ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:46
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

9 maisi II msoflio omi
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (1.39 Mb) ] 28.06.2009, 13:34

ომის მიმდინარეობა
გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე (1939)

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი "სს"-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.
ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა "შლეზვიგ-ჰოლშტაინმა". პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს. პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. "გარანტიის პაქტი" ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. "გარანტიის პაქტის" მიხედვით ინგლის-საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის ანშლუსის დროს. გერმანიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ - ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.
28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც.
8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია.
პოლონეთის დაპყრობას საშინელი შედეგი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. უფასო მუშახელის იძულებით სამუშაობზე დეპორტირება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთის ებრაული მოსახლეობა, რომელთა განადგურებაც გერმანული რასიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა. იდენტურ "გენოციდს" "კლასობრივი მტრების" წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში აწარმოებდა სსრკ-ც.
პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი "ელვისებური ომი" - იგივე "ბლიცკრიგი" (გერმ. Blitzkrieg) და იგი გერმანიის სამხედრო ტაკქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე.
პოზიციური ომი დასავლეთ ფრონტზე (1939)
1939 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ამ მიზეზით საფრანგეთმა 5 სექტემბერს დაიწყო შეზღუდული, უფრო სწორად სიმბოლური შეტევა ზაარის მხარეზე. გერმანელბმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიხიეს უკან, გამაგრებული "დასავლეთის კედლის" (სამხედრო სიმაგრათა ხაზი) უკან. ამის შემდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ საარტილერიო გასროლებს, საომარ მოქმედებებს დასავლეთის ფრონტზე ადგილი არ ჰქონია. ომის ეს ფაზა ცნობილია "მჯდომარე ომის" სახელით. გერმანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპაგანდისტულ "თავდასხმებს" საფრანგეთის არმიაზე. პლაკატებითა და მეგაფონებით "შეიარაღებული" ვერმახტის კარისკაცები მიმართავდნენ ფრანგებს: "რატომ იბრძვით?" ან "ჩვენ პირველები არ გავისვრით" და ა.შ.
27 სექტემბერს ჰიტლერმა უბრძანა სახმელეთო ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობას ("OKH") შეემუშავებინათ თავდასხმითი გეგმა, ე.წ. "ყვითელი შემთხვევა" (გერმ. „Fall Gelb“). 29 ოქტომბერს გეგმა უკვე მზად იყო. იგი მიზნად ისახავდა 2 არმიით ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით მოკავშირეთა ჯარებზე თავდასხმას და მათ განადგურებას მდ. სომის ჩრდილოეთით.
საბოლოო ჯამში თავდასხმას ადგილი 1939 წელს არ ჰქონია. ცუდი ზამთრის პირობებისა და პოლონეთში მოსალოდნელზე მეტი დანაკარგების გამო ჰიტლერმა თავდასხმა ერთიანობაში 29-ჯერ გადადო.
ფინეთ-საბჭოთა კავშირის ზამთრის ომი (1939-1940) [რედაქტირება]
1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა.
ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. 1940 წლის 12 მარტს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა საზაო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კარელიის ნაწილი და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღ. პეჩენგა) სსრკ-ს გადაეცა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.
დანიისა და ნორვეგიის დაპყრობა (1940 )
1939 წლის მიწურულში გერმანიის ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა ფრანგული რკინის მადნის მიწოდების შეწყვეტით. ნეიტრალური შვეციის მიერ გერმანიის რკინის მადნით უზრუნველყოფა საკმარისი არ იყო, იგი ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნის მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა. ასევე დიდ როლს გერმანიის ეკონომიკისთვის თამაშობდა ფინური ნიკელი, რომელიც შვეციის გავლით ნორვეგიის ქალაქ ნარვიკიდან მიეწოდებოდა გერმანიას. აქედან გამომგდინარე ნორვეგიას დიდი ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა მესამე რაიხისთვის.
დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ეს სასიცოსხლოდ მნიშვნელოვანლი ეკონომიკური ძარღვი გადაეკეტა გერმანიისათვის. 1940 წლის 5 თებერვალს ფრანკო-ბრიტანულმა სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა 4 დივიზიის ნარვიკში გადასხმა. ბრიტების მიერ განძრახულმა თავდასხმამ ნორვეგიულ პორტზე აიძულა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ცალკე შტაბი შეექმნა ნორვეგიისათვის. 1 მარტს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამტკიცა ოპერაცია "ვეზერიუბუნგი"' (ქართ. "წვრთნა ვეზერზე", გერმ. "Weserübung"), რომელიც მიზნად ისახავდა დანიის დაპყრობას და მისი, როგორც სასტარტო პლაცდარმის გამოყენებას ნორვეგიის დასაპყრობად. მარტში უკვე ადგილი ჰქონდა ცალკეულ შეტაკებებს ბრიტანულ საზღვაო ძალებთან.
5 აპრილს მოკავშირეებმა დაიწყეს ნორვეგიის სანაპირო წყლების დანაღმვა (ოპერაცია "ვილფრიდი") და გეგმავდნენ დამატებით ჯარების ნორვეგიის ტერიტორიაზე გადასხმას. მეორე დღეს, 6 აპრილს გერმანულმა მხარემ დაიწყო ოპერაცია "ვეზერიუბუნგის" განხორციელება, რომლის დროსაც მობილიზირებულ იქნა თითქმის მთელი გერმანული ფლოტი და გაგზავნილ იქნა ნარვიკის მიმართულებით.
9 აპრილს ნარვიკში გადასხდა ვერმახტის სამთო ეგერთა დივიზია. ბრიტანელები გერმანული დესანტის ნორვეგიაში გადასხმას შეუძლებლად თვლიდნენ და იქ მხოლოდ არმიის პატარ კონტინგენტი ჰყავდათ. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო "ვერმახტს" დანიის უბრძოლველად დაპყრობის შემდგომ უკვე 10 აპრილისათვის თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად აეღო ქალაქები სტავანგერი, ტრონდჰაიმი და ნარვიკი. 12 აპრილს ბრიტანეთმა სტრატეგიული მოსაზრებებით დაიკავა დანიური ფარერის კუნძულები.
13 აპრილს ოფოტ-ფიორდში ადგილი ჰქონდა მძიმე საზღვაო ბრძოლებს, რომლებშიც ინგლისურმა საზღვაო გამანადგურებლებმა და საბრძოლო გემმა "ვორსპაიტმა" (ინგ. "HMS Warspite") შეძლეს ჩაეძირათ ყველა გერმანული საზღვაო გამანადგურებლები, ხოლო უკან დახეული მსუბუქი კრეისერები და სატვირთო გემები მოკავშირეთა წყალქვეშა ნავების და "სამეფო საჰაერო ძალების" (ინგ. Royal Air Force - "RAF") მიერ იქნენ განადგურებულნი. 17 აპრილს "სამეფო ფლოტმა" მძლავრი ცეცხლი გაუხსნა "ვერმახტის" პოზიციებს და დაიწყო ჯარების გადასხმა ნორვეგიაში. 19 აპრილისთვის დასრულებულ იქნა ბრიტანელი ჯარისკაცების და პოლონური და უცხოთა ლეგიონის შენაერთების გადასხმა.
ამასობაში ხელსაყრელი ამინდის გამო ვერმახტმა შეძლო გაემაგრებინა თავისი პოზიციები ფრონტზე. 2 მაისს ლუფტვაფეს პილოტებმა საპორტო ქალაქ ნამსოსთან ჩაძირეს ბრიტანული და ფრანგული საიერიშო ხომალდები. იმავე თვეში ჩერჩილმა მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეთა ჯარების ევაკუაციისა ნორვეგიიდან. რისი მიზეზიც გერმანიის სამხედრო წარმატებები იყო საფრანგეთში. სანამ მოკავშირეთა 24.500 კაციანი არმია ნორვეგიას დატოვებდა მათ შეძლეს დროებით აეღოთ ნარვიკი და მისი პორტი გაანადგურეს. 10 მაისს ნორვეგიის არმიამ იარაღი დაყარა და ამით დასრულდა ოპერაცია "ვეზერიუბუნგი".
ნორვეგია რაიხსკომისარიატად გადაკეთდა, თუმცა ჰიტლერის ნებით შეინარჩუნა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი და გერმანიის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. მომდევნო წლებში ნორვეგია ვერმახტის მიერ ძლიერ იქნა გამაგრებული, ელოდა რა ჰიტლერი მოკავშირეთა სავარაუდო დესანტს. 1942 წლის თებერვალში გერმანიამ ნორვეგიის სათავეში ვიდკუნ ქუისლინგის მარიონეტული მთავრობა დასვა.
დასავლეთ ფრონტი (1940)
დასვლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრაბული იყო "ზიგფრიდის" (გერმ. "Siegfried") , ხოლო საფრანგეთის მხრიდან "მაჟინოს" (ფრანგ. "Maginot") თავდაცვითი ხაზით. მაჟინოს 130 კმ-იანი თავდაცვითი ხაზის ბუნებრივ გაგრძელებას არდენები წარმოადგენდა და რაკი ის სატანკო შენაერთებისთვის ძნელად გადასალახავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა ამიტომ საფრანგეთის გენერალიტეტი ამ მხრიდან გერმანიის თავდასხმას არ ელოდა.
დასავლეთის ფრონტის საბრძოლო გეგმა ვერმახტში გენერალ-ლეიტანანტ ერიხ ფონ მანშტაინის და მისი ხელქვეითების, პოლკოვნიკ გიუნთერ ბლუმენტრიტის და იმჟამინდელი მაიორის ჰენინგ ფონ ტრესკოს მიერ იქნა შემუსავებული. გეგმა მიზნად ისახავდა არდენების გავლით სწრაფ გარღვევას და ჩრდილოეთით მოტოვებული მოკავშირეთა ძალებისათვის ზურგიდან დარტყმას. სატანკო და მოტორიზირებული დივიზიების დიდი კონცენტრაციით უნდა გაჭრილიყო "ხვრელი არდენებში" და როგორც შემდგომში ჩერჩილმა თქვა "ნამგალისებური ჩაჭრით" მოკავშირეთა არმიები ლა მანშამდე ალყაში უნდა მოექციეათ.
1940 წლის 10 მაისს გერმანიის სამხედრო შენაერთებმა (სულ 7 არმია) დაიწყეს შეტევები ნეიტრალურ ქვეყნებზე: ბელგიაზე, ნიდერლანდებზე და ლუქსემბურგზე. 136 ვერმახტის დივიზიის წინააღმდეგ იდგა მოკავშირეთა 137 დივიზია. თავდასხმის პირველსავე დღეს ვერმახტის სადესანტო-პარაშუტისტთა ნაწილებმა აიღეს მანამდე აუღებლად მიჩნეული ბელგიური ფორტი ებენ-ემელი (ფრან. Eben-Emael). 14 მაისს გენერალ გუდერიანის ტანკებმა გადალახეს მდ. მაასი. ინგლისის "როიალ ეა ფორსი" (ქართ. "სამეფო საჰაერო ძალები", ინგლ. Royal Air Force) ყოველნაირად ცდილობდა დაენგრია პონტონები მდინარეზე და ხელი შეეშალა ჯარების მაასის გადალახვისთვის, მაგრამ ეს თავდასხმები წარუმატებელი გამოდგა და ბრიტანელებმა თავიანთი თვითმფრინავების დიდი ნაწილი დაკარგეს. 17 მაისს ფრანგებმა როგორც იქნა დაიწყეს შეტევა. შარლ დე გოლის მე-4 სატანკო დივიზიამ შეტევა დაიწყო მონკორნეს მიმართულებით. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა შეტევა შეწყვეტილ იქნა ლუფტვაფეს "შტუკების" ძლიერი თავდასხმების გამო. იმავე დღეს, 17 მაისს ბრიუსელი უბრძოლველად დანებდა ვერმახტს.

ნიდერლანდები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომშიც ნეიტრალურები იყვნენ, უფრო სუსტად იყვნენ საბრძოლველად მომზადებული, ვიდრე ბელგიელები. უნდა ითქვას რომ ვერმახტმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო ქვეყანა. 14 მაისს როტერდამის დაბომბვის შემდეგ ნიდერლანდებმა კაპუტულაცია გამოაცხადა. მომდევნო დღეს მთავრობა და დედოფალი ვილჰელმინა ლონდონში გადავიდნენ ემიგრაციაში. არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ნიდერლანდების რაიხსკომისარად.
19 მაისს გერმანიის მე-6 არმიამ მიაღწია მდ. შელდეს და აბევილამდე წაიწია წინ. ეს შეტევა იმდენად წრაფად იწნა განხორციელებული, რომ ფრანგული და ბრიტანული სამხედრო ნაწილები დიუნკერკთან ალყაში მოქცეულები აღმოჩნდნენ. 27 მაისს მოკავშირეებმა დაიწყეს ალყაში მოქცეული 7.500 ჯარისკაცის ევაკუაცია ("ოპერაცია დინამო"). სახმელეთო ჯარების დაჯგუფება "A"-ს სატანკო დივიზიებმა შეტევა ჩვეულებრივ გააგრძელეს, სანამ გენერალ-პოლკოვნიკმა გერდ ფონ რუნდშტეტმა შეჩერების ბრძანება არ გასცა. ჰიტლერის 24 მაისის ბრძანება შეტევის შეჩერების თაობაზე ისტორიული კვლევის დღემდე სადაო საკითხია, ბრძანების გაცემის მიზეზებზე ერთიანი აზრი არ არსებობს.
4 ივნისს ევაკუაცია, რომლეშიც მონაწილეობა 900-მდე სატრანსპორტო გემმა მიიღო მონაწილეობა, დასრულებულ იქნა. მიხედავად ლუფტვაფეს შეუწვეტელი ბომბარდირებისა ევაკუირებულ იქნა დაახ. 337.000 ჯარისკაცი, აქედან 110.000 საფრანგეთის არმიის. დღევანდელი გადასახედიდან ჰიტლერის ბრძანება შეტევის შეჩერების სესახებ მძიმე ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან ინგლისის არმიამ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და შემდგომში ვერმახტის ექსპანსიას ბრიტანეთში წინ გადაეღობა.
ბრიტანული არმიის ევაკუაციის შემდეგ საფრანგეთი თავდაცვისთვის ემზადებობდა. ბენელუქსის დაპყრობით ვერმახტმა დაასრულა ოპერაცია "ფალ გელბი" (ქართ. "ყვითელი შემთხვევა", გერმ. Fall Gelb) და დაიწყო ოპერაცია "ფალ როტი" (ქართ. "წითელი შემთხვევა", გერმ. Fall Rot). 5 ივნისს გერმანელებმა სეტევა დაიწყეს მდინარეების ესნისა და სომის რეგიონში. 9 ივნისს მე-6 ინფანტერიის დივიზიამ გადალახა მდ. სენა. 11 ივნისს მუსოლინიმ ომი გამოუცხადა მოკავშირეთა ქვეყნებს.
14 ივნისს ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო პარიზი. იმავდროულად სახმელეთო არმიათა დაჯგუფება "C"-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე ვერდენი. 17 ივნისს ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა ანრი ფილიპ პეტენმა საფრანგეთის კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, ზუსტად იმ აგილზე სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ხელი მოაწერა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისაოდ მარშალ ფერდინან ფოშის ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან. საომარი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 25 ივნისის 01:35 საათზე. იმისათვის რომ საფრანგეთის ფლოტი გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში ბრიტანელებმა 3 ივლისს დაბომბეს მერს-ელ-ქებირის პორტი, სადაც ფრანგული გემების ნაწილი იყო სტაციონირებული.
ბლიცკრიგი დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დრე გაგრძელდა, რომელმაც 135.000 მოკავშირეთა და 46.000 ვერმახტის ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩრდილოეთში (გერმანიის სფერო) სტაციონირებულ იქნენ ვერმახტის და ლუფტვაფეს ძალები ბრიტანეტზე ინვაზიის დასაწყებად. ატლანტის ოკეანის პორტებში და განსაკუთრებით ბრესტში შეიქმნა კრიეგსმარინეს წყალქვესა ნავების ბაზები. სახრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ფრანგული კონტროლის ქვეშ დარჩა, რომელსაც პეტენის მარიონეტული მთავრობა განაგებდა ქალაქ ვიშიდან.
საჰაერო ომი ინგლისისათვის (1940/41)
ინგლისისათვის საჰაერო ომის მიზანი ბრიტანეთში შეჭრისთვის (ოპერაცია "ზეელიოვე") მზადება იყო, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა ლუფტვაფეს არაბრძოლისუნარიანი უნდა გაეხადა «როიალ ეარ ფორსი» ("RAF"). მიუხედავად ამისა ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ ინგლისი გერმანიის ასეთი აშკარა მუქარის გამო შეწყვეტდა ბრძოლას და ზავს ითხოვდა და შეჭრა საჭირო აღარ იქნებოდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრიტანეთი მთელი ძალებით ემზადებოდა საჰაერო ბრძოლისათვის. მარტო ბრძოლის დაწყებიდან პირველ სამ თვეში ინგლისელებმა 1.400 საბრძოლო თვითმფრინავი დაამზადეს. "რაფ"-ი პილოტების ნაკლებობას განიცდიდა, რაც შევსებულ იქნა ბრიტანეთის თანამეგობრობის, ფრანგი, ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი მოხალისე მფრინავებით.
ბრიტანელი მფრინავების თავგანწირულმა ბრძოლამ და დიდმა მატერიალურმა და ცოცხალმა დანაკარგებმა ორივე მხრიდან აიძულა ლუფტვაფე 1940 წლის ოქტომბრიდან შეემცირებინა ფართომასშტაბიანი ბომბარდირების აქციები და მთავარი აქცენტი ღამეულ თავდასხმებზე გადაეტანა. ლუფტვაფეს ხელმძღვანელობის და განსაკუთრებით ჰერმან გიორინგის ფატალური შეცდომა იყო ინგლისელთა რადარების უგულველყოფა და ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა "რაფ"-ი ამ თავდასხმებს არ დაუსუსტებია, ხოლო რადარის ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენებით ინგლისელები ეფექტურად ანადგურებდნენ ლეფტვაფეს თვითმფრინავებს.
გიორინგი საჰაერო ომში დამარცხებას პილოტთა სიმხდალეს აბრალებდა, რას სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა და უფრო ის მიზანი ჰქონდა რომ ყურადრება მისი პერსონიდან და საკუთარი შეცდომებიდან სხვა საგანზე გადაეტანა. ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ბომბარდირებას 32.000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ქალაქი ქოვენთრი თითქმის მთლიანად მიწასთან იქნა გასწორობული.
ბალკანეთი (1940/41)
ბენიტო მუსოლინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბალკანეთის წინაარმდეგ. 1940 წლის 28 ოქრომბერს იტალია თავისი კოლონიის, ალბანეთის ტერიტორიიდან თავს დაესხა საბერძნეთს. მუსოლინიმ კავშირის დამყარება სცადა ბულგარეთთან, თუმცა ეს წინადადება უარყიფილ იქნა მეფე ბორის III-ის მიერ. საბერძნეთზე თავდასხმის გეგმას არ იცნობდა ჰიტლერიც, რომელიც ამ დროისათვის ბალკანეთზე ოპერაციის მომხრე არ იყო და ცდილობდა იტალიასთან ერთად ინგლისის ინვაზიის გეგმა განეხორციელებინა.
დუჩეს მიზანი იყო საბერძნეთი ბლიცკრიგით დაეპყრო, თუმცა ეს გეგმა არ შედგა. უკვე 3 ნოემბერს ბერძნებმა დაიწყეს კონტრშეტევა მთელ ფრონტზე და აიძულეს იტალიელები თავდაცვით პოზიციაზე გადასულიყვნენ, 14 ნოემბრისთვის კი უკვე თითქმის ალბანეთის საზღვრებამდე უკან დაახევინეს. მოკავშირის გარდაუვალი მარცხი რომ აეცილებინა ჰიტლერმა ბრძანება გასცა ბალკანეთზე შეტევის - დაიწყო ოპერაცია "მარიტა"
1941 წლის დასაწყისში გერმანიამ სცადა მოლაპარაკების გზით გადაეჭრა კონფლიქტი. ჰიტლერმა იუგოსლავიას შეთავაზა შეერთებოდა ბერლინი-რომი-ტოკიოს პაქტს, თუმცა იგი ამ ეტაპზე უარყოფილ იქნა. გერმანიის მოკავშირეობაზე უარი განაცხადა საბერძნეთმაც, რომელიც წარმატებას წარმატებაზე აღწევდა იტალიის წინააღმდეგ ომში. 9 მარტის იტალიური არმიის შეტევა ბერძენთა პოზიციებზე ტოტალური კრახით დასრულდა. 27 მარტს იუგოსლავია დათანხმდა გერმანიის წინადადებას და მისი მოკავშირე გახდა, თუმცა ამას შედეგად მოყვა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება, საპროტესტო დემონსტრაციები და პუტჩი პრინც-რეგენტ პაველის მთავრობის წინააღმდეგ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა.
ყოველივე ამის შემდეგ გერმანიიას მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის გზა დარჩა.6 აპრილს ვერმახტმა გადალახა იუგოსლავიის საზღვრები. პარალელურად ლუფტვაფე-მ დაიწყო ბელგრადის ფართომასშტაბიანი დაბომბვა. დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო. 10 აპრილს გერმანელებმა აირეს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, 2 დღის შემდეგ 12 აპრილს ბელგრადმა იარაღი დაყარა ვერმახტის სატანკო არმიების წინაშე. 17 აპრილს ხელი მოეწერა იუგოსლავიის უსიტყვო კაპიტულაციას.
6 აპრილსვე დაიწყო ვერმახტის შეტევა საბერძნეთზე, სადაც წინააღმდეგობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე იუგოსლავიაში. განსაკეთრებით დიდი დანაკარგები ვერმახტმა ნახა მეტაქსას ხაზთან, რომლიც მთიან რეგიონში ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. 9 აპრილს გერმანელებმა აიღეს სალონიკი, რამაც აღმოსავლეთ მაკედონიაში სტაციონირებულ ბერძნულ სამხედრო შენაერთებს გზა მოუჭრა და მეტაქსას ხაზს გარღვევის საფრთხე დაემუქრა. ალბანეთის ფრონტიდან გადმოსროლილი ბერძნული ჯარები გერმანულ და იტალიურ ტანკებს და საჰაერო დაბომბვებს შეეწირნენ. 21 აპრილს 223.000 ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა.
საბერძნეთში სტაციონირებულმა ბრიტანულმა ჯარებმა თავდაცვითი ხაზი ააგეს თერმოპილებთან, რომელიც 24 აპრილს გადათელილ იქნა ვერმახტის მიერ. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მხედართმთავრობამ სასწრაფომ ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო და 50.000 ბრიტანელი მებრძოლი ეგვიპტეში იქნა გადაყვანილი. 27 აპრილს ვერმახტის ჯარები შევიდნენ ათენში.
25 აპრილს გერმანიისა და მის მოკავშირეთა 593 სატრანსპორტო თვითმფრინავმა საჰაერო დესანტი გადასხა კრეტაზე (ოპერაცია "მერკური"). პარაშუტისტები მოწინააღმდეგისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ და დესანტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მათი ცდა აეღოთ რომელიმე ახლომდებარე აეროდრომი, რომლითაც დამხმარე ძალები შეძლებდნენ კუნძულზე გადმოსვლას. განსაკუთრებით კი არტილერია და ტანკები. მხოლოდ მას შემდეგ რაც ლუფტვაფემ საჰაერო ჰეგემონია მოიპოვა კრეტაზე და გაძლეირებული საზღვაო დესანტი გადმოსხდა კუნძულზე შესაძლებელი იქნა აეროდრომების აღება. მოკავშირეთა ჯარები (მათ შორის ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები) ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ კრეტას, თუმც საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ 17.000 კაციანი კორპუსის ევაკუაცია მოეხდინათ.

პირადი შემადგენლობის დიდი დანაკარგის გამო ჰიტლერმა შემდგომში ყოველთვის უარი განაცხადა შესაბამისი სახის საჰაერო სადესანტო ოპერაციებზე.


რუსეთის კამპანია (1941-1945)

თავდასხმის სამხედრო გეგმა

აღმოსავლეთ ფრონტი 1941-1942 წ.წ.

ბალკანეთის ომმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღი 4 კვირით უკან გადაწია. მას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 22 ივნისს. ამ დაგვიანებამ და უჩვეულოდ ადრე დამდგარმა ზამთარმა ხელი შეუშალა გერმანელთა გეგმის ოპერატიულ განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავდა ზამთრის დადგომამდე “არხანგელსკ-ასტრახანის ხაზის” მიღწევას. ვერმახტის მთავარსარდლობის გამოთვლების თანახმად გეგმის ოპტიმალურად შესრულება შეიძლებოდა თუკი ჯარების ზურგიდან მომარაგება ფსკოვ-კიევ-ყირიმის გავლით შეუფერხებლად იწარმოებოდა. მიუხედავად ამისა ჰიტლერი მოითხოვდა მოსკოვის აღებას და ამით გეგმის ოპტიმალური ვარიანტიდან გადახვევას.

სსრკ-ზე თავდასასხმელად ვერმახტს მზად ჰყავდა 3 არმიათა დაჯგუფება. არმიათა ჯგუფ “ჩრდილოეთს” (გერმ.: Die Heeresgruppe Nord), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ლეები, უნდა აეღო ბალტიის ქვეყნები და შეტევა გაეგრძელებინა ლენინგრადის მიმართულებით. არმიათა ჯგუფ “ცენტრს” (გერმ.: Die Heeresgruppe Mitte), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ბოკი, უნდა შეეტია დედაქალაქ მოსკოვისათვის და შესაბამისად ყველაზე ძლიერად იყო აღჭურვილი. არმიათა ჯგუფ “სამხრეთს” (გერმ.: Die Heeresgruppe Süd), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ რუნდშტეტი, უნდა დაეპყრო უკრაინა.

საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად მობილიზირებულ იქნენ გერმანიის სატელიტი ქვეყნების სამხედრო შენაერთებიც. დაგეგმილი იყო შეტევის განხორციელება დაპყრობილი ნორვეგიიდანაც, რომელიც მიზნად ისახავდა მურმანსკის აღებას და იქ მდებარე რკინიგზის ხაზის და პორტის ხელში ჩაგდებას.

თავდასხმა

1941 წლის 22 ივნისის დილას ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო სა მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 - ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა “ პრევენციული დარტყმის თეზით” თუ შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა იყო თუ არა წითელი არმია ასეთი ომისათვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ.ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული “აღმოსავლეთში საარსებო სფეროს” მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.

ამერიკის ჩაბმა ომში (1941)

ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა

კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 2430 | რამოტვირთვები: 372 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024