სამშაბათი, 14.05.2024, 02:18
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

islami
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (77.0 Kb) ] 26.06.2009, 22:50
ისლამი (არაბ. الإسلام islām "ერთგულება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.
მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში
არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ყააბა. ყააბაში იყო შავი ქვა, რომელიც გადმოცემით ზეციდან მოევლინათ (მეცნიერთა მოსაზრებით - მეტეორი). არაბები მექაში ჩადიოდნენ არა მარტო სავაჭროდ, არამედ ყააბაში სალოცავად და შავი ქვისათვის თაყვანის საცემად. მექაში აღმართული იყო აგრეთვე რამდენიმე ასეული კერპი. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ზოგიერთ ქვას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ, რადგან მათ სულების სახლად მიიჩნევდნენ. ასეთ ქვებს შორის გაღმერთებული ჰყავდათ დიდი შავი ქვა-მეტეორი. ამ ქვის შესანახად მექაში აშენდა კუბის ფორმის სასახლე. თაყვანისცემის ამ ადგილს ეწოდა ყააბა.
ვინ იყო მუჰამედი?
მუჰამედი (მაჰმადი, არაბულად: მუჰ(ხ)ამმად) იყო პირობნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშვილების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის - ალაჰის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა, და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ალაჰის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა (ხალიფატი), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ. ისლამის მამამთავარმა და მოქადაგემ ბევრი რამ აიღო იუდაიზმისა და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს (ნოჰ), აბრაამს (იბრაჰიმ), იაკობს (იუყუბ), ისააკს, მოსეს (მუსა), დავით მეფეს (დაუდ) და სოლომონ მეფეს (სულეიმან), წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც მთლიანად შედგება მუჰამედის ქადაგებებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 1262 | რამოტვირთვები: 210 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024