ოთხშაბათი, 15.05.2024, 16:57
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

aleqsandre makedoneli
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (496.5 Kb) ] 25.06.2009, 12:40
ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა პატარა ქვეყანა-მაკედონია. მაკედონიას ჰყავდა მეფე და დედოფალი. მეფეს ფილიპე ერქვა, დედოფალს კი ოლიმპიადა ფილიპე კარგი მეომარი იყო. მაკედონელებიც განთქმულები იყვნენ ცხენოსნობითა და იარაღის ხმარებით. ფილიპემ ძლიერი ჯარი შექმნა და ცოტა ხანში მაკედონიაზე გაცილებით დიდი სახელმწიფო – საბერძნეთი დაიპყრო. ამ გამარჯვებამ მაკედონიას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. სანამ ფილიპეს და ოლიმპიადას შვილი ეყოლებოდათ, ქურუმებმა უწინასწარმეტყველეს – თქვენს მემკვიდრეს ცეცხლის ძალა და ლომის გული ექნებაო. გამოხდა ხანი და მისანთა სიტყვები გამართლდა. ალექსანდრემ, რომელიც ოცი წლის გამეფდა, სულ რაღაც ცამეტ წელიწადში ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. შექმნა იმპერია, რომლის საზღვრები საბერძნეთიდან ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპირომდე ვრცელდებოდა. მისი გასაოცარი წარმატებების შესახებ უამრავი ლეგენდა შეითხზა. ამბობენ, ალექსანდრე ბავშვობიდანვე არჩვეულებრივ ნიჭს და გონებას ამჟღავნებდა. ერთხელ როცა ფილიპე საომრად იყო წასული, მაკედონიას სპარსეთის ელჩები ესტუმრნენ. მამის ნაცვლად ელჩები ყრმა უფლისწულმა მიიღო. სტუმრები განაცვიფრა პატარა ბიჭის საზრიანობამ. ალექსანდრეს არ აღელვებდა სიმდიდრე და ფუფუნება. მისი ოცნება სახელის მოხვეჭა იყო. ერთხელ ფილიპეს მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, უფლისწულმა მეგობრებს სინანულით უთხრა: - მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს, თქვენთან ერთად საგმირო საქმეები რო ჩავიდინოო. ფილიპე ხადავდა,რომ ალექსანდრეს თავნება ხასიათი ჰქონდა. ძალდატანებით მას ვერაფერს გააკეთებინებდი, მაგრამ თუ გონივრულად და საბუთიანად ურჩევდი, იოლად დაიყოლიებდი. მეფემ გადაწყვიტა უფლისწულისთვის საუკეთესო მოძღვარი ეპოვა, რომელიც სწორი აღზრდისა და ბრძნული შეგონებების გზით მოახერხებდა მისი გონებისა და ხასიათის გაწვრთნას. ამიტომ, საბერძნეთიდან არისტოტელე მოიწვიდა – სახელგანთქმული მოძღვარი და ფილოსოფოსი. არისტოტელემ თავისი ნიჭის, ცოდნისა და სიბრძნის შესაფერისი გასამრჯელო მოსთხოვა მეფეს უფლისწულის აღზრდისათვის. ფილიპეს უნდა აღედგინა არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგირე, რომელიც თვითონვე დაანგრია საბერძნეთზე ლაშქრობის დროს. მისი მიმოფანტული და მონობაში გაყიდული მოქალაქეები კი უნდა გამოესყიდა და უკანვე დაებრუნებინა სტაგირეში. ფილიპემ უსიტყვოდ აღასრულა ფილოსოფოსის პირობა და ისიც შეუდგა ალექსანდრეს წვრთნას. მოძღვარს მცდელობა არ დაუკლია, რომ ნიჭიერი მოწაფე სრულად დაუფლებოდა მეცნიერებას, ლიტერატურას, მედიცინას, ფილოსოფიას. . . არისტოტელემ ალექსანდრე გაწაფა მეტყველებაში, რიტორიკაში, პოეზიაში; გამოუმუშავა დაკვირვების და სწრაფი ანალიზის უნარი. ამბობენ თითქოს ალექსანდრე ხშირად იმეორებდა, რომ თავისი მოძღვარი მამაზე ნაკლებად არ უყვარდა, რადგან თუ მშობელმა სიცოცხე აჩუქა, არისტოტელემ მის სიცოცხლეს უფრო დიდი ფასეულობა – ღირსება და კეთილშობილება შესძინა. ერთხელ ფილიპესთან შესანიშნავი რაში მოიყვანეს. რაშს ბუკეფალა ერქვა. ვაჭრები უზარმაზარ ფულს ითხოვდნენ ცხენში. ბეკეფალა მინდორში გაიყვანეს გამოსაცდელად, მაგრამ ცხენი ისეთი შფოთიანი გამოდგა, ახლოსაც ვერავინ გაეკარა – ყალყზე დგებოდა, ფლოქვებით ტარავდა მიწას, ფორიაქობდა. უფლისწულმა მამას ცხენის გახედვნის ნებართვა სთხოვა და მოედანზე გავიდა. რაშს თავი შეუბრუნა, მოხდენილად მოახტა და დასავლეთის მხარეს გააქროლა. არავისთვის უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის დანახვა აფრთხობდა და ამიტომ ბორგავდა. როცა გახედნილი ცხენი მამას მიჰგვარა, ფილიპემ თავზე აკოცა და სიცილით უთხრა: შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო, შვილო, პატარა მაკედონია შენ ვერ დაგიტევსო. სამეფოს მართვაში ალექსანდრე უკვე 16 წლის ასაკიდან იღებდა მონაწილეობას. სანამ მამა იბრძოდა შვილი სახელმწიფო საქმეებს განაგებდა. ფილიპეს სიამოვნებდა, რომ მაკედონელები მას თავის მხედართმთავარს უწოდებდნენ, ალექსანდრეს კი მეფედ მიიჩნევდნენ. თუმცა არც ომში ჩამოუვარდებოდა შვილი მამას. პირველ ბრძოლაში ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილმა მიიღო მონაწილეობა. ყველა განაცვიფრა გამბედაობითა და სიმარჯვით. როგორც ამბობენ, ლომივით ეკვეთებოდა ხოლმე მტერს და თავისი საარაკო სიმამაცით სხვა მეომრებშიც აღვიძებდა ბრძოლის ჟინს. დაპყრობილ ხალხებს სძულდათ მაკედონია და სულ იმის ცდაში იყვნენ, დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. მართალია ფილიპემ დაიპყრო საბერძნეთი, მაგრამ მისი დამორჩლება ვერ შეძლო – ბერძნები აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ. ამიტომ, გამეფების შემდეგ ალექსანდრეს თავიდან მოუხდა ბერძნებთან შებრძოლება. ერთ-ერთი ბერძნული ქალაქი თებე განსაკუთრებით შეურიგებელი აღმოჩნდა. ალექსანდრემ უზარმაზარი ჯარი დაძრა თებეს წინააღმდეგ. თებელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ რიცხვით აღმატებულებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს. ქალაქი აიღეს, გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს, ოცდაათი ათასი კაცი მონად გაყიდეს, ექვსი ათასზე მეტი ბრძოლაში ჩახოცეს. ქალაქის აღებისას მაკედონელები ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონის _ ტიმოკლეას სახლში შეიჭრნენ. სანამ ჯარისკაცები მის სახლს არბევდნენ, მათი წინამძღოლი ქალს აწამებდა, უნდოდა ეთქმევინებინა სად ჰქონდა ოქრო-ვერცხლი. ქალმა ბაღში გაიყვანა მაკედონელი და ჭაზე მიუთითა. ჯარისკაცმა ჭაში ჩაიხედა. ტიმოკლეამ ხელი კრა და მოძალადე შიგ ჩააგდო. მომხდურებმა ტიმოკლეა შეიპყრეს და ალექსანდრეს მიჰგვარეს. ქალს ღირსეულად ეჭირა თავი, ამაყად მიჰყვებოდა ჯარისკაცებს. როდესაც ალექსანდრემ ვინაობა ჰკითხა, ქალმა უშიშრად უპასუხა: “მე შენი დაუძინებელი მტერი და შენი მტრის და ვარ. ჩემი ძმა საბერძნეთის თავისუფლებას შეეწირა!” ალექსანდრეს მოეწონა ტიმოკლეას პირდაპირობა და ქალის გათავისუფლება ბრძანა. პატივისცემას მტერიც იმსახურებს, როცა ის ღირსეულად იქცევა! საერთოდ ბერძენთა მტკიცე და დაუმორჩილებლურმა ხასიათმე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელთა ახალგაზრდა მეფეზე. ერთხელ, კორინთოში ყოფნის დროს, ალექსანდრემ ცნობილ ფილოსოფოსთან, დიოგენე სინოპელთან მოისურვა შეხვედრა. დიოგენე ამ დროს წამოწოლილიყო და მზეზე თბებოდა. ალექსანდრე მიესალმა ფილოსოფოსს და ჰკითხა-ჩემთან რაიმე სათხოვარი ხომ არა გაქვსო. დიოგენემ ამოხედა მეფეს, ყურადღებით დააკვირდა მის მედიდურ სახეს და მშვიდად უპასუხა: - განზე გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავო. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ალექსანდრემ ამალას მიმართა: _ ალექსანდრე რომ არ ვიყო ვინატრებდი, დიოგენე ვყოფილიყავიო. საბერძნეთის დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემ სპარსეთის დაპყრობა განიზრახა. uზარმაზარი, საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარი შეკრიბა და სპარსეთისკენ დაიძრა. mაკედონიიდან გამგზავრების შემდეგ მთელი თავისი ქონება მეგობრებს დაურიგა. ღოდესაც ჰკითხე, ყველაფერი, რომ გაეცი შენ რაღა დაგრჩებაო, მილკედ მოუჭრა – იმედი! aმ ერთ სიტყვაში იმდენი რწმენა, დამაჯერებლობა და ძალა იყო ჩაქსოვილი, რომ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, პერდიკამ, აღფრთოვანებით შესძახა – “მაგ განძიდან განძიდან წილი მეც მინდა მეფფეო!” – და უარი თქვა ალექსანდრეს მიერ ნაჩუქარ ქონებაზე. პერდიკას მეფის სხვა მეგობრებმაც მიჰბაძეს. ამ განწყობით დაიძრა მაკედონელთა ლაშქარი ახალი მიწებისკენ. ცოტა ხანში ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი გადალახა – ზღვა, რომლის გადაღმა სპარსთა მეფის, დარიოსის სამფლობელოები იწყებოდა. დარიოსის სარდლებმა მდინარე გრანიკის ნაპირებზე შეკრიბეს ჯარი. მაკედონელები უცხო ქვეყნის რელიეფს არ იცნობდნენ. ნაპირი მიუდგომელი იყო. თანამებრძოლები ალექსანდრეს ურჩევდნენ, მდინარეზე არ გადასულიყო, მტერს დალოდებოდა და იქვე გაემართა პირველი ბრძოლა. მრჩევლებს მეფემ მხიარულად უპასუხა: ზღვა გადმოვცურე და ამ პატარა მდინარემ როგორ უნდა დამაფრთხოს? თუ გრანიკის შემეშინდება, ჰელესპონტი შეურაცხყოფილი დამრჩებაო. მაკედონიის მეფე მდინარეში გადაეშვა სამ მეწინავე რაზმთან ერთად – არც მტრის ისრებს დარიდებია, არც აზვირთულ ტალღებს. ნაპირზე ასვლისთანავე ჩაება ბრძოლაში. ალექსანდრეს ჩაცმულობა მეტად თვალშისაცემი იყო მრგვალი ფარისა და დიდი თეთრბუმბულიანი მუზარადის ჯიღის გამო. ამიტომ ყველა ცდილობდა, პირდაპირ მეფეს შერკინებოდა. მტრის მიერ გამოსტყორცნილი შუბი ალექსანდრეს ჯავშნის ნაოჭში მოხვდა, მაგრამ არ დაჭრილა. სანამ მხედრობა გააფთრებით იბრძოდა მეფესთან ერთად, ქვეითი ჯარიც გადმოვიდა მდინარეზე და ახლა უკვე გათანაბრდა ძალები. დარიოსის სპა დააფრთხო მაკედონელთაaელვისებუrma იერიშმა. გრანიკთან ალექსანდრემ პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა. აქედან დაიწყო ალექსანდრე მაკედონელის ტრიუმფალური სვლა აზიისკენ – მან ზედიზედ დაიმორჩილა პისიდები, პაფლაგონიელები, კაბადოკიელები, დიკიელები. მიუხედავად დამარცხებისა, დარიოსი არ ნებდებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას დაიბრუნებდა. იგი მეტად გაამხნევა იმ გარემოებამ, რომ ალექსანდრე დიდხანს დაყოვნდა კილიკიაში. ამის მიზეზი კი მეფის ავადმყოფობა იყო. ექიმები მის მკურნალობას ვერ ბედავდნენ. ეშინოდათ მარცხი არ მოსვლოდათ და ალექსანდრეს ჯანმრთელობა არ გაუარესებულიყო. იცოდნენ, მაკედონელები არ აპატიებდნენ მეფის სიკვდილს. მაგრამ ერთმა ექიმმა ფილიპე აქინელმა, სძლია შიშს, წამალი მოამზადა და ალექსანდრეს მიართვა. იმ დილით ალექსანდრემ ბანაკიდან წერილი მიიღო. ერთ-ერთი სარდალი აფრთხილებდა – დარიოსმა ფილიპე მოისყიდა და არავითარ შემთხვევაში მისგან დახმარება არ მიიღოო. ალექსანდრეს არავისთვის უთქვამს წერილის შესახებ. უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. საღამოს, როდესაც ექიმი მოვიდა, მეფემ გამოართვა ფიალა, დალია წამალი, შემდეგ კი წერილი ამოიღო და უჩვენა. aლექსანდრეს მეგობრები განაცვიფრა მეფის არაჩვეულებრივმა გამბედაობამ. ღამდენიმე დღეში იგი გამოჯანმრთელდა. xმა მეფის უშიშარი ბუნების შესახებ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და ჯარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. მეორედ დარიოსისა და ალექსანდრეს ჯარები მდინარე პინაროსთან შეხვდნენ ერთმანეთს. aმჰერად დარიოსი უკვე თავად ხელმძღვანელობდა ლაშარს. aლექსანდრემ ამ ბრძოლაშიც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თავად დარიოსი ვერ შეიპყრო, მხოლოდ მისი მშვილდი და საომარი ეტლი იგდო ხელთ. მებრძოლებმა ალექსნდრეს დარიოსის კარავში შეიყვანეს. eს კარავი კი არა, ოქროულობით, თვალ-მარგალიტით, ძვირფასი ხალიჩებითა და სურნელოვანი ნელსაცხებლებით სავეს უზარმაზარი სასახლე იყო. მაკედონელებს ჯერ არსად ენახათ ასეთი სიმდიდრე და ფუფუნება. თვითონ განცვიფრებულმა ალექსანდრემ კი შესძახა: ”აი თურმე რა ყოფილა მეფობა?!” მთელი ამ ავლა-დიდებიდან მისი ყურადღება მხოლოდ ერთმა ნივთმა მიიპყრო – ეს განსაკუთრებით ძვირფასი ზარდახშა იყო. მეფემ ზარდახშა დაიტოვა და შიგ თავისი საყვარელი წიგნი, ჰომეროსის “ილიადა” ჩადო. aმ მშვენიერი წიგნის გარდა არაფეი ეგულებოდა მისი ფასი, რომ იქ შეენახა. საერთოდ, ალექსანდრე დამთმენი, თავშეკავებული ადამიანი იყოდა ცდილობდა, არ გაენებივრებინა თავი ძვირფასი კერძებითa და სასმელებით. ხშირად იმეორებდა ხოლმე: - “ჩემმა მოძღვარმა ასკეტიზმსა და ზომიერებას შემაჩვია, მეფეს არ შეშვენის ნივთების, საჭმლი ან ღვინის მონობაში ყოფნა” საღამო ხანს ტყვეები მოიყვანეს, მათ შორის დარიოსის დედა, ცოლი და ორი ქალიშვილი იყვნენ. mეფის ეტლის დანხვაზე ქალებმა ტირილი მორთეს, რადგან დარიოსი მკვდარი ეგონათ.aლექსანდრე ააღელვა ტყვე ქალების დანახვამ. mან განკარგულება გასცა, მათთვის მეფური პატივი და ფუფუნება არ მოეკლოთ. მაკედონელთა მეფის კეთილშობილებამ უფრო დიდი მოწონება ჰპოვა სპარსთა შორის ვიდრე მისმა სამხედრო ხელოვნებამ. dამარცხებული მტრი მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება დიდად დააფესეს მაკედონელის მტრებმაც და მეგობრებმაც. bოლო მესამე ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და დარიოსს შორის შექტემბრის თვეში მოხდა გავგამელებში.dარიოსმა მილიონიანი არმია შეკრიბა. ღამით, როცა ორივე არმია ისვენებდა ალექსამდრე მრჩევლებთან ერთად კარვიდა გამოვიდა და სპარსთa ჯარს გადახედა. uზარმაზარი ველი ჩირაღდნებით იყო გაჩახჩახებული. mაკედონელები განაცვიფრა დარიოსის ჯარის სიმრავლემ. yველა მიხვდა,რომ უძნელესი ომის გადახდა მოუწევდათ. aლექსანდრეს ურჩიეს, ღამით დასხმოდა თავს დარიოსის ლაშქარს, რათა სიბნელით საკუთaრი არმიეს სიმცირე დაეფარა. mაკედონელმა მეფური პასუხი გასცა მრჩევლებს: ”ალექსანდრე მაკედონელი გამარჯვებას არ მოიპარავს.” ჟარები მზის სინათლეზე შეხვდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ჩანდა სპარსთა რიცხობრივი უპირატესობა ალექსანდრე მაკედონელმა თავისი გასაოცარი გამბედაობისა და მხიარული ნიჭის წყალობით ამჯერადაც ბრწყინვალე გამარჯვება მიპოვ. შპარსელები უკუიქცნენ. dარიოსმა ისევ გაქცევით უშველა თaვს. გავგამელებში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე აზიის მეფედ აღიარეს. mაგრამ სანამ დარიოსი ცოცხალი იყო, ფიქრი საბოლოო გამარჯვებაზე ნაადრევი ჩანდა და მეფემ ჯარი დაადევნა გაქცეულ დარიოსს. mაკედონელის მხედრობა გადაღლილი იყო. ჯარს უდაბურ ადგილებზე უხდებოდა გადასვლა. მებრძოლები გაითaნგნენ წყურვილისა და სიცხისგან.dევნასაც აღარ უჩანდა ბოლო.aმ გაჭირვების ჟამს ალექსანდრეს გზად რამდენიმე მაკედონელი შემოეყარა, რომელთაც წყალი მოჰქონდათ ტიკებით. როცა პაპანაქაბა სიცხეში წყურვილისაგან გათანგული ალექსანდრე დაინახეს, მუზარადი წყლით გაუვსეს და მოწიწებით მიართვეს.aლექსანდრემ გამოართვა წყალი და ის იყო უნდა დაელია, რომ შეამჩნი – უდაბნოში ხეტიალისგან გატანჯული ჯარისკაცები ხარბად შესცქეროდნენ მუზარადს. mეფემ წყალი არ დალია, სავეს მუზარადი უკან დააბრუნა, მადლობა უთხრა მგზავრებს და ჯარის გასაგონად ბრძანა: “ მარტო მე ვერ დავლევ, ყველას კი ეს წყალი არ გვეყოფა!” mეფის დიდსულოვნებით ფრთaშესხმულმა ჯარმა გასაოცარი თAვგანწირვა გამოიჩინა პირველივე ბრძოლაში, ყველა თAვგამეტებით იბრძოდ, მაგრამ მეფესთaნ ერთად მტრის ბანაკში შეჭრა მხოლოდსამოცმა კაცმა მოახერხა. bოლოს იპივეს შუბებით განგმირული სპარსთa ხელმწიფე.dარიოსი მიწაზე ეგდო. mომაკვდავმა წყალი მოითხოვა და როცა მიართვეს მწარედ ამოიოხრა: - “ აი, მეგბარო ე სწამი სიკვდილისა ყველა ჩემს უბედურებაზე უფრო მემწარა, რადგენ სიკეთისთვის სამაგიერო სიკეთეს ვეღარ გადაგიხდი.” aმის თქმაღაaშეძლო სპარსთa მეფემ და სული განუტევა. aლექსანდრემ მოკლული მეფის ცხედარს თaვისი ქლამიდი გადააფარა. mაკედონელებმა მეფის საკადრისი პატივით დაკრძaლე დარიოსი. ეგვიპტეში ალექსანდრე მაკედონელმა დიდი ბერძნული ქალაქების დაარსება განიზრახა. qალაქს ექსანდრია უნდა დარქმეოდა. ხუროთმოძღვართa რჩევით მან კიდეც მონიშნა ადგილი ამ ქალაქისთვის, მაგრამ ღამე უცნაური სიზმარი ნახა. ეჩვენა თითქოს ერთი მოხუცი ლექსით მიმართaვდა: “ძევს ერთი კუნძული პატარა იქ მრავალტალღოვან ზღვაში, ეგვიპტის მახლობლად; დამ ას უწოდებენ სახელად ფაროს.” aლექსანდრე მიხვდა,რომ სიზმრად ნახული მოხუცი ჰომეროსი იყო, რომელიც “ილიადას” ერთ სტროფს ეუბნებოდა.mყისვე ფაროსისკენ გაემგზავრა. iქ იხილა მეტად ხელსაყრელი ადგიი ქალაქისთვის და მაშინ აღმოხდა: “ჰომეროსი საუკეთEსო ხუროთმოძღვარი ყოფილა!” aლექსანდრე მაკედონელმა მომავალი ქალაქის გეგმის მოხაზვა ბრძანა. რაკიღa ცარცი ვერ იშოვეს, ხუროთმოძღვრებმა შავ მიწაზე მიმოაბნიეს ფქვილი და დიადი რკალი მოხატეს. ჩოტა ხანში, როდესაც მეფე კმაყოფილებით ათვალიერებდა ქალაქის გეგმას, საიდანღaც სხვადასხვა ჯიშის აურაცხელი ფრივველი მოფრინდა და თვალის დახამხამებაში მოასუფთaვა მიწაზე დაყრილი ფქვილი. qურუმებმა ასე ახსნეს ეს ამბავი: შენ დაარსებ მეტედ მდიდარ ქალაქს, რომელიც მრავალი ტომის ხალხს გამოკვებავსო.” aზიის სრული დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემინდოეთზე გაილაშქრა, მაგრამ მის ჯარს უკვე დაკარგული ჰქონდა უწინდელი სიმსუბუქე და გამძლეობა. mხედრობა ისე დაიტვირთA ნადავლით, რომ გადაადგილება უჭირდა. mეფის უახლოესი გარემოცვა ფუფუნებასა და სიმდიდრეს მოხვეჭაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჟარის წვრთნა, ვარჯიში, განაწესის შესრულება ყველას ეზარებოდა. mეფე ხვდებოდა, რომ მარტო სასჯელითა და სიმკაცრით ვერსა გახდებოდა. aმიტომ ძალზედ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. გარიჟრაჟზე, როცა მთელი ჯარი ერთად იყო შეკრებილი, ალექსანდრემ კოცონი დაანთებინა და საკუთარი ხელით შეყარა ცეცხლში თავისი ქონება. შემდეგ ჯარს მიმართა: _ არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე მეფურიო. mეფის ამ გადაწყვეტილებას მთeლი ჯარი ყიჟინით შეხვდა. ჟარისკაცებმა მთელი თავისი ქონება უპოვართ დაურიგეს, ზედმეტი ტვირთი კი დაწვეს და გაანადგურეს. მაკედონელთA ჯარი მსუბუქად დაიძრა ინდოეთისკენ. pოროსმა, ინდოეთის ერთ-ერთი მხარის მეფემ უდიდესი ბრძოლა გადაიხადა მაკედონელთა წინააღმდეგ. pაროსს საბრძოლო სპილოები ჰყავდა. mაკედონელებს არასოდეს ეომათ სპილოებიანი არმიეს წინააღმდეგ, ამიტომ თავიდან კიდეც შეშინდნენ, მაგრამ ალექსანდრემ ბრწყინვალე ნიჭის წყალობით, ამჯერადაც გადალახა დაბრკოლება და ეს უჩვეულო ომიც გამარჯვებით დააგვირგვინა. pოროსი მეტად ახოვანი კაცი იყო. მას ცხენის მაგივრობას უზარმაზარი სპილო უწევდა. ღოგორც გადმოგვცემენ ამ ცხოველმა გასაოცარი გონიერება და იშვიათი მზრუნველობა გამოიჩინა თავისი მხედრის მიმართ. შანამ პოროსი მედგრად იყო, სპილო გააფთრებით იცავდა თავს და მტერს იგერიებდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მეფეს ღონე ეცლებოდა, ფრთხილად ჩაიჩოქა, გადმოსვა მიწაზე და ხორთუმით ნელ-ნელა, სათიტაოდა დაუწყო ისრებს ამოცლა. pოროსი სიკვდილს კი გადარჩა, მაგრამ ტყვედ ჩაიგდეს. საერთოდ, ინდოეთის ბრძოლებში მრავალი საფრთხე გადახდა ალექსანდრეს და რამდენიმე მძიმე ჭრილობაც მიიღო. დიდმა სიკვდილიანობამ მისი მხედრობა საკმაოდ შეამცირა. M mიუხედავად ამისა ალექსანდრე ცდილობდა ბედისწერას მედგრად გამკლავებოდა ხოლო სიძნელეები ხასიათის სიმტკიცით დაეძლია. iგი ხშირად ამბობდა: მამაცთათვის არაფერია დაუძლეველი, ლაჩარს კი ციხესიმაგრაც ვერ დაიცავსო. მაკედონელთa შემოსევებს წინ ვერცეთი ციხესიმაგრე ვერ უდგებოდა. წარმატებით დასრულდა ნისის აღებაც. ბრძოლის შემდეგ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ელჩები მოვიდნენ ზავის სათხოვნელად და მეტად განცვიფრდნენ, მეფე უბრალო სამოსით, ხელში იარაღით და ამალის გარაშე რომ დაინახეს.aლექსანდრემ პატივისცემით მიიღო ელჩები და მათი უხუცესი წარმომადგენელისათვის ბალიშის მოტანაც კი ბრძანა. iნდოელი ფილოსოფოსები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ალექსანდრე მაკედონელს. iსინი კითხულობდნენ, თუ რისთვის გამოიარა მაკედონიის მეფემ ამხელა გზა და რატომ მივიდა მათთან? eს იყო ყვალაზე მწარე სიმართლე, რომელიც ინდოელმა ფილოსოფოსებმა უთხრეს ალექსამდრეს.dიდი ხნით უმეფოდ დარჩენილი მაკედონია იშლებოდა. Yველა დაპყრობილი ქვეყანა ცდილობდა თავი დაეღწია მაკედონელთა ბატონობისგან. მათ თAვიდან დამორჩილებას ახალი ომები სჭირდებოდა. ჟარი კი განახევრებული და დასუსტებული იყო. ალექსანდრეც კარგავდა ჯანმრთელობას. iმპერია ისე სრაფად იშლებოდა, როგორ სწრაფადაც შეიქმნა. mეფესაც შეეცვალა ხასიათი – თავნება, სასტიკი, დაუნდობელი გახდა. iს სილკაღე რომელიც ასე ამშვენებდა მის გამარჯვებებს, უკვალოდ გაქრა. დროთა განმავლობაში ალექსანდრე გულღვარძლიანი და ეჭვიანი გახდა. აღარ სიამოვნებდა როცა ვინმე სიმართლეს ეტყოდა. ჟარის მოთხოვნით ალექსანდრემ დატოვა ინდოეთი. მაკედონიაში დაბრუნება ბრძანა, მაგრამ მეფეს აღარ ეწერა სამშობლოში ჩასვლა. uკანა გზა ხანგრძლივი და მტანჯველი აღმოჩნდა. mისნებმა იწინასწარმეტყველეს – მეფე ბაბილონს მოერიდოსო. mაგრამ ალექსანდრე იმდენად იყო ქებისგან გაბრუებული, მართლა სჯეროდა, რომ ღმერთის შვილი იყო და ყური არ ათხოვა მისანთა თAთბირს – არ აუარა გვერდი ბაბილონს, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა ქალაქს, სასტიკად ინანა თავისი საქციელი. mეფე შეზარა საშინელმა ურათმა – ქალაქის შესასვლელში აურაცხელი ყვავი იერეოდა. Iსინი ერთმანეთს კორტნიდნენ. mეფეს უცნაური ამბავიც ავად ენიშნა. შეეშინდა ბაბილონში შესვლა. aმიტომ მთელ დროს ქალაქის ზღუდის გარეთ გაშლილ კარავში ატარებდა, ან ნავით სეირნობდა ევფრატზე. ჩრუმორწმუნოებას მიეცა. mუდამ შიშში იყო. ქურუმებით და წინასწარმეტყველებით გაივსო სამეფო კარი, მაგრამ შიშმა ვერ იხსნა მეფე სიკვდილისგან. მისანთა წინასწარმეტყველება გამართლდა. მაკედონელთა მეფე – დიდი ალექსანდრე გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. მითი იმის შესახებ, რომ იგი ღმერთის შვილი იყო და ამიტომ – უკვდავიც, გაქარწყლდა. mიწამ შთანთქა ოცნება მსოფლიო ბატონობის შესახებ.
კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 2222 | რამოტვირთვები: 679 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024