ოთხშაბათი, 15.05.2024, 04:12
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

romi
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (550.5 Kb) ] 26.06.2009, 22:36
რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა -- დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.
ქალაქის ისტორია
ქალაქის ისტორია დაახლოებით 2.800 წელს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ის მართავდა ძველ რომს (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს, იტალიის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკას.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.
დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.


XV საუკუნის რომაული მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული
რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.


იმპერიის დაცემა და შუა საუკუნეები
რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონად წოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს მძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.

რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

17-19 საუკუნეები
მეჩვიდმეტე საუკუნისთვის მოსახლეობა გაიზარდა და 100 000-ს მიაღწია, თუმცა, შიდა კონტრ-რეფორმაციული პროცესების გამო, რომი მომდევნო ასწლეულებშიც ჩამორჩებოდა ევროპის დედაქალაქებს განვითარებით. მეცხრამეტე საუკუნეში რომი იტალიის გაერთიანების პლაცდარმად გადაიქცა. 1871 წელს, როდესაც საფრანგეთის ბატონობა საბოლოოდ დაემხო, რომი სამეფოს ჯარებმა დაიკავეს და ერთიანი იტალიის დედაქალაქდ გამოაცხადეს.

მეოცე საუკუნე

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დამყარებისა და ფაშისტურ გერმანიასთან გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, როდესაც 212 000-იანმა მოსახლეობამ 1 000 000-ს გადააჭარბა, თუმცა, მომდევნო ზრდას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა დაბომბვებითა და ოკუპაციით. მუსოლინის დასჯისა და ომის დასრულების შემდეგ 1946 წლის რეფერენდუმით იტალიამ მონარქიულ წყობას რესპუბლიკური არჩია.
ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ფლაგმანი.

1950-1960-იან წლებში რომი მოდური ქალაქი ხდება, ამ წლებს la dolce vita (ტკბილი ცხოვრება) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იან წლებამდე მოჰყვა, როდესაც ქალაქში 2,800 000 ადამიანი ცხოვრობდა, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან მახლობელ დასახლებებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად "გადაჭედილი" ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.

არქიტექტურა, ქალაქგანლაგება
ძველი რომი
რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა.
შუასაუკენეები
რომის შუასაუკუნეების არქიტექტურა იტალიის ქალაქებში ყველაზე მრავლისმომცველია. პალეოქრისტიანული პედიოდით დათარიღებული Santa Maria Maggiore და San Paolo Fuori le Mura-ის ბაზილიკა, IV საუკუნისაა და მოზაიკით არის მოპირკეთებული. მოგვიანო პერიოდის თვალსაჩინო საფრესკო და მოზაიკური ნამუშევრებია წმინდა მარიამის, წმინდა ქვატრო კარონატის და წმინდა პრესედეს საყდრებში. ახლო-ახლოს მდებარე ძველი ნაგებობები მაღალი კოშკებით გამოირჩევა, ყველაზე ფართო Torre delle Milizie და Torre dei Conti-ია, ორივე რომის ფორუმის გვერდით მდებარეობს.
დემოგრაფია
იმპერატორ ავგუსტინეს დროს რომი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო, და სავარაუდოდ, 19-ე საუკუნემდე აგებული ყველაზე დიდი ქალაქი. სტატისტიკური მონაცემებით, რომის მოსახლეობა ძირითადში, 450 000-დან 3 მლნ-მდე იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, შესაძლოა, 50 000-ზე ნაკლები იყო და და სტაგნაციურ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა რენესანსამდე. როდესაც იტალიის სამეფომ 1870 წელს რომი აიღო, ქალაქის მოსახლეობა 200 000-მდე იყო, მოკლე ხანში კი 600 000 გახდა. ფაშისტური რეჟიმისას მუსოლინი ქალაქის მოსახლეობის ზრდის ხელოვნურად შეკავებას ცდილობდა, თუმცა, 1931 წელს რომი უკვე მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, 50-იან და 60-იან წლებში რომს ემატება ახალი გარეუბნები.
დღეისათვის რომის ოფიციალური მოსახლეობა 2,8 მლნ-მდეა. ქალაქის ურბანულ ფართოზე 5,352 კმ² კი 4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. რომის მოსახლეობის 6,2% იმიგრანტები წარმოადგენენ.
ტრანსპორტი
აეროპორტები
რომს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი ”აეროპორტი დი რომას” კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ.
რომის უძველესი ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენება. აეროპორტი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩიამპინოს უბანშია აგებული.
მესამე, რომიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში განლაგებული ”აეროპორტო დელ ურბე” შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს, ვიდრე აეროპორტისა. აქ ვერტმფრენები და კერძო, მსუბუქი თვითმფრინავებია თავმოყრილი.
მეოთხე, ”აეროპორტო დი ჩენტოჩელეს” საჰაერო კარიბჭე რომის აღმოსავლეთით ააშენეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერმინალებიდან ფრენები არ წარმოებს. აეროპორტი განკუთვნილია კომანდოსების მომსახურებისა და სამხედრო თვალსაზრისით. აეროპორტის დიდი ნაწილის სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყენების გეგმა უკვე შემუშავებულია.
ძველ რომში მოისაზრება ანტიკური ზესახელმწიფო რომის იმპერია, რომლის ისტორია ჯერ იყო იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს ისტორია, შემდეგ კი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იგი იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ, შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს გამოიწვია იმპერიის სრული კრახი.
ძველი რომი არ იყო პირველი იმპერია, მას არაერთი წინამორბედი ჰყავდა. მკვლევარების აზრით რომაელთა კულტურაც არ ყოფილა ორიგინალური, მაგრამ რომაული სახელმწიფო წყობა და სამართალი გამოდგა იმდენად სრულყოფილი, რომ მისი გავლოენა დღევანდელ მსოფლიოზეც ძალიან მნიშვნელოვანია.
რომაული ცივილიზაციის გარეშე წარმოუდგენელია დასავლური ცივილიზაციის განვითარება. ლათინური ენა კი გავრცელდა რომის იმპერიის მთელს ევროპულ ნაწილზე და ჩამოაყალიბა რომანული ენების ოჯახი.
რომანული ენები

რომანული ენები წარმოადგენს ინდოევროპული ენების ერთ-ერთ შტოს. არის 15 რომანული ენა, რომლებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 700 მილიონს შეადგენს.
მოლაპარაკეთა მრავალრიცხოვნების თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემია ესპანური ენა, რომელსაც მშობლიურ ან მეორე ენად 330 მლნ. კაცი მიიჩნევს, პორტუგალიურ ენაზე საუბრობს 175 მლნ., ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს 80 მლნ., ხოლო 265 მლნ. კაცი კი ამ ენას მეორე ენად მიიჩნევს, იტალიურად 62 მლნ., ხოლო რუმინულ ენაზე 28 მილიონი ადამიანი საუბრობს.
სხვა ენათა ჯგუფებისაგან განსხვავებით რომანული ენის წინარე ენა ყველაზე უკეთესადაა დამოწმებული: აქ მხედველობაშია გვიანი ანტიკური ხანის სასაუბრო ლათინური ენა (სახალხო ლათინური, ანუ ვულგარული ლათინური) თვითონ ლათინური ენა კი არაა რომანული ენა, არამედ იგი მიეკუთვნებოდა იტალიკურ ენებს, რომელთაგან დღესდღეობით საკუთრივ ლათინური ენის გარდა ყველა ენათა ისტორიული კვალი გამქრალია.
თანამედროვე სტანდარტიზებული ენები
დღევანდელი რომანული ენები:
ენა გავრცელება მშობლიურ ენაზე მოლაპარაკენი
ესპანური ენა (castellano, español)
ესპანეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა (გარდა ბრაზილიის, გაიანას, სურინამის და ბელიზის), ეკვატორული გვინეა, ფილიპინების ნაწილებში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილები
352.000.000
პორტუგალიური ენა (português)
პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, აღმოსავლეთი ტიმორი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი, მაკაო
216.000.000
ფრანგული ენა (français)
საფრანგეთი, ბელგია (ვალონიის რეგიონი), შვეიცარიის (რომანდია) დასავლეთით მდებარე კანტონები, საფრანგეთის ანტილიის კუნძულები, კანადის კვებეკი, ონტარიოსა და ნოიბრაუნშვაიგი) ნაწილები, აფრიკის საფრანგეთისა და ბელგიის ყოფილი კოლონიები. 77.000.000
იტალიური ენა (italiano)
იტალია, შვეიცარია (ტესინი და სამხრეთი გრაუბუნდენი), სან-მარინო, ვატიკანი, საფრანგეთი (ნიცა), ხორვატია (ისტრია)
70.000.000
რუმინული ენა (ან მოლდავური; română) რუმინეთი, მოლდავეთი, სერბია (ვოივოდინა და ტიმოჩკა კრაინა (Timočka Krajina)) და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი (მათ შორის უკრაინასა და ისრაელში) [1]
28.000.000
კატალანური ენა (català)
კატალონია რუსიონის (სამხრეთი საფრანგეთი) ჩათვლით, ანდორა, ბალეარები, ვალენსია და სარდინია ქალაქი ლ'ალგერი/ალგერო (Alghero)
8.200.000
გალისიური ენა (galego)
გალისია
3.000.000
ოქსიტანური ენა (occitan)
საფრანგეთის სამხრეთული ნაწილის მესამედი, იტალიის განაპირა მხარეები (პიემონტის ალპები), ესპანეთის ვალ დ'არანი (Val d'Aran) კატალონიაში 2.800.000
სარდინიული ენა (sardo)
სარდინია (იტალია)
1.200.000
ფურლანური ენა (furlan)
ფრიული (იტალია)
350.000
ლადინო (ladin)
იტალია (სამხრეთი ტიროლი, ტრენტინო, ვენეცია)
40.000
რეტორომანული ენა (Rumantsch/Romontsch/Rumauntsch) შვეიცარიის კანტონი გრაუბუნდენი
60.000 (მათ შორის გრაუბუნდენში 27.000)
არაგონული ენა (aragonés)
არაგონია (ესპანეთი)
მისი სტატუსი არაა საბოლოდ გარკვეული 12.000

სარდინიული ენა
სარდინიული (ან სარდული ენა, სარდინია) ვერანაირად ვერ ხვდება რომელიმე ქვეჯგუფში. ამ ენას ჯერ არა გააჩნია ნორმა. ყველა სხვა დანარჩენ რომანულ ენებთან შედარებით სისტემური განსხვავებების გამო სარდული ენა აუცილებლად დამოუკიდებელ ენად უნდა ჩაითვალოს.
ბალკანეთის რომანული ენები
ბალკანეთის რომანული ენების ჯგუფიდან ერთადერთი ცოცხალი (და სტანდარტიზებული) ენა არის რუმინული. ამ ენას დაკორუმინულ ენასაც უწოდებენ, მოლდოვის სახელმწიფო ენას კი მოლდავური ჰქვია. რუმინული და მოლდავური ფაქტიურად ერთი ენაა. ბალკანეთის რომანულ ენებს მიეკუთვნება სხვადასხვა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის მცირე ენები:
• არომუნული (აგრთვე მაკედონურრუმინული ენა) ჩრდილოეთი საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი
• ისტრორუმინული იტრიის ჩრდილოთღმოსავლეთით (ხორვატია)
• მეგლენორუმინული საბერძნეთსა და მაკედონიას შორის.
გამქრალი რომანული ენები
სადღეისოდ გამქრალ რომანული ენებად (ანუ Romania submersa) მიიჩნევენ შემდეგ ენებს:
• დალმაციურ ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ ადრიის სანაპიროზე (ველიურის ვარიანტებით (კუნძული კრკი) . (იტალიურად – [Veglia] ველჲა).
• რაგუზულ ენას – ლაპარაკობდნენ დუბროვნიკი მახლობლად (იტალიურად: – [Ragusa] რაგუზა).
• მოსარაბულს (ესპანეთში არაბულ ოკუპაციასა და რეკონკისტას შორის).
• ჩრდილოაფრიკის რომანულს.
• მოზელის რომანულ ენას. (მდინარე მოზელის ხეობაში უნდა არსებულიყო ენობრივ კუნძულის სახით).
რომანული ენების საფუძველზე წარმომდგარი კრეოლური ენები
ბევრი ენათმეცნიერი რომანულ ენებს მიაკუთვნებს ამ ჯგუფის ენების საფუძველზე წარმომდგარ კრეოლურ და პიჯინურ ენებსაც. ეს „ახალრომანული ენები “ (რომანია ნოვა (Romania nova) დაიყოფა ასეთნაირად:
• ლინგვა ფრანკა (პიჯინი)
• ფრანგულზე დაფუძნებული კრეოლური ენები
• ესპანურსა და პორტუგალიურზე დაფუძნებული კრეოლური ენები
იხ. აგრეთვე: კრეოლური ენების სია
რომანულ ფუძეზე შექმნილი ენები
რომანული ენების საფუძველზე განვითარდა სხვადასხვა ე.წ. კონსტუტუირებადი ენები. ინტერლინგვა და ლინგვა ფრანკა ნოვა თითქმის მთლიანად რომანული ენების (ლათინურის) საფუძველზე იქნა შემუშავებული, გარდა ამისა ესპერანტოს სიტყვითი მარაგის ნახევარზე მეტი რომანული წარმოწობისაა.
ენათა შედარება
ქვემორე გრაფიკში რომანული ენების მაგალითზე ნაჩვენებია ამ ენების გრამატიკული და ლექსიკური მსგავსება ლათინური ენის ფონზე. ნიმუშად გამოყენებულია ერთი წინადადება:
კლასიკური ლათინური
Semper fenestra clausa femina cenat.
ვულგარული ლათინური Ea semper fenestram claudit antequam cenet..
ლათინური ენა „რომანული სიტყვაწყობა“ (Illa) claudit semper fenestram ante quam cenat (oder: ante cenam = vor dem Mahl).
არაგონული
Ella tranca (zarra) siempre la finestra antis de zenar.
ასტურიული
Ella pieslla siempre la ventana (feniestra) primero de cenar.
ლომბარდული
(Lé) la sèra sèmper sö la finèstra prima de senà.
კატალანური
Ella tanca sempre la finestra abans de sopar.
ფრანგული
Elle ferme toujours la fenêtre avant de dîner (souper).
გალისიური
Ela pecha sempre a fiestra (xanela) antes de cear.
იტალიური
(Lei) chiude sempre la finestra prima di cenare.
მილანის დიალექტი (Lee) la sara semper su la finestra primma de disnà.
მირანდესული
Eilha cerra siempre la bentana (jinela) atrás de jantar.
ნეაპოლიტანური
Chella sempre chiud' 'a fenesta prima 'e mangià.
ოქსიტანური
Ela barra sempre la fenèstra abans de sopar.
პიემონტური
Chila a sara sèmper la fnestra dnans da fé sin-a.
პორტუგალიური
Ela fecha sempre a janela antes de jantar.
რომაული (ანუ ქალაქ რომის) დიალექტი
(Quella) chiude sempre 'a finestra prima de magnà
რუმინული
Ea închide totdeauna fereastra înainte de cina.
რეტორომანული (რომანჩი)
Ella clauda (serra) adina la fanestra avant ch'ella tschainia.
სარდინიული
Issa semper serrat su balcone antes de chena.
სიცილიური
Idda chjùi sempri a finestra avànti chi mmància.
ესპანური
Ella siempre cierra la ventana antes de cenar (comer).
ვენეტური
Ła sera sempre ła finestra prima de senar.
ვალონური
Ele sere todi li finiesse divant di soper.
ქართული თარგმანი
ის (მდედრი) ხურავს ფანჯარას სანამ შეჭამდეს., ან ის (მდედრი) სანამ ჭამას შეუდგებოდეს, ყოველთვის დახურავს(-ხოლმე) ფანჯარას.

კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 1633 | რამოტვირთვები: 423 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024