ბიოლოგია (ძვ. ბერძნ. βίος - სიცოცხლე და λόγος - განსჯა, სიტყვა), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა
აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს
ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. ბიოლოგიის კვლევის მთავარი
მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ექსპერიმენტი. ბიოლოგიის მიერ
დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.