სამშაბათი, 19.03.2024, 12:46
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 126
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 12 13 »

ანდაზები:

ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.
აბესალომი და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
ადრე ადგომა მეტი სიცოცხლე არისო
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
ავი კაცი აღდგომასაც ავია
ქართული ანდაზები | ნანახია: 41440 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: BEgo21 | თარიღი: 13.06.2010 | კომენტარი (0)

მედიცინა არის მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
მედიცინა | ნანახია: 2165 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.
ქიმია | ნანახია: 2265 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. მე–20 საუკუნემდე ფიზიკას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შესასწავლი ობიექტების ტიპის მიხედვით ფიზიკა მრავალ დისციპლინად იყოფა. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელთაც გარდაქმნეს თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, ქვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და ა.შ.
ფიზიკა | ნანახია: 3299 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ერთეულს წარმოადგენს. ზოგიერთი ორგანიზმი (მაგ. ბაქტერიები) მთლიანად ერთი უჯრედისაგან შედგება. მათ ერთუჯრედიან ორგანიზმებს უწოდებენ. სხვა ორგანიზმები მრავალი უჯრედისგან შედგება, ისინი მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია.
ბიოლოგია | ნანახია: 5057 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ევოლუცია, საზოგადოდ ნიშნავს ერთიდან მეორის, ახლის განვითარებას. ბიოლოგიაში ევოლუცია აღნიშნავს ცოცხალ არსებათა სახეობების, პოპულაციის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების თანდათანობით, თაობიდან-თაობაში ცვლილებას. ევოლუცია უპირისპირდება რევოლუციას. ევოლუცია ყოველთვის განვითარებისა და გარდაქმნის ხანგრძლივ პროცესს აღნიშნავს, მისთვის არ არის დამახასითებელი საფეხურებრივი წყვეტა და ნახტომი. ევოლუციის პროცესში ყოველი მომდევნო წინამორბედის ლოგიკური შედეგია.
ბიოლოგია | ნანახია: 1487 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ბიოლოგია | ნანახია: 1706 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ბიოლოგია (ძვ. ბერძნ. βίος - სიცოცხლე და λόγος - განსჯა, სიტყვა), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას.
ბიოლოგია | ნანახია: 1763 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანისუ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს. სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს
ასტრონომია | ნანახია: 2054 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერისსატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა. შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი
ასტრონომია | ნანახია: 2293 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: carlosi | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024