პარასკევი, 26.04.2024, 19:22
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

rioni
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (68.5 Kb) ] 26.06.2009, 22:38
რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. ძველად ცნობილი იყო „ფაზისის“ სახელით. პირველად მოხსენიებულია ჰესიოდეს „თეოგონიაში“, შემდეგ აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“, ვერგილიუსის „გეორგიკაში“ და ანტიკური სამყაროს სხვა ცნობილ ავტორებთან.
სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთებზე მყინვარებიდან. ზემოწელში მიედინება ვიწრო ღრმა ხეობაში, ლეჩხუმისა და რაჭის ქედებს შორის — ვრცელ დაბლობზე, შემდეგ ისევ ვიწრო ხეობაში, ქუთაისის ქვემოთ გადის კოლხეთის დაბლობზე, სადაც იყოფა ტოტებად. რიონის კალაპოტი ოდნავ შემაღლებულია მიმდებარე დაბლობთან და მნიშვნელოვნად მიხვეულ-მოხვეული, შავ ზღვასთან შერთვისას ქმნის დელტას. რიონის სიგრძე 327 კმ-ია, აუზის ფართობი — 13400 კვ.კმ, წყლის ხარჯი შესართავთან — 405 კუბ.მ/წმ. წყლის ძირითადი ნაკადი (90%) შავ ზღვაში ჩაედინება არხის მეშვეობით, რომელიც აშენდა 1939 წელს ქალაქ ფოთის წყალდიდობებისაგნ დასაცავად. მდინარის კვება შერეულია: ძირითადად საზრდოობს წვიმებით, ზემოწელში — მყინვარის წყლებით.
რიონზე აგებულია გუმათის და რიონის ჰესები, სანაოსნოა შესართავიდან 95 კმ-ზე, გამოიყენება სარწყავად. რიონის ხეობის გასწვრივ ზემოწელში გადის ოსეთის სამხედრო გზა. მდინარე რიონზე მდებარეობს ქალაქები: ონი, ქუთაისი, ფოთი, ამბროლაური.
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 1329 | რამოტვირთვები: 155 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024