ქიმია - ქიმია - მეცნიერება - Каталог файлов - The Best Site Ever
სამშაბათი, 06.12.2016, 14:10
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » ქიმია

ქიმია
21.05.2010, 23:51

ქიმია

ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.

ეტიმოლოგია 

ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა „ქიმია" და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა.

ტერმინები — „ქიმია", „ქიმიკოსი" ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ ევროპულ ენაზე სიტყვა „ქიმიას" იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry — ინგლისურად, Chemie — გერმანულად, chimie — ფრანგულად, chimica — იტალიურად, quimica — ესპანურად და პორტუგალიურად, kemi — შვედურად და დანიურად, და თურქულად — kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე „ქემ" ან „ქიმ", რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ტერმინ „ქიმიის" განსამარტი გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, სიტყვა „ქიმია" თანაჟღერადია რამდენიმე ძვ. ბერძნული სიტყვისა. მაგალითად სიტყვა „ქიმოს"-ის, რომელიც „წვენს" ნიშნავს. ეს სახელწოდება გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომელიც მედიცინასა და ფარმაციას ეხება. „ქიმა" ან „ქიუმა" ძვ. ბერძნულად „დნობას" ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც, რომ „ქიმია" თავდაპირველი მნიშვნელობით „ლითონების გამოდნობის ხელოვნებას" ნიშნავდა. აი, „ქიმევსის"-ი კი „არევას" ნიშნავს, რაც როგორც ყველას მოეხსენება ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ქიმიაში, ასე რომ ეს ძვ. ბერძული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინის პირველწყაროდ.

მრავალი მეცნიერი ცნება „ქიმიის" სამშობლოდ ძვ. ეგვიპტეს ასახელებს. ძველი ეგვიპტელები სიტყვით „ქემა" მდინარე ნილოსის ნაყოფიერ ნაპირებს მოიხსენიებდნენ (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველ ბერძნულ ენაში სიტყვა „ნიადაგი" წარმოითქმის როგორც „გუმუს"). ამ მოსაზრებას ემხრობოდა ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა რომ „ქიმია" იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი „ეგზოტიკური" მოსაზრება, თითქოს „ქიმია" წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან „კიმ", რაც „ოქროს" ნიშნავს.

ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი „ქიმია" იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში.

ქიმიურ მეცნიერებათა სისტემა

ქიმიის დარგები [რედაქტირება]

ანალიზური ქიმია — არაორგანული ქიმია — ორგანული ქიმია — პოლიმერების ქიმია — ფიზიკური ქიმია


მეცნიერებათაშორისი დისციპლინები [რედაქტირება]

აგროქიმია — ატმოსფერული ქიმია — ბიოქიმია — გეოქიმია — ელექტროქიმია — მეტალურგია — ქიმიური ტექნოლოგია — ქიმიური ფიზიკა


ქიმიის ისტორია [რედაქტირება]

ზოგიერთი ქიმიური პროცესი, მაგალითად მადნისაგან ლითონების მიღება, ტანსაცმლის ღებვა, ტყავის გამოყვანა და სხვა, ადამიანის მიერ კულტურული ცხოვრების გარიჟრაჟზე გამოიყენებოდა. მე-3-4 საუკუნეებში ჩაისახა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონების გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად. აღორძინების ეპოქიდან დაწყებული ქიმიურ კვლევებს სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებდნენ პრაქტიკული მიზნებისათვის (მეტალურგია, მინის წარმოება, კერამიკის და საღებავების დამზადება). მე-17 საუკუნის მე-2 ნახევარში რ. ბოილმა პირველმა შემოიღო „ქიმიური ელემენტის" ცნების მეცნიერული განმარტება.

იხ. სრული ტექსტი.


ქიმიის საერთო ცნებები და ტერმინები 

აირები — არაორგანული ნივთიერება — ატომი — ბირთვი — ბმული — ვალენტობა — იონი — კოლოიდები — ლითონები — მარილები — მოლეკულა — მჟავები — ნეიტრონი — ორგანული ნივთიერება — პოლიმერი — პროტონი — ჟანგბადი — რეაქცია — სითხე — ფუძეები — ქიმიური ელემენტი — ქიმიური ნაერთი — ქიმიური ფორმულა — წყალი — ხსნარები


გამოჩენილი ქიმიკოსები [რედაქტირება]

ავოგადრო, ამედეო — ბერთოლე, კლოდ ლუი — ბოილი, რობერტ — დალტონი, ჯონ — ლავუაზიე, ანტუან — ლომონოსოვი, მიხეილ — ლავუაზიე, ანტუან — მენდელეევი, დიმიტრი — პარაცელსი

იხ. სრული ნუსხა.

ქიმიის დაწესებულებები


კატეგორია: ქიმია | დაამატა: carlosi
ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2016