პარასკევი, 19.04.2024, 13:56
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

Windows can't open this file

 

Windows can't open this file


არც ისე იშვიათად შეიძლება მოხვდეთ სიტუაციაში, როცა ფაილზე ორჯერ დაკლიკებისას სისტემა გაოცებული სახით (თუ
არც ისე იშვიათად შეიძლება მოხვდეთ სიტუაციაში, როცა ფაილზე ორჯერ დაკლიკებისას სისტემა გაოცებული სახით (თუ ფანჯრით) გეტყვით, ეგეთი არავინ ვიცი და რა პროგრამით უნდა გავხსნაო? რა თქმა უნდა, იქვე გთავაზობთ "ონლაინ დახმარებას" საკითხის მოგვარებაში, რომელიც (ასევე "რაღა თქმა უნდა") არაფრად ვარგა. გასაგებია, რომ წინწასულ მომხმარებლებს ასეთი "პრობლემები" სიცილად არ გყოფნით, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ თქვენი რომელიმე ახალბედა ახლობელი იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა? რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დაგირეკავთ და ცრემლნარევი ხმით შველას გთხოვთ. წამდაუწუმ ასეთ მარტივ ამბებზე თავის შეწუხება არავის გვინდა, ამიტომ საჭიროა ყველაფერი - ამ სიტუაციის ჩათვლით - მაქსიმალურად ავტომატიზირებული გავხადოთ, რათა მეტი დრო დაგვრჩეს საკუთარი გენიალური იდეებისთვის.

Windows File Association Service

ფაქტია, რომ Windows File Association პრაქტიკულად გამოუსადეგარია (რა უნდა ელაპარაკო სერვისს, რომელიც უბრალოდ .ngr და .raw გაფართოებებს ვერ ცნობს?) და ისიც ფაქტია, რომ ხშირად მომხმარებელს ამ სერვისამდე მიღწევაც უჭირს - თითქმის არავინ კითხულობს ინგლისურ ტექსტებს დიალოგურ ფანჯრებში. ამიტომ საჭიროა მოვძებნოთ რაიმე უფრო იოლი და ინტუიტიური ალტერნატივა, დღეს ორიოდე ასეთს განვიხილავთ.

პირველ რიგში ვთქვათ, რომ არსებობს რამოდენიმე კარგი რესურსი, რომლებიც უფასოდ გვთავაზობენ ინფორმაციას ნებისმიერი გაფართოების შესახებ (იხილეთ FileExt, FileInfo, OpenWith), მაგრამ ბევრისთვის იმის ახსნას, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ საიტიდან ინფორმაცია, თუ რომელი პროგრამა ხსნის საჭირო გაფართოების ფაილებს, მოვძებნოთ, ჩამოვტვირთოთ, გავტეხოთ და მოვიხმაროთ ეს პროგრამა, სჯობს, თავად მოაგვაროთ პრობლემა. რაიმე უფრო მარტივია საჭირო.

და აი აქ ვპოულობთ პრობლემის გადაწყვეტას - ეს საიტები გვთავაზობენ თავიანთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მაქსიმალურად უმტკივნეულოს ხდის უცნობი გაფართოების ფაილის გახსნის პროცესს.

პირველი: FileExt Extender - ძალიან პატარა პროგრამა FileExt-ისგან, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს - მისი გაშვების შემდეგ სისტემა უცნობ ფაილებს Windows File Association-ის მაგივრად თავად FileExt-ზე მოძებნის. მეთოდის უზარმაზარი პლიუსია ის, რომ ამიერიდან პრაქტიკულად ნებისმიერ უცნობ გაფართოებაზე შეგეძლებათ ინფორმაციის მიღება და ისიც, რომ არანაირი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა არ ინსტალირდება. ასევე, მისაწვდომია მეორე გამშვები ფაილი, რომელიც სისტემაში პირველი ფაილის მიერ შეტანილ ცვლილებებს უკან დააბრუნებს. თუმცა, როგორც ვთქვით, ახალბედა მომხმარებლები Windows File Association-საც ვერ აგნებენ და ხშირ შემთხვევაში მათთვის ეს ცვლილება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩება. ასე რომ, ეს მეთოდი თქვენთვის და ცოტა წინწასული ახლობლებისთვის დაიტოვეთ და სასწრაფოდ გადადით მეორე მეთოდზე.

FileExt Extender

მეორე: OpenWith.org Desktop Tool -  ძალიან მოსახერხებელი პატარა პროგრამა გახლავთ. მისი დაყენების შემდეგ კონტექსტურ მენიუს თავში ემატება bold შრიფტით ჩაწერილი ტექსტი "OpenWith.org - How do I Open This?", რომლის არ-დანახვასაც ნამდვილად ვერცერთი ახალბედა მოახერხებს. გამოყენება ძალიან მარტივია - ვამარჯვენაკლიკებთ უცნობი გაფართოების ფაილს და შემდეგ აღნიშნულ ჩანართს. გამოვა პატარა ფანჯარა, რომელიც ავტომატურად მოძებნის გაფართოებისთვის შესაბამის პროგრამებს, გამოგიტანთ ორი მათგანის სახელს და ჩამოტვირთვის ბმულსაც კი! რაც ყველაზე საინტერესოა, სიაში ჩნდება მხოლოდ უფასო პროგრამები, ანუ თქვენს ახალბედა ახლობელს არაფრის გატეხვა არ დასჭირდება, უბრალოდ ჩამოტვირთავს პროგრამას, დააყენებს და გაუშვებს პრობლემურ ფაილს.

OpenWith.org Desktop Tool Screenshot

თუმცა მინუსები აქაც გვაქვს, სისტემა ჯერ ახალია და ვერც ისე ბევრ გაფართოებას ცნობს, თუმცა რაც არის, თითქმის ყველა სტანდარტულ სიტუაციაში საკმარისია. ასევე, ხანდახან შემოთავაზებული პროგრამების სია ცოტა არაადეკვატურია (მაგალითად, .png ფაილის გახსნისას პროგრამა გვთავაზობს Paint.Net-ს და OpenOffice.org Suite-ს). ვიმედოვნოთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.

სულ ეს იყო, იმედია, სტატია გამოგადგებათ. წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 1423 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024