ანდაზები - ქართული ანდაზები - Каталог файлов - G E O R G I A

შაბათი, 25.10.2014, 16:35

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

მთავარი » ფაილები » ქართული ანდაზები

ანდაზები
13.06.2010, 10:44
ანდაზები:

ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.
აბესალომი და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
ადრე ადგომა მეტი სიცოცხლე არისო
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
ავი კაცი აღდგომასაც ავია
ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
ავი შემნახველი ქურდის ამხანაგია
ავი შვილი დედმამის ჭირიაო
ავი ძაღლი არც თითონა სჭამს და არც სხვას აჭმევს.
ავმა რა ქნა - ავის მეტი
ავს ნუ იქ და ავისაგან ნუ გეშინიანო.
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა, თუ კაცი კაცად არ ვარგა, რას არგებს გვარიშვილობა.
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.
ამდენ აღმართს თავდაღმართიც ექნებაო.
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ ვიცი ერთია და ვიცი ათასიო
არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო.
არასოდეს არ გახმება წყალთა შინა ხეთა ძირი, არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურა-ძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს, სამოთხეში შევა ვირი.
არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
არცა ვისი ყმა ვყოფილვარ, არცარავინ ყმათ მყოლია.
ასეთი ხიდი გასდე, შენმა შვილის შვილმა ზედ გაიაროს.
ასი დამკარ, ერთი მათქმევინეო.
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
აფხაზმა თქვა: მეგრელს თუ თოფი მოხვედრია, ჯირკს მოხვედრიაო.
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
აჩქარებით სოფელი არვის მოუჭამიაო, და ვინც რომ აჩქარებულა, მას მალე დაუნანიაო,
აჭარელს ცხენი გადაეჩეხა კლდეზე და უთხრა: სწორედ დაგებიჯებია ფეხი არ გადაიჩეხებოდიო.
ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდება.
ახალი მეგობარი დაიკავე და ძველს ნუ დაივიწყებო.
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბევრის ცემით რკინაც გატყდებაო.
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გამხიარულდი, ბუხარო, გულჩათხრობილი ნუ ხარო.
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაძლევენ – გამოართვი, გცემენ – გაიქეციო.
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გამცემი ღმერთს სძულდა, ეშმაკს უყვარდაო.
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დათვმა თქვა: მე კაცის სიყვარულით ვერა ვძღებოდიო და კაცი ჩემი მტრობითაო.
დათვს თავში სცემდნენ და ამბობდა ეს რა ბრაგა ბრუგი მოდისო.
დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე.
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეშჭამსო.
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ კაცს დიდი ჭკუა აქვსო.
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსა.
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო
ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთგული გული არ გაორგულდება და ორგული არ გაერთგულდება.
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი კაცი იცინოდეს, თავის თავსა დასცინოდეს, ორი კაცი იცინოდეს, ერთმანეთსა დასცინოდეს, სამი კაცი იცინოდეს, დიაღ მოსაწონიაო.
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ნახვა ცნობაა, ორი ნახვა ძმობაა.
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
ერთის წიხლის კვრით ციხე ვერ დაიშლებაო.
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის _ სახრჩობელაო. მტერს ვაი დედა ვაძახებიოთ, ჩვენ კი დელი დელაო!
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.
ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია
ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოსო.
ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო
ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.
ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
ვირისგან წიხლი კი არ მეწყინება, მეტკინებაო.
ვისაც გაჭირვება არ უნახავს მან ლხენა არ იცისო.
ვისაც ვინ უყვარს იმისი ლამაზი ის არის.
ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა
ვისიც ენა ჭარტალიო, იმის სიტყვა მართალიო.
ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
ზარმაც მჭედელს კვირას მოუნდება მჭედლობაო.
ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
ზოგი ჭირი მარგებელიაო.
ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
ზოგჯერ თქმა სჯობს არ თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო
თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო.
თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
თეთრი ძაღლი და შავი ძაღლი ორივე ძაღლიაო.
თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
თვალი უნებურიაო
თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
თუ გული გულობს ქადა ორის ხელით იჭმევაო.
თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
თუ მაწონი ძაღლმა შეჭამა ქოთანი რაღა იქნაო.
თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო
იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
ინდოეთში ვირი კიტრად არისო, მაგრამ იქ მისვლა აქლემის ფასზედ ბევრი ჯდებაო.
ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
კაისათვის კაი ვის უქნია
კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო
კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო
კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
კაცი ისე არსად არ იცნობება, როგორც მგზავრობაში.
კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
კაცმა იმისთანა ლუკმა არ უნდა გადაყლაპო რომ ვერ მოინელო.
კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
კვიცი გვარზე ხტისო
კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება.
კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა.
ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
ლობიო თქვა მთიულმა და ყბა ამოუვარდა, ყველი თქვა და ისევ გაუსწორდა.
ლუკმა გავარდესო ჯამში ჩავარდესო.
ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო
მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
მგზავრის დგომა - ცდომააო
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა - ტყეში გამიშვითო
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება
მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო
მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
მეზობელს ხარი უქადნე და ღმერთი შენ მოგცემსო.
მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
მზეს ვინც ტალახს ესვრის, მზეს ვერ მიუწევს, მასვე თავს დაეცემა.
მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
მოთმინება - სამოთხის გასაღებია
მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
მომრევის მომრევი არ დაილევაო
მოჩქარეს მოუგვიანდესო
მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
მტერს გობით უბოძე და მოყვარეს კოვზით.
მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო
მჯობს მჯობი არ დაელევაო
ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
ნაყიდს გემო არა აქვსო
ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
ნეტავი ასი დამკრან და ერთი მართალი მათქმევინონ.
ნეტარ არს კაცი ნაშრომის თვისის ნაყოფი სჭამოს.
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
ნუ დაჰკარგავ ძველსა რჯულსა, ნურცა ძველსა მეგობარსაო.
ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო
ობლის მამა ღმერთიაო!
ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
ორი კაცი ერთ კაცზედ ლაშქარია.
ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო
პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
პატარა ტოროლა დიდ ტოროლას ატყუებდაო.
პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
პატრონმა როგორც გითხრას, ვირი ისე დააბიო.
პირველი ბედი ბედია, მეორე მოგონილია.
პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
პირმა შენმა გამოგაჩინოსო.
პირში მაქებელი, ეშმაკის მოციქულია.
პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო
ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
რასაც დასთეს იმას მოიმკიო.
რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
რასაც კაცი თავის თავს უზამს, ვერა მტერი უზამს.
რაც არ გერგება, არ შეგერგება
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
რეგვენს ნაჩუქარი მუქთი ეგონაო.
რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო.
როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარია.
როცა თონე გაგრილდება, პურს ვეღარ აცხობსო.
სადაც არ იყოს ცოტა კმარიყოს.
სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
სადაც იყოს ბედი შენი, მიგიყვანოს ბედმა შენმაო.
სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
სადაც წახვიდე იქაური ქუდი დაიხურეო.
სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
საიდან სადაო წმინდაო საბაო.
სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინება.
სამი დაკვრით გველი არ მოკვდებაო.
სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო
სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.
საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
საქონელს თვალი სჭამსო
საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
საშოვარი ნუ გშურს, ამხანაგი ნუ გძულს.
საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
სირცხვილი - სიკვდილიაო
სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
სიცილს ტირილი მოსდევს და ბევრჯერ სიცილი ტირილად გარდაიქცევაო.
სიცოცხლეში რომ იყო ნაძრახად, მას სჯობს სიკვდილი სახელოვანი.
სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყვინავს
სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
სხვა სხვისა ომში გმირია
სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
სხვისი ლუკმა გემრიელია
სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
ტირილით ვეღარავის უპოვნია სიცილით დაკარგული.
ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
უბედურს ადამიანს ქვა აღმართში მოეწევა.
უგუნურ მეგობარს, გონიერი მტერი სჯობიაო.
უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
უსაქმო კაცისათვის მუდამ უქმეაო.
უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა
უღვთოთ ხეს ფურცელი არ გავარდებაო.
ფათერაკს თვალი არ უჩანს
ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
ფერი ფერსა მადლი ღმერთსა.
ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
ფონი გასავალს დალოცე
ფული პატარა ღმერთიაო
ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
ქათამმა სჩხრიკა, სჩხრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკა.
ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
ქალი იჯდეს, ბედს ელოდეს; ვაჯი იჯდეს, ბერდებოდეს.
ქალი მორცხვი, ვაჯი ხასი, ქვეყნის ფასი.
ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო.
ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
ქვევრს რასც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო.
ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
ქვეყანა ჩალით დახურული როდია
ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
ქუდი დადე და სამართალი ისე ქენიო.
ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
ქურდი კაცი არ მიიღებს საუკუნო ცხოვრებას.
ქურდი ფიცზედ მზა არის.
ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
ქურდს ქუდი ეწვისო
ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი
ღამის ქურდს დღისით დაიჭერენ.
ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლია.
ღარიბის ლუკმა ტკბილია
ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა
ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
ღვინო უფროსსა, წყალი უმცროსსა.
ღვინომ თქვა: უცეცხლოდ წამოვდუღდები, ჭკვინსა კაცთან ბრძენი ვარ, გიჟ-კაცთან წამოვფრინდებიო.
ღმერთი ვისაც მისცემს, ორის ხელით მისცემს; ვისაც წაართმევს, ორივს კიდევ ხელით წაართმევს.
ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო
ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
ყველა გლახას დიდი გული აქვს
ყველა დაბალ ღობეზე გადადის
ყველა თავის ბედის მკვერავია
ყველა კაცი სიკვდილის შვილია
ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი ზეცაშიო.
ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
ყველი და პური – კეთილი გულიო.
ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
ყმაწვილის ენა დედას ესმის.
ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო
შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო
შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო
შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო
შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო
შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა
შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია
შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი
შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს
შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო
შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება
შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება
შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო
შეჩვეული ჭირი სჯობია, შეუჩვეველ ლხინსაო.
შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო
შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე
შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა.
შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა
შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის
შვილს ვინც გიქებს - მტერია, ვინც გიძაგებს – შენია.
შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო
შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო
შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.
შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო.
შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო
შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო
ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ
ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
ცას არავინ შეაბერდება
ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
ცდა ბედის მონახევრეაო.
ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
ცეცხლი თივაში არ დაიმალება.
ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
ცვილი რკინად არ გამოდნების
ცისარტყელას დარი მოსდევსო
ციხე შიგნიდან გატყდებაო
ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი
ცოდო კაცს არ დააყენებს
ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო
ცრუ მოლაპარაკეს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.
ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან
ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა
ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო
ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო
ძალა აღმართსა ხნავს
ძალა ერთობაშია
ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
ძაღლი დაიმახსოვრებს, ვინც აჭმევს.
ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო
ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო.
ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს
ძაღლი ხსენებაზედაო
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო
ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია
ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
ძმა ძმისთვისაო, შავ დღისთვისაო
წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
წინ მავალი უკან დარჩებაო
წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო
წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
წყალი პირველად პატარასაო
წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
წყალი სათავით მონახე
წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო
ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია
ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო
ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო
ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
ჭორი თუ არ არისო, შორი კი არ არისო.
ჭორი თქვი და მეჭორე ხელში დაიჭირე.
ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი
ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო
ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
ხე ნაყოფით იცნობება
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება
ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
ხუმრობაში კაცი მოკლესო
ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
ჯერ თავო და თავო, მერე
კატეგორია: ქართული ანდაზები | დაამატა: BEgo21
ნანახია: 3959 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.4/15
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои файлы [42]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სურათის ატვირთვა


YOUTUBE-დან და METACAFE-

-დან ვიდეოს გადმოწერა

უპროგრამოდ

მიმოხილვა
სიმღერები
საქართველოს ეროვნული ჰიმნი
საათი
შესვლის ფორმა
ძებნა
ვალუტის კურსი
ამინდი
საჭირო პროგრამები
firefoxFirefox
2

3 4 operaOpera 10
5

6 7 download masterICQ 6.5
8

9 10 miranda imAIMP
11

12 13 utorrentWinRar
14

15 16 neroInternet Explorer
17

18 19 winampACDSee
20

21 22 winampKaspersky 2010
23

24 25 winampNOD32
26

ჩვენი გამოკითხვა
მსოფლიოში საუკეთესო კლუბია
სულ პასუხი: 794
მინი-ჩეთი
200
მთვლელი
სტატისტიკა
widgeo.net
ფორუმი