| სტატისტიკა |
 |
 |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |  |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 40 ნაჩვენებია მასალა: 21-30 |
გვერდები: « 1 2 3 4 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
- და სადაც სიყვარულია- იქ სიწმინდეა.ღმერთია.
- ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
|
- ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო
როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო
ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი
ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ
დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა
მოგასწროს ამ ტაძართან.
- ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე,
რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ,
ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის
სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ
სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ
ქვეყანაზე.
|
- დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.
- საკუთარი თავის დამცირება ამპარტავნობაზე უარესია.
|
სიბრძნეზე
- ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.
- აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) – შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5
- ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.
- აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) – შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5
|
- მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.
- ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
- სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...
|
- ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...
- „სამოსელი პირველი". რომანი. წ.1. თბ., „ნაკადული", 1975.
- დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
- „სამოსელი პირველი". რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული", 1978.
|
- ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006.
- ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.
ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006.
|
დათა თუთაშხია
- ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
- შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ -
შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ
- შენი ერის!
|
- ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!
- ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
|
|
დედამიწაზე ორი უდიდესი ტირანია: შემთხვევა და დრო.
|
|
|
|