რეჟიმში, ან მაშინ როდესაც Wellcome ეკრანის გამოჩენისას დააჭერთ სამ დაწყევლილ კლავიშს Control + ALT + Delete. ამ დროს გამოვა მენიუ სადაც უნდა შეიყვანოთ მომხამრებლის სახელი და პაროლი. მოკლედ თუ ჩვენ ახლა აქ პაროლს არ გავნსაზღვრავთ შემდეგში მებისმიერ მოხაკერო ელემენტს შეეძლება ჩვენს კომპიუტერში ქსელით შემოძრომა, ან ადმინისტრატორის ექაუნთით ჩატვირთვა თან ისე რომ არანაირი პაროლი არ დასჭირდება. გასაგებია რომ ეს უსიამოვნო ფაქტია, ამიტომ ასეთთან საქმე რომ არ გვქონდეს, მოიგონეთ თქვენთვის მარტივი, მაგრამ სხვისთვის ძნელად მისახვედრი პაროლი. როდესაც ამ ორივე პუნქტს დააკმაყოფილებთ და მოგონილ პაროლს მეორე ველშიც დაამოწმებთ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Next
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

შემდეგი ფანჯარა გთხოვთ მიუთითოთ რომელი დროის სარტყელში ცხოვრობთ.  გრინვიჩის მიხედვით ჩვენ განაწილებული ვართ +4 სარტყელში, მაგრამ აქ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება. პირველი რეალუარდ ჩვენი დროის სარტყელი ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა, ისე მანამდეც არაერთხელ შეიცვალა, ხან გადაგვყავდა ზამთრის რეჟიმზე საათები ხან არა. ამჯერად საათები აღარ გადაგვყავს, მაგრამ Windows-ში ჩვენი სარტყელი უკვე გაწერილია. ამოირჩიეთ +4 თუმცა შეგიძლიათ ასევე +3 ამოირჩიოთ, მაგრამ ძირს აღნიშნული პუნქტი აუცილებლად უნდა გამორთოთ, ეს პუნქტი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო სტანდარტის მიხედვით ზაფხულის დროიდან ზამთრის დროზე გადასვლისას თქვენი კომპიუტერის საათის ერთი საათით წინ წაიწევს, ან უკან გადმოიწევს.

როგორც უკვე ვთქვი ჩვენთან დრო აღარ იცვლება, ზამთარ ზაფხულ ერთი გვაქვს ასე რომ ეს პუნქტი გამოთიშეთ. დააჭირეთ ღილაკს Next.

გაგრძელდება ინსტალაცია, ამჯერად მოხდება ქსელის პარამეტრების განსაზღვრა, ჯერ ინსტალერი შეეცდება აღმოაჩინოს და დააყენოს თქვენი ქსელის დაფის დრაივერები, შემდეგ თუ აღმოჩენილი იქნება ქსელის დაფა (მიუხედავად იმისა იქნება მისი მოდელი და დრაივერი შერჩეული თუ არა)  გამოვა მოთხოვნა ამოირჩიოთ ქსელის პარამეტრები და  სამუშაო ჯგუფის სახელი (თუ საერთოდ არა გაქვთ ქსელის დაფა კომპიუტერში მაშინ შეიძება ეს ფანჯარა ვერც კი იხილოთ). დატოვეთ მონიშნული Tipical Settings  დააჭირეთ ღილაკს Next.

შემდეგ გამოვა სამუშაო ჯგუფის სახელის მოთხოვნა, როგორც წესი ნაგულისხმევად გამოვა სახელი Workgroup შეგიძლიათ დატოვოთ ასე, ან თუ იცით თქვენი ქსელის ჯგუფის სახელი ჩაწერეთ იგი და დააჭირეთ ღილაკს Next.

ამჯერად კი მართლაც მოგიწევთ დასვენება, როგორც Microsoft-ი გვთავაზობს დაჯექით სკამზე მოხერხებულად, მოდუნდით, დალიეთ ცივი ან ცხელი ყავა, შეგიძლიათ კონიაკიც მოწრუპოთ, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეთ ჯერ საქმეები კიდევ გვაქვს. მოკლედ ამჯერად ინსტალერი მინიმუმ 15-20 წუთი არ შეგაწუხებთ თუ სუსტი კომპიუტერი გაქვთ შეიძლება მთელი 1 საათიც არ შეგაწუხოთ ყველაფერი თქვენი ჩარების გარეშე გაგრძელდება და საბოლოო გადატვირთვამდე მივა.

ინსტალერის მიერ გამოთვლილი სავარაუდოდ საჭირო დროს კი შეგიძლიათ მარცხენა მხარეს ადევნოთ თვალი. შეგიძლიათ მართლაც მუმიასავით დაჯდეთ და დაელოდოთ მეორედ გადატვირთვას (რაღაცით მეორედ მოსვლას ჰგავს), ან თუ ნორმალური მომხმარებელი ხარ, მაშინ აღდექ შენი სკამიდან და ერთი ორი გაიარ გამოიარე. მოკლედ სკამის ფორმას ნუ მიიღებ.

ჰო მართლა ინსტალაციის ავტომატური რეჟიმის დროს ეკრანი 3-ჯერ ჩაქვრება, არ შეგეშინდეს, ეს ინსტალერმა შენი ვოდეო დაფის აღმოჩენა სცადა. როგორც წესი ახალბედებს აქ ელეთ მელეთი ემართებათ ხოლმე :-). არაფერი საშიში, არ არის, ყველაფერი ნორმაშია.
მოკლედ ყველაფერი თავისით ჩამთავრდება და ზემოთ ნახსენები საშიში მეორედ გადატვირთვაც მოხდება. ნუ გეშიანია შენს დისკზე არსებული მკვდარი ბაიტები იმ ქვეყნიდან არ მოგევლინებიან :-)

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 2316 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024