პარასკევი, 26.04.2024, 08:25
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

სოკრატეს ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 12:59
  • სოკრატე: ,,მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი"

     ,, ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.''

  • ,,ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.''


  • ,,ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.''


  • ,,სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.''


  • ,,სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.''


  • ,,მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.''


  • ,,კარგი დასაწყისი მცირე რამარ არის, მაგრამ მცირედან იწყება.''


  • ,,სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.''


  • ,,მაინც რამდენი ნივთი არსებობს, რის გარეშე ცხოვრებასაც შევძლებდით!''


  • ,,მეგობრობის გარეშე ადამიანების ურთიერთობას არ გააჩნია ფასი.''


  • ,,მზეს ერთი ნაკლი აქვს; ის საკუთარ თავს ვერ ხედავს.''


  • ,,რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემ ძაღლს.''


  • ,,მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.''


  • ,,ილაპარაკე, რათა გაგიცნო.''


  • ,,ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.''


  • ,,ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.''


  • ,,გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.''


  • ,,ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს.''


  • ,,უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო.''


  • ,,ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.''


  • ,,ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.''


  • ,,ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.''


  • განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!''


  • ,,ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან''
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 11786 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.0/12
სულ კომენტარები: 2
2 tamo  
0
didi sulieri xedvis mqone moazrovnea(y)

1 lick  
0
saagol ra zaan magari vigac yofilaa...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024