სამშაბათი, 14.05.2024, 23:33
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

alazani
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (110.0 Kb) ] 26.06.2009, 22:39
ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონია. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა). ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 1262 | რამოტვირთვები: 211 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024