ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:06
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7

Futuremark Suite

ბოლოს ტესტირება ჩატარდა კომპანია Futuremark-ის პოპულარულ ბენჩმარკებში - 3DMark 06-ში, 3DMark Vantage-ში, PCMark 05-სა და PCMark Vantage-ში.
3DMark-ები გამოიყენება მიახლოებითი წარმადობის გასაზომად თამაშებში. PCMark-ი კი 3D-სთან ერთად სხვადასხვა სცენარების სიმულაციას ახდენს და კომპიუტერის წარმადობის საშუალო მაჩვენებელი გამოყავს.
აღსანიშნავია, რომ 3DMark 06 და PCMark 05 გამოშვებულია Windows Vista-ს გამოსვლამდე და მთლად ადექვატურად ვერ ასახავენ (განსაკუთრებით PCMark 05. 3DMark 06-ის ცდომილება მცირეა, იმის გამო, რომ ძირითადად ვიდეო დაფისა და პროცესორის წარმადობაზეა დამოკიდებული და გარე ფაქტორების გავლენას ნაკლებად განიცდის).

3DMark 06

3DMark 06 საკმაოდ პოპულარული ბენჩმარკია. აჩვენებს კომპიუტერის საშუალო წარმადობას თამაშებში. შედეგები მიიღება ქულების სახით.

მართალია ცოტათი, მაგრამ Windows XP ორივე უმცროსმა ძმამ დაჩაგრა. 3DMark 06-ში საერთო ქულა 3 ქვეტესტის ქულით გამოითვლება. ვნახოთ, სად წააგო XP-მ.

მიუხედავად იმისა, რომ Windows XP პროცესორის რესურსებს 3DMark 06-ში უკეთ იყენებს, თითქმის 200 ქულით აგებს Shader Mark 2.0 ტესტში, რაც საბოლოოდ საკმაო გავლენას ახდენს ფინალურ ქულაზე.
ასევე, აღსანიშნავია Windows 7-ის სტაბილური შედეგები 5-ვეჯერ ჩატარებულ ტესტში. მისი შედეგები 14240-სა და 14276-ს შორის ლავირებდა, მაშინ როცა, Vista-სა და XP-ს შედეგებს შორის სხვაობა გაცილებით დიდი იყო.

3DMark Vantage

3DMark 06-ის განახლებული ვერსია, DirectX 10-სა და GPU Accelerated Phisics-ის მხარდაჭერით, 3DMark Vantage შექმინილია მხოლოდ Windows Vista-სა და Windows 7-ისთვის. შესაბამისად, Windows XP ამ ბენჩმარკში ავტომატურად გამოირიცხა.
სისტემები დაიტესტა სტანდარტული პარამეტრებით, Performance რეჟიმში.

ესეც ასე, Vista-მ „მეშვიდეს" აჯობა. 3DMark Vantage-ის საბოლოო ქულა ითვლება ორი ქვეტესტის ქულების მიხედვით. ვნახოთ რომელში დამარცხდა Windows 7.

როგორც ხედავთ, ვიდეო დაფის ტესტებში Windows 7 უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაგრამ 60 ქულით უარესი შედეგის გამო პროცესორის ტესტში, მარცხდება. თუმცა, განსხვავება საკმაოდ მცირეა.

PCMark 05

PCMark 05 საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ბენჩმარკია მთლიანი სისტემის საშუალო წარმადობის გამოსათვლელად. რეალური სიტუაციების სიმულირების საშუალებით, PCMark-ში იტესტება როგორც პროცესორისა და ვიდეო დაფის, ასევე მყარი დისკის შესაძლებლობებიც.

ოპ. სისტემებს შორის სხვაობა აშკარაა. 3DMark-ები მსგავსად, PCMark-ის საბოლოო ქულაც ქვეტესტების მიხედვით გამოითვლება. ქვემოთ წარმოდგენილია სისტემების შედეგები ქვეტესტების ნაწილში:

ქვეტესტების ქულებს განმარტება აღარ სჭირდება. როგორც ხედავთ, Vista და 7 ყველაზე აშკარად აუდიო ფაილების კომპრესირების ტესტში აგებენ. XP-სთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებენ სხვა ქვეტესტებშიც, რაც საბოლოო ქულაზე ახდენს გავლენას.

PCMark Vantage

ჩვენი ბოლო ტესტი PCMark Vantage-ია, PCMark-ების ოჯახის უახლესი და ყველაზე ობიექტური წარმომადგენელი. როგორც Vantage სერიის წარმომადგენელი, არც ის კადრულობს Windows XP-სთან მუშაობას, შესაბამისად, ტესტირება მხოლოდ Windows Vista-სა და Windows 7-ზე ჩატარდა.

PCMark Vantage-ის საბოლოო ქულაში სხვაობა 153 ქულას შეადგენს, რაც ცოტა ნამდვილად არაა. PCMark Vantage-ი საბოლოო ქულის დასადგენად საკმაოდ ბევრ ქვეტესტს იყენებს, აქ მხოლოდ ნაწილის შედეგებს წარმოგიდგენთ: 

დასკვნა

7 წლის წინ, როდესაც კომპიუტერულ სამყაროში ჯერ მხოლოდ ფეხს ვიდგამდი და სამყაროს Windows XP მოევლინა, Windows 98-დან NT-ს, ME-სა და 2000-ის გამოტოვებით, პირდაპირ მასზე გადავბარგდი. ასევე მოვიქეცი 2 წლის წინაც, როდესაც Windows Vista გამოვიდა. უბრალოდ, არაფერი გამომიტოვებია, XP-სა და Vista-ს შორის ხომ სხვა ოპ. სისტემა არ ჩამდგარა? :-)

გავა 1 წელიწადი, მზის სინათლეს Windows 7-ის საბოლოო ვერსია იხილავს და მასზე გადავბარგდები, უპირობოდ. რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სავარაუდო Release Candidate ვერსია Vista-ზე სწრაფია. იმიტომაც, რომ უფრო მოხერხებულ სამუშაო გარემოს მთავაზობს, ახალ ტექნოლოგიებს მპირდება... ჯამში, უკეთესი იქნება და იმიტომ. ამიტომ გადავედი XP-დან Vista-ზე და ამიტომ გადავალ Vista-დან „მეშვიდეზეც."

რაც შეეხება ტესტირებას, ალბათ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მითები Windows XP-ს ან Windows 7-ის ზესისწრაფის და Vista-ს მაჩანჩალობის შესახებ, მხოლოდ სისულელე და „ყურით მოთრეული" ფრაზებია და მეტი არაფერი. ცხადია, ოპერაციული სისტემების წარმადობაში სხვაობა არის, მაგრამ არა რადიკალური. უბრალოდ, ერთი რამ ცხადი გახდა - გჭირდებათ ახალი ტექნოლოგიები და ახალი ტექნოლოგიების მხარდამჭერი და მათზე ოპტიმიზირებული პროგრამები (Adobe Photoshop, DirectX 10…)? ასეთ დროს თქვენი არჩევანი სჯობს ახალ სისტემებზე შეაჩეროთ.

სუსტია თქვენი კომპიუტერი, მაგრამ მაინც ახალი ტექნოლოგიები გწყურიათ? ნუ დააყენებთ მაინცდამაინც Windows Vista-სა და Windows 7-ის Ultimate ვერსიებს. ამ ოპ. სისტემების კიდევ რამდენიმე არსებობს, სპეციალურად სხვადასხვა სეგმენტისთვის. ჯამში, Windows Vista-ს 6 ვერსია არსებობს: Starter, Home Basic, Home Premium, Business, Enterprise და Ultimate. ბევრი მომხმარებლისთვის Home Basic და Home Premium ვერსიები სრულიად საკმარისია და შედარებით უკეთ მუშაობს სუსტ კომპიუტერებზე.

რაც შეეხება Windows 7-ს, Microsoft-ი ირწმუნება, რომ ახალი სისტემა შესანიშნავად იმუშავებს Nettop-ებზეც კი! Windows 7-იც, უფროსი ძმის მსგავსად 6 ვერსიაში გამოვა: Starter, Home Basic, Home Premium, Professional, Enterprise და Ultimate. ასე რომ, თუ თქვენი კომპიუტერი არასაკმარისი სიმძლავრის გამო Windows Vista Home Basic-საც ვერ უმკლავდება სრულყოფილად, თქვენ კი ახალ ოპ. სისტემაში მუშაობა გინდათ, დაელოდეთ Windows 7-ს.

აღსანიშნავია, რომ Windows 7-მა საკმაოდ კომფორტული, სტაბილური და „შეკრული" ოპ. სისტემის შთაბეჭდილება დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ „მეშვიდეს" სრულ ვერსიამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო დარჩა, მისი ძირითად ოპ. სისტემად გამოყენება ყოველდღიური საქმიანობისთვის უკვე საკმაო წარმატებითაა შესაძლებელი. ასე რომ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ გადაიწეროთ 7077 ბილდის Windows 7 და ისიამოვნოთ. ამას განსაკუთრებით გირჩევთ Windows XP-ს მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით არ გადადიან Windows Vista-ზე. დიდი შანსია, Windows 7 იმდენად მოგეწონოთ, რომ დროზე ადრე გადაბარგდეთ მასზე.

ჩვენი ტესტირებაც დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაო შედეგები წარმოგიდგინეთ, იგი სრულყოფილი მაინც არაა და ვერც იქნება. რატომ? უამრავი პროგრამა არსებობს, რომელშიც ტესტირების ჩატარება იყო შესაძლებელი და იმიტომ. გასათვალისწინებელია, ყოველთვის ხელისშემშლელი დროის ფაქტორიც. თუმცა, ალბათ, კმაყოფილი დარჩით ჩატარებული ტესტებით და ზოგადი წარმოდგენაც შეგექმნათ ოპერაციული სისტემების წარმადობის შესახებ.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 1561 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024