ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:33
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

ბოლო ეტაპები
გადატვირთვის შემდეგ დაიწყება სრულად დაინსტალირებული Windows-ის ჩატვირთვა, ჩვეულებრივი ჩატვირთვისგან განსხვავებით პირველი ჩატვირთვა მოითხოვს გარკვეული პარამეტრების მითითებას.

ასე მაგალითად პირველი ჩატვირთვისას გამოტანილი იქნება შეტყობინება, რომ თქვენი ვიდეო დაფის რეჟიმი შეიცვალა და გადაყვანილია ეკრანის გარჩევადობა მინიმალურად მისაღებ მნიშვნელობაზე, ანუ ეკრანი ირთვება გარჩევადობით 800x600-ზე. შემდეგ შეგიძლიათ დააინსტალიროთ ვიდეო დაფის დრაივერები და უკეთესი გარჩევადობა ამოირჩიოეთ ახლა კი დაეთანხმეთ გამოსულ ფანჯარას, დააჭირეთ ღილაკს OK.

გამოვა შეტყობინება თუ თქვენს ვიდეო დაფას არ შეუძლია ამ გარჩევადობის აღქმა მაშინ ეკრანი გადავა უფრო დაბალ გარჩევადობაზე. ან დროს მიმდინარეობს 30 წამიანი ათვლა.

როგორც წესი დღევანდელი ყველა ვიდეო დაფა და მონიტორი ამ მინიმალურ გარჩევადობას უძლებს, ასე რომ დაეთანხმეთ შეტყობინებას და დატოვეთ არჩეული გარჩევადობა. თუ ამ დროს  გამოსახულება ვერ დაინახეთ და ეკრანი გაშავდა, მაშინ თქვენი ვიდეო დაფაან მონიტორი ამ გარჩევადობას ვერ აღიქვავს, ამ შემთხვევაში 30 წამიანი ათვლის შემდეგ, WIndows-ი მონიტორის გარჩევადობას შეცვლის უფრო დაბალზე, ანუ 640x480-ზე. იმედია ასეთი კატასტროფა არ დაგჭირდებათ, პირადად არა ერთი ათეული ათასი კოპიუტერის პრაქტიკაში ასეთი რამ არ შემხვედრია. მოკლედ თუ ეკრანი და ვიდეო დაფა ნორმალურია, მაშინ დაინახავთ Windows XP-ს მისასალმებელ ანიმირებულ ფანჯარას, შემდეგ ეს ფანჯარა გაქრება და პირველადი კონფიგურირების ფანჯარას მიიღებთ.

 ამასობაში, თუ თქვენი აუდიო დაფა კორექტულად იქნება ამოცნობილი საკმაოდ სასიამოვნო მომადუნებელ მელოდიასაც მოისმენთ.

სხვათაშორის ამ პირველად ეფექტზე დიდ იმედებს ამყარებს Microsoft-ი, ამჯერად Windows Vista-ს შესავალი მუსიკა იწერება, როგორც წესი ამ მუსიკაზე პროფესიონალური ორკესტრები მუშაობენ, ასე რომ მას დასაწუნებელს ვერაფერს უპოვით და სანერვიულო ინსტალაციის შემდეგ დამამშვიდებლადაც მოქმედებს. აი თუ ხმას ვერ გაიგებთ ესეიგი ყრუმუნჯი აუდიო დაფა გაქვთ, ანუ ინსტალერმა იგი ვერ ამოიცნო და დრაივერები ვერ დააინსტალირა. მოგიწევთ მოგვიანებით დრაივერების ხელით დაინსტალირება. ახლა კი პირველად კონფიგურირებას შევუდგეთ.

პირველ გვერდზე დაინახავთ მოხტუნავე მოცქმუტუნე კითხვის ნიშანს რომელიც ყველანაირად გაწყნარებთ და გეუბნებათ ნუ ნერვიულობ, აქა ვარ და თუ რამეში დაგჭირდება ჩემს ნიშანზე დააჭირე ყველაფერს გეტყვიო :-), სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ იმდენად მარტივი საქმეები გველის რომ მას პრაქტიკულად არ შევაწუხებთ, იხტუნაოს პატარამ ნუ შეაწყვეტინებთ თამაშს და ხტომიალს :-) გაერთოს პაწა. დავაჭირეთ ღილაკს Next.

შემდეგ გვერდზე ვიღებთ  ჩვენი კომპიუტერის დაცვის შემოთავაზებას, Windows XP SP2-ის გამოსვლის შედმეგ ეს პროცედურა აუცილებელი გახდა, სასურველი ამოირჩიოთ Help Protect My PC, ამ დროს ჩაირთვება დაცვის სამსახური და Windows XP-ს ინტეგრირებული Fire Wall-ი, მართალია სუპერ ძლიერი არ არის, მაგრამ მინიმალური ინტერნეტ შეტევებისგან ნამდვილად დაგიცავთ. დააჭირეთ ღილაკს Next.

შემდეგ გვერდზე მოთხოვნილი იქნება ინტერნეტთან დაკავშირება, ონლაინ რეგისტრაცია და საჭირო დრაივერების ავტომატური ჩამოქაჩვა, იმის გამო რომ ქსელის პარამეტრები ჯერ განსაზღვრული არ არის, დრაივერები არ აყენია და ალბათ დიდად არ გახარებთ ონლაინ რეგისტრაციის გავლა ვირჩევთ ძირს არსებულ პუნქტს Skipp. შემდეგ ფანჯარაში გვთავაზობენ რეგისტარცას, აქ ვირჩევთ: NO, Not at this time  და ძირს ვაჭერთ ღილაკს next.

შემდეგ გვერდზე ვარეგისტრირებთ ჩვენი კომპიუტერის მომხმარებლების სახელებს. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი სახელი ისეთივე როგორიც გამოიყენეთ Windows-ის მომხმარებლის სახელშიც, სწორედ აქ ვეღარ ჩაწერდით იგივე სახელს რასაც კომპიუტერის ქსელის სახელში, ამიტომ იყო საჭირო კომპიუტერის სახელი განსხვავებული ყოფილიყო, გახსოვს ალბათ მე ამოვირჩიე CyberBite, მომხმარებლად კი ახლა თამამად ჩემს სახელს ჩავწერ, ანუ Ja_Ja. ჰო მართლა აქ შეგიძლიათ რამდენიმე მომხმარებელი დაარეგისტრიროთ, ოღონდ გაითვალისწინეთ თუ ერთზე მეტი მომხმარებელი იქნება მაშინ Windows-ი თავისით არ ჩაირთვება, Welcome  ეკრანზე გამოტანილი იქნება ყველა რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი. თუ მხოლოდ ერთი მომხმარებელი იქნება სახელები ამოსარჩევი აღარ იქნება, პირდაპირ ჩაიტვირთება ხოლმე Windows XP. დააჭირეთ ღილაკს Next
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

გამოვა ბოლო გვერდი, სადაც წერია: დიდი მადლობა, მადლობა დიდი, და კიდევ ერთი დიდი მადლობა იმისათვის რომ Windows XP-ს იყენებ, ამასობაში გილოცავთ მთელი Microsoft-ის სახელით, რადგან ინსტალაცია წარმატებით იქნა დასრულებული, ვაშაააა!!!!!

სხვა რა გზა გვაქვს დავაჭირეთ საბოლოოდ ღილაკს Next, გამოჩნდება Welcome ეკრანი, გაისმება მელოდიის ხმა (თუ აუდიო დაფა ამოცნობილია), გამზადდება თქვენი პროფილი და შეხვალთ თქვენს ექაუნთში.

პირველად დაგხვდებათ Start მენიუ გახსნილი. დააწკაპუნეთ ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე და მენიუ გაქრება. სამაგიეროდ ამოხტება შეტყობინება, რომ თქვენი ანტივირუსი დაინსტალირებული არა რის, ასევე გამოხტება საათის ადგილზე შეტყობინება: თუ შეიძლება გაეცანით Windows XP TOUR-ს. ეს  ტური ერთხელ მაინც გაუშვით თორემ ყოველი გადატვირთვის შემდეგ ტვინს წაიღებს, გამიშვი, გამიშვიო :-).

მორჩა მეტი აქ აღარაფერია ასახსნელი, ახალი Windows-ი გაქვს, დრაივერებს იმედია დააყენებ, დამატებით პროგრამებსაც, მეტი არც არაფერი იყო აქ სასწავლი. აბა ჰე ახლა წარმატებებს გისურვებ შენი პატარა ციფრული კვიცის მოთვინიერებაში.

ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

დამატება
ჰო მართლა სულ დამავიწყდა ამეხსნა ახალი ვინჩესტერის შემთხვევაში, გამოუყენებელი სივრცე როგორ აღვაქმევინოთ კომპიუტერის D: E: ან სხვა დისკად. ამისათვის შემდეგი პატარა მანიპულაციების გაკეთება მოგვიწევს.

დააჭირე Start-ს და გამოიძახე ბრძანების ხალი RUN. აკრიფე ბრძანება diskmgmt.msc ეს ბრძანება გამოიძახებს შენი ლოკალური დისკების სამართავ პანელს.

დააკვირდი სურათს, აქ ჩანს შენი  ვინჩესტერის განყოფილებები და CD-Rom-ი. აქედან ხდება დისკების მართვა, ფაილური სისტემების შეცვლა, დაყოფა, დისკის სახელების და ალფავიტის ასოების მიკუთვნება. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს C: დისკის გასწვრივ მდებარე 108,27 გიგაბაიტის მოცულობის სივრცე, რომელიც კომპიუტერში არ აღიქმება.

მოდით ამ სივრციდან ჩვენთვის სასურველი დისკი გავაკეთოთ. პირველ რიგში ეს სივრცე ახალ განყოფილებად ანუ Partition-ად უნდა გადავაკონვერტიროთ, ამისათვის ამ ცარიელი სივრცის აღმნიშვნელ ხაზზე თაგვის მარჯვენა წკაპი, ამოირჩიეთ გამოსული მენიუდან New Partition. გამოვა დამხმარე ოსტატი რომელიც დაგეხმარებათ დისკის შექმნაში. დააჭირეთ ღილაკს Next.

ახალ ფანჯარაში აირჩიეთ Extended Partition და დააჭირეთ Next. შემდეგ ფანჯარაში გვთავაზობენ მივუთითოთ რა ზომის განყოფილების შექმნა გვსურს. თუ მხოლოდ Windows იყენებ მაშინ მთლიანი სივრცე გამოიყენე, მაგრამ თუ შენს კომპიუტერზე აპირებ მაგალითად linux-ის ინსტალირებასაც, მაშინ სასურველია მისთვის ცალკე განყოფილება დატოვო, რომ შემდეგ ინსტალაციისას დისკების წაშლა არ დაგჭირდეს.

ამ შემთხვევაში მთლიანი 110870 მეგაბაიტის მაგივრად ამ განყოფილებისთვის გამოვყოთ ვთქვათ 85000 მეგაბაიტი, ანუ სადღაც 25 გიგაბაიტი Linux-ს დავუტოვოთ, თუ საერთოდ არ აპირებ Linux-ის გამოყენებას, მაშინ ტყუილა ადგილს ნუ დახარჯავ. მართალია შეგიძლია ეს სივრცე შემდეგ Windows-ს ცალკე დისკად დაანახო მაგრამ ზედმეტი დანაწევრება საჭირო არ არის. მოკლედ ვთქვათ მთლიანი სივრცე ავირჩიეთ, მაშინ ნურაფერს შეცვლი პირდაპირ Next-ს დააჭირე. შემდეგ ფანჯარაში გამოვა საერთო ინფორმაცია დააჭირე ღილაკს Finish და შეიქმნება Windows-ისთვის გასაგები განყოფილება, ანუ Partition-ი.

ჯერჯერობით გამოუყენებელი განყოფილება გამოჩნდება მწვანე ფერით. ახლა გადაწყვიტე, როგორ გინდა  ეს განყოფილება დაანაწევრო, გინდა ერთი მთლიანი დისკი იყოს თუ გსურს ორ ან მეტ დისკად გატეხვა. მე აქ გავითამაშებ სიტუაციას, ვითომ და ორ ნაწილად მინდა მისი გაყოფა. ანუ მაქვს  C: დისკი და მინდა რომ კიდევ მქონდეს D: და E: დისკი.

ამისათვის მწვანე უბანზე დააჭირე თაგუნიას მარჯვენა წკაპით და გამოსულ კონტექსტრ მენიუში აირჩიე New Logikal Drive. ისევ გამოვა დამხმარე ოსტატი, დააჭირე ღილაკს Next. 

შემდეგ ფანჯარაში მხოლოდ ერთი პუნქტი იქნება გააქტიურებოული Logical Drive, დააჭირე პირდაპირ Next. შემდეგ ფანჯარაში გვეკითხება ოსტატი რა ზომის გვინდა იყოს ახალი დისკი? თუ მას მთლიანად გინდა ადგილი დაუთმო პირდაპირ Next-ს დააჭირე, ხოლო თუ გინდა ნაწილი ადგილი გამოუყო, მაშინ ჩაწერე სასურველი მოცულობა. მე მაგალითად მინდა მთლიანია 110 გიგაბაიტი საშუალოდ შუაზე გავყო, ამიტომ D: დისკისთვის ავირჩევ 55 000-ს. ვაჭერთ Next.

შემდეგ ფანჯარაში შემოთავაზებული იქნება დისკის აღმნიშვნელი ასო. არაფერია თუ სასურველი D: ს მაგივრად რაიმე სხვა იქნება, შემდეგ მათი გადარქმევა შეიძლება.  დააჭირეთ ღილაკს Next.

შემდგომ ფანჯარაში ვირჩევთ ფაილურ სისტემას, ჩემს შემთხვევაში ეს არის NTFS-ი, იმიტომ რომ დისკი 20 გიგაბაიტზე მეტია. გარდა ამისა აღნიშნეთ პუნქტი Perform a quick format, ანუ მოხდეს დისკის ჩქარი ფორმატირება. დააჭირეთ Next-ს და Finish. 

ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

შეიძლება რამდენიმე წამი დაიხარჯოს და საბოლოოდ ჩვენს მწვანე ზოლში ნაწილი ადგილი გამოეყოფა ახალ დისკს. ახალი დისკის ადგილი გამოყოფილი იქნება ლურჯი ზოლით, ხოლო დარჩენილი თავისუფალი ადგილი ისევ მწვანე იქნება. დარჩენილი თავისუფალი ადგილი ისევ შეგიძლიათ დამატებით დისკად აქციოთ ამისათვის გაიმეორეთ ბოლო მოქმედებები. იმედია ამის ხელახალი ახსნა საჭირო არ არის.

ახლა ყურადღება გავამახვილოთ დისკის სახელებზე. ოდითგანვე მივეჩვიეთ ყველანი რომ მყარი დისკის სახელები იწყება ასო C: , შეიძლება რამდენიმე დისკი გვქონდეს, მაშინ მომდევნოს აქვს D: და ასე შემდეგ, ბოლოს როდესაც მყარი დისკის ასოები ყველა განაწილებულია იწყება კომპაქტ დისკის და სხვა მოწყობილობების დასახელება. მაგრამ იმ ინსტალაციის მეთოდის გამო, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ გვაქვს C: დისკი, შემდეგ, CD-ROM_ს აქვს მინიჭებული სახელი D:  და მეორე ლოგიკურ დისკს აქვს სახელი E:. უკვე ვიცი რომ ეს იდეა დიდად არ მოგწონთ. ამიტომ მოდით გამოვასწოროთ. 

ამისათვის ჯერ უნდა გამოვანთავისუფლოთ სახელი D: რომელიც ამჯერად CD-ROM-ს აქვს დაკავებული.  ეს საკმაოდ მარტივია და როდესაც ყველაფერს აგიხსნით თქვენც მიხვდებით რა მარტივ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაშ ასე სახელის შესაცვლელად  იმავე დისკების მართვის ფანჯარაში თაგვის მარჯვენა კლავიშით ვაწკაპუნებთ CD-ROM-ის გამოსახულებაზე, გამოსულ მენიუში აირჩიეთ Change Drive Letter And Paths.

გამოვა კიდევ ერთი ფანჯარა, აქ გვჭირდება ღილაკი Change დააჭირეთ მას. საბოლოოდ გამოსულ ფანჯარაში სადაც წერია ლათინური ასო D ჩამოშალეთ მენიუ და ამოირჩეით რაიმე თავისუფალი ასო, სასურველია ყველანაირად გასცდეთ დაკავებულ ასოებს, ასე მაგალითად მე ამოვირჩიე ასო R. დააჭირეთ ღილაკს OK.

მიიღებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას რომ ახლა შეიცვლება დისკის სახელი და თუ რაიმე რესურსს ან პროგრამას დამაკავშირებელი ჰქონდა ამ გზასთან იგი აღარ იმუშავებს. დაეთანხმეთ, თქვენ საქმის ყურში ხართ.  ასე დაერქმევა დროებით CD-ROM-ს ახალი სახელი. ახლა ჩვენი მომდევნო ნაბიჯი იდეაში ნიშვანს გამონთავისუფლებული ასო D მივანიჭოთ რიგში მეორე დისკს, ანუ ამჯერად E ასოთი დარეგისტრირებულს.  ამისათვის ვიმეორებთ იგივე ოპერაციას, ანუ თაგუნიათი მარჯვენა წკაპი E: დისკზე, ამოირჩიეთ Change Drive Letter And Paths,  გამოსულ ფანჯარაში ამოირჩიეთ Change. საბოლოოდ გამოსულ ფანჯარაში ჩამოშალეთ სახელების მენიუ აირიეთ ახლა უკვე გამონთავისუფლებული ასო D და დააჭირეთ ღილაკს OK. გამოვა ისევ გამაფრთხილებელი შეტყობინება დაეთანხმეთ და აი ახლა უკვე E: დისკს დაექვა D: დისკის სახელი. იგივე ოპერაცია ჩაატარეთ F: დისკზე, მას მიანიჭეთ E: დისკის სახელი.

საბოლოოდ კი მივხედოთ ჩვენს გადარქმეულ CD-ROM-ს. მართალია შეგიძლიათ მას დაუტოვოთ კოლექტივს მოწყვეტილი ასო, მაგრამ უფრო მართებული იქნება თუ მასაც ანბანის მიხედვით შემდეგ სიმბოლოს მივანიჭებთ. რაიმე განსხვავებული გასაკეთებელი არ არის, ისევ CD-ROM-ის დრაივზე მარჯვენა წკაპი და გაიმეორეთ წინა ოპერაციები, ოღონდ ამ ჯერად დრაივს მიანიჭეთ პირველივე გამონთავისუფლებული ასო.

ამით შეიძლება ჩაითვალოს რომ ინსტალაცია დასრულებულია, ახლა თქვენ გჭჳრდებათ დრაივერების დაინსტალირება, სისტემის კონფიგურირება და ოპტიმიზირება, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

კვანძი
მოკლედ სულ ესაა. შეიძლება ბევრისთვის ნამეტანი დაღეჭილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ბევრი ახალი ფაქტი გახდა ცნობილი. თუ გავითვალისწინებ ჩემს პირად პრაქტიკას, იდეაში ეს ახსნა ბევრს უნდა გამოადგეს. შემდეგში შევეცდები იგივე დეტალური აღწერით მოგიყვეთ LINUX-ის ინსტალაციის შესახებ, მანამდე კი გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებულ ინსტალაციას.

Comunication Terminated
აქ კი მე თქვენს საყვარელ საკონტაქტო მარწუხებს ჩავხსნი,  ჩავრთავ ჩემს რეაქტულს სუპერ ძრავას, ნელნელა სიმძლავრეს მოვუმატებ და მოვტყდები შემდეგ კოსმოსურ კომპიუტერულ ხომალდთან. შენ კი დაგტოვებ შენს ახალ, ცინცხალ, ლამაზ და ქათქათა Windows-თან. თუ რამე, კი იცი სადაც შეგიძლია მიპოვო, ოღონდ ბირთულ საწვავს ტყუილა ნუ დამახარჯინებ, ციფრული კოსმოსი დიდია, დახმარება ბევრს უნდა და ყოველ მარტივ პრობლემაზე ციფრული გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორეში ფრენა ცოტა არ იყოს რთულია. ხომ იცი, ჰიპერ ძრავა T14 იშვიათობაა თუ გამიფუჭდა ვაი. რეზერვული ვარიანტი კი მხოლოდ ოტტოს აქვს, ისიც  პლანეტა ტატუინზე, მაგ ციფრულ უცხოპლანეტელს კი რესპუბლიკური დატარიები არ უყვარს.

ჯერ გადავდივართ ჩანართში Languages, აქ აღნიშნეთ პირველი პუნქტი ისევე როგორც სურათზეა ნჩვენები.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 2286 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024