შაბათი, 14.06.2025, 07:39
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » მათემატიკა

ტრიგონომეტრია
21.05.2010, 23:16

ტრიგონომეტრია

ტრიგონომეტრია არის ამოცანები, რომლებიც ახლა ტრიგონომეტრიული ფუნქციების მეშვეობით იხსნება, დიდი ხნის წინათ წარმოიშვა. ძველად ასეთი ამოცანების ამოხსნის ცოდნა განსაკუთრებით ასტრონომიისთვის იყო საჭირო. ასტრონომებს აინტერესებდათ თანაფარდობანისფერული სამკუთხედების, ე.ი. ისეთი სამკუთხედების, რომლებიც შედგენილია სფეროზე მდებარე დიდი წრეების რკალებით, გვერდებსა და კუთხეებს შორის.

ტრიგონომეტრიულ ფუნქციატა ახლანდელი ცხრილების ნაცვლადძველი მათემატიკოსები ადგენდნენ მოცემული სიგრძისრკალის მომჭიმავი ქორდების სიგრძეების ცხრილებს. ყველაზე ადრეული ასეთი ცხრილები ბერძენმა მათემატიკოსებმა შეადგინეს ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II საუკუნეებში. ამ ცხრილებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ქორდის სიგრძეების ჩვენამდე მოღწეული ცხრილები შეადგინა ალექსანდრიელმა ასტრონომმა პტოლემეოსმა (II ს. ჩვ. წ. ა.). ისინი შეიცავდნენ წრეწირის ქორდების სიგრძეებს 30’-იანი ბიჯით. ამ ქორდების სიგრძეები ჩაწერილია სამნიშნა მესამოცედი წილადების სახით, ე.ი.

a/60+b/602+a/603

სახით, სადაც a, b და c არის 0-დან 59-მდე მთელი რიცხვები.

Sin, Cos, Tg, Ctg, Sec, Cosec ტრიგონომეტრიული ფუნქციები, როგორც წრეწირში გავლებული მონაკვეთებს შორის სიგრძეების თანაფარდობანი გვხვდება V-X საუკუნეების ინდოელი და არაბი მათემატიკოსების შრომებში ინდოელმა მათემატიკოსმა არიაბხატამ (V საუკუნის დასასრული) იცოდა არა მარტო Sin2a+Cos2a=1, არამედ ნახევარი არგუმენტის სინუსის, კოსინუსის და ტანგესის ფორმულებიც კი, რომლებსაც იგი იყენებდა ამ ფორმულების შესადგენად.

დასავლეთ ევროპაში ეს მიღწევები გააგრძელეს XV-XVI საუკუნის მეცნიერებმა. აქ რიგი შედეგებისა ეკუთვნის ფრანგ მათემატიკოსს ფ. ვიეტს (1540-1603). დიფერენციალური აღნიშვნის წარმოშობასტან დაკავშირებით გამოყვანილ იქნა ტრიგონომეტრიულ ფუნქციათაწარმოებულების ფორმულები. ისინი არსებითად უკვე ცნობილი იყო ი. ნიუტონისათვის. ეს ფორმულები გეომეტრიულად გამოიყვანა კოტესმა (1682-1716). არგუმენტის მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე ცვლილებებისას ტრიგონომეტრიული ფუნქციების ყოფაქცევაზე საკმაოდ ნათელი წარმოდგენები გვხვდება ჯ. უოლისის (1616-1703) შრომებში. მაგრამ საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მათემატიკოსები (ლ. ეილერამდე) არ იჩენდნენ განსაკუთრებულ თანმიმდევრობას და ცალკეულ ამოცანებთან დაკავშირებიშ სხვადასხვანაირად ზღუდავდნენ ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა განსაზღვრის არეს. გარკვეული იყო აგრეთვე რა თმხედველობასი: რიცხვითი არგუმენტის ფუნქცია, თუ მონაკვეთების სიგრძეების კუთხის სიდიდეებთან ან რკალის სიგრძეებთან დამოკიდებულება.

ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა თეორიამ თანამედროვე სახე მხოლოდ ლ. ეილერის შრომებში მიიღო, კერძოდ მის წიგნში : "უსასრულოდ მცირეთა ანალიზის შესავალი" (1748).

კატეგორია: მათემატიკა | დაამატა: carlosi
ნანახია: 2605 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2025