შაბათი, 27.04.2024, 00:16
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

იმანუელ კანტის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 13:20
  • ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!


  • ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.


  • მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.


  • ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.


  • ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.


  • გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან.


  • გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.


  • საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია , რომ თუ ერთ-ერთ გზას დიდხანს ადგახარ , ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო


  • იქონიე გამბედაობა, საკუთარ შეგნებას დაემორჩილო.


  • ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.


  • ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


  • ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.


  • ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.


  • ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 3021 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.6/9
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024