პარასკევი, 26.04.2024, 16:27
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » ბიოლოგია

უჯრედი
21.05.2010, 23:46

უჯრედი

უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ერთეულს წარმოადგენს. ზოგიერთი ორგანიზმი (მაგ. ბაქტერიები) მთლიანად ერთი უჯრედისაგან შედგება. მათ ერთუჯრედიან ორგანიზმებს უწოდებენ. სხვა ორგანიზმები მრავალი უჯრედისგან შედგება, ისინი მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია.

ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონი (1014) უჯრედია. ტიპიური უჯრედის ზომა დაახლოებით 10 მიკრონი (µm), მასა კი 1 ნანოგრამია. ყველაზე დიდი ზომის უჯრედს სირაქლემას კვერცხი წარმოადგენს.

უჯრედები კულტურაში, შეღებილია კერატინი (წითელი) და დნმ (მწვანე)

უჯრედული თეორია 1839 წელს შლეიდენმა და შვანმა ჩამოაყალიბეს. მისი მიხედვით ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება და მისი ცხოვრებისეული პროცესები უჯრედებში ან უჯრედების საშუალებით ხორციელდება. ყველა უჯრედი უჯრედისგან ვითარდება და ყველა უჯრედი შეიცავს მემკვიდრეობით ინფორმაციას მისი ფუნქციების რეგულირებისათვის და უჯრედების შემდეგი თაობისათვის გადასაცემად.

უჯრედის თვისებები 

ყოველ უჯრედს აქვს თვითშენარჩუნების უნარი. ამისათვის იგი იღებს გარემოდან საკვებ ნივთიერებებს, ენერგიას, ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს, მრავლდება. თითოეულ უჯრედს გააჩნია "ინსტრუქციათა სრული კრებული" ყველა ამ მოქმედების შესასრულებლად.

უჯრედის ზოგადი თვისებებია:[1]

  • გამრავლება გაყოფის საშუალებით;
  • დნმ–ის გენებში კოდირებული ფერმენტებისა და სხვა ცილების წარმოქმნა რიბოსომების და საინფორმაციო რნმ–ის საშუალებით;
  • მეტაბოლიზმი, რომელიც მოიცავს ნედლეულის შეთვისებას, მის გარდაქმნას ენერგიად და საჭირო მოლეკულებად, უჯრედის კომპონენტების აგებას, ნარჩენი მასალის გამოყოფას. უჯრედის ფუნქციონირება ორგანულ მოლეკულებში აკუმულირებული ქიმიური ენერგიის გამოთავისუფლებისა და გამოყენების უნარზეა დამოკიდებული.
  • რეაგირება გარე და შიდა სტიმულატორებზე, როგორიცაა ტემპერატურის, pH, ან საკვების რაოდენობის ცვლილება.

უჯრედის შიგთავსი ორმაგი ლიპიდური ფენის შემცველ მემბრანაში არის მოქცეული. გარდა ამისა, ეუკარიოტულ უჯრედებს შიდა სივრცეც მემბრანებით აქვთ დაყოფილი, რაც უჯრედის შიგნით ნივთიერებათა მოძრაობის რეგულირების საშუალებას იძლევა.

უჯრედის ტიპები

ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედის შედარება

უჯრედის ორი ტიპი არსებობს: პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები. პროკარიოტული უჯრედები ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი როგორც წესი ეუკარიოტული უჯრედებისგან შედგება.

პროკარიოტული უჯრედი

პროკარიოტები ეუკარიოტებისაგან უჯრედის ბირთვის აგებულებით განსხვავდებიან. კერძოდ, მათ ბირთვის მემბრანა არ გააჩნიათ. პროკარიოტებს აგრეთვე არ გააჩნიათ ეუკარიოტებისათვის დამახასიათებელი უჯრედის ორგანელები და სტრუქტურები (გარდა რიბოსომებისა). უჯრედის ისეთი ორგანელების ფუნქცია, როგორიცაა მიტოქონდრია, ქლოროპლასტები და გოლჯის აპარატი პლაზმურ (გარე) მემბრანას აკისრია.

უმეტეს პროკარიოტებს პლაზმური მემბრანის გარდა აქვთ აგრეთვე უჯრედის კედელი (გამონაკლისებია მიკოპლაზმა და თერმოპლაზმა). ბაქტერიებში უჯრედის კედელი პეპტიდოგლიკანისგან შედგება. იგი გარე ზემოქმედებისგან დამცავ დამატებით ბარიერს წარმოადგენს. კედელი უჯრედს აგრეთვე ჰიპოტონურ გარემოში ოსმოსური წნევის ზემოქმედების გამო "გასკდომისგან" (ციტოლიზი) იცავს . უჯრედის კედელი ზოგიერთ ეუკარიოტებსაც აქვთ, მაგალითად სოკოებს, მაგრამ მისი შემადგენლობა განსხვავდება.

პროკარიოტული ქრომოსომა როგორც წესი წრიული მოლეკულაა (გამონაკლისია ბაქტერია Borrelia burgdorferi). მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ბირთვი (ნუკლეუსი) პროკარიოტს არ გააჩნია, დნმ შემკვრივებულია და ნუკლეოიდს წარმოქმნის. პროკარიოტული უჯრედი დნმ–ის მხოლოდ ერთ ასლს შეიცავს, ანუ იგი ჰაპლოიდური ორგანიზმია.

პროკარიოტებს შეიძლება გააჩნდეთ ექსტრაქრომოსომული დნმ პლაზმიდის სახით, რომელიც ჩვეულებრივ აგრეთვე წრიულია. პლაზმიდები შეიძლება ატარებდნენ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა მაგალითად ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა.

ეუკარიოტული უჯრედი 


ეუკარიოტული უჯრედი პროკარიოტულზე ზომით 10–ჯერ დიდია, მოცულობით კი 1000–ჯერ. ძირითადი განსხვავება ეუკარიოტებსა და პროკარიოტებს შორის იმაშია, რომ ეუკარიოტული უჯრედები მემბრანით გარშემორტყმულ კომპარტმენტებს შეიცავენ, რომელშიც სხვადასხვა მეტაბოლური რეაქციები მიმდინარეობს. ამ კომპარტმენტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია უჯრედის ბირთვი (ნუკლეუსი), რომელშიც უჯრედის დნმ–ია მოთავსებული.

ეუკარიოტულ ბირთვში მოთავსებული დნმ ერთ ან რამოდენიმე წრფივ მოლეკულას (ქრომოსომას) წარმოადგენს, რომელიც ჰისტონებზე არის მჭიდროდ დახვეული. დნმ–ს ზოგიერთი სხვა ორგანელაც შეიცავს.

უჯრედის შემადგენელი ნაწილები

ყველა უჯრედს გააჩნია მემბრანა, რომელიც გამოჰყოფს უჯრედის შიგთავსს გარე სამყაროსგან. გარდა ამისა მემბრანა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას გარემოსა და უჯრედს შორის. მემბრანა აგრეთვე უზრუნველყოფს უჯრედის ელექტრული პოტენციალის შენარჩუნებას.

უჯრედის შიგთავსი ამოვსებულია სითხით, ციტოპლაზმით. უჯრედის ფორმის შენარჩუნებას, ორგანელების ადგილზე დამაგრებას, უჯრედის ნაწილების მოძრაობას (ენდოციტოზი, ციტოკინეზი) ციტოპლაზმური ჩონჩხი უზრუნველყოფს.

უჯრედი შეიცავს სხვადასხვა ფუნქციის მატარებელ ორგანელებს: უჯრედის ბირთვი ქრომოსომების ადგილსამყოფელია; მიტოქონდრია და ქლოროპლასტები უჯრედის "ელექტროსადგურებია"; ენდოპლაზმური ბადე სინთეზირებული ნივთიერებების სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს;რიბოსომები ცილების სინთეზის დანადგარებია; ფერმენტები, რომლებიც ციტოპლაზმისათვის საშიშია სპეციალურ ლიზოსომებში ინახება; ვაკუოლები უჯრედის საწყობებია. მათში ინახება საკვები, წყალი, ნარჩენები.

ყველა უჯრედში არის მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ). უჯრედი შეიცავს აგრეთვე რიბოქსინუკლეინის მჟავებს (რნმ), რომლებიც ფერმენტების და სხვა ცილების სინთეზს უზრუნველყოფენ.

უჯრედი შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან.მასში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ჟანგბადი-70%,შემდეგ მოდის ნახშირბადი-16%,შემდეგ წყალბადი-9%, აზოტი-2.5%, კალციუმი-1%,ფოსფორი-0.5%,კალიუმი-0.3%, იოდი-0.000001% და ა.შ.

უჯრედის ფუნქციები 

მეტაბოლიზმი 


მეტაბოლიზმი არის უჯრედის მიერ საკვების გადამუშავების პროცესი, რომლის შედეგად უჯრედისათვის საჭირო ნივთიერებები და ენერგია წარმოიქმნება. მეტაბოლიზმის ორ ნაწილს გამოჰყოფენ: კატაბოლიზმი არის ნივთიერებათა დაშლა მათგან ენერგიის მიღების მიზნით, ანაბოლიზმი კი საწინააღმდეგო პროცესია, როცა ენერგია ახალი ნივთიერებების სინთეზისთვის გამოიყენება.

რთული ნივთიერებების დაშლისას ენერგიის მისაღებად უჯრედში ორი განსხვავებული პროცესი გამოიყენება: გლიკოლიზი და ლიმონმჟავას ციკლი. გლიკოლიზი ნივთიერების უჟანგბადოდ დაშლის (ანუ ანაერობული) პროცესია, ლიმონმჟავას ციკლს კი ჟანგბადი ესაჭიროება. ლიმონმჟავას ციკლი მიტოქონდრიაში მიმდინარეობს. იგი გლიკოლიზზე გაცილებით უფრო ეფექტურია.

ცილის სინთეზი 


ცილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედის მიერ მისი ფუნქციების შესრულებაში. ცილებს უჯრედები თავად აწარმოებენ, ამინომჟავებისაგან. ცილების სინთეზი დნმ–ში კოდირებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. პროცესი ორ სტადიას მოიცავს: ტრანსკრიპციას და ტრანსლაციას.

ტრანსკრიპციის დროს უჯრედის ბირთვში ხდება დნმ–ის გარკვეული მონაკვეთის (გენის)საფუძველზე მისი კომპლემენტარული რნმ მოლეკულის სინთეზი. ამ რნმ–ს საინფორმაციო (ი–რნმ) ეწოდება. იგი შედარებით მცირე მოლეკულაა, რომელსაც (დნმ–ისგან განსხვავებით) შეუძლია ბირთვის მემბრანის გადალახვა და ციტოპლაზმაშირიბოსომებს რომლებიც ი–რნმ–ში ნუკლეინის მჟავების თანმიმდევრობას ამინომჟავების შესაბამის თანმიმდევრობაში "გადათარგმნიან" და შესაბამის ცილას წარმოქმნიან. ამ უკანასკნელ პროცესს ტრანსლაცია ეწოდება. მასში კიდევ ერთი ტიპის რნმ–ები, ე.წ. სატრანსპორტო რნმ–ები (ტ–რნმ) იღებენ მონაწილეობას. მოხვედრა. აქ იგი უკავშირდება

უჯრედის გამრავლება 


უჯრედები ორად გაყოფით მრავლდება. უჯრედის მარტივ გაყოფას (მიტოზს) წინ უსწრებს მისი გენომის რეპლიკაცია (გაორმაგება) და გაყოფა. ამის შემდეგ იყოფა ციტოპლაზმაც.

არსებობს უჯრედების გაყოფის უფრო რთული მექანიზმიც, რომელიც ორგანიზმების სქესობრივი გამრავლებისასდიპლოიდური უჯრედის გენომი ორმაგდება, შემდეგ კი ოთხ თანაბარ ჰაპლოიდურმეიოზის) შედეგად წარმოქმნილი უჯრედები გამეტებს წარმოადგენენ. წყვილი გამეტის შერწყმით კი კვლავ დიპლოიდური უჯრედი (ზიგოტა) წარმოიქმნება. გამოიყენება. ამ შემთხვევაში გენომად იყოფა. ასეთი გაყოფის (

პერიოდს უჯრედის წარმოქმნიდან მის გაყოფამდე უჯრედის სასიცოცხლო ციკლი ეწოდება, მიტოზებს შორის პერიოდს კი _ ინტერფაზა.

უჯრედების წარმოშობა 

თანამედროვე ევოლუციური თეორიის მიხედვით ბუნებრივი გადარჩევა გენებს შორის ხდება, უჯრედი კი მხოლოდ მათი დამცავი გარსია. ასეთი გარსით დაცული დნმ–ის ჯაჭვები დაუცველებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან. სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო უჯრედების განვითარებისა და გართულების მამოძრავებელი ძალა.

რაც შეეხება იმას, შესაძლებელი იყო თუ არა უჯრედის მსგავსი გარსი დნმ–ის (ან რნმ–ის) გარშემო სპონტანურად წარმოქმნილიყო, ლაბორატორიულად ნაჩვენებია, რომ ამინომჟავებისა და ფოსფორმჟავის ნარევის გათბობისას მართლაც წარმოიქმნება ცილოვანი მოლეკულები, რომლებიც უჯრედის მსგავს სფეროებად ჯგუფდება. ამ წარმონაქმნებს უჯრედის მემბრანის ძირითადი თვისებები გააჩნიათ. სავარაუდოდ, პირველი უჯრედები დედამიწაზე სწორედ ასეთი, ცილოვანი გლობულები იყო, რომელიც რნმ–ის მოლეკულის გარშემო იყვნენ შეჯგუფებული. ითვლება, რომ მემბრანა უჯრედმა შემდგომ შეიძინა, როგორც კიდევ ერთი უპირატესი თვისება დნმ–ის დასაცავად.

ეუკარიოტული უჯრედის წარმოშობა

დღეს გავრცელებული თეორიით, ეუკარიოტული უჯრედი პროკარიოტული უჯრედების სიმბიოზის შედეგად წარმოიშვა. თითქმის უეჭველია, რომ დნმ–ის შემცველი ორგანელები, როგორიცაა მიტოქონდრია და ქლოროპლასტი, არქაული პროკარიოტული უჯრედისა და შესაბამისად ჟანგბადით მსუნთქავი ბაქტერიის და ციანობაქტერიის თანაცხოვრების შედეგად წარმოიქმნა.

ისტორია 

კატეგორია: ბიოლოგია | დაამატა: carlosi
ნანახია: 5108 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024