პარასკევი, 26.04.2024, 13:44
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ბრძნული გამონათქვამები

უილიამ შექსპირის ბრძნული გამონათქვამები
26.12.2009, 19:28
  • თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას.
„ჰამლეტი"; უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, I ტომი; „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა", გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო"; თბილისი, 1980 წ.
  • სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.


  • უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.


  • ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.


  • კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.


  • არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.


  • გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.


  • ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.


  • ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.


  • სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.


  • თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც.


  • ყველა გიჟს თავისი ლოგიკა აქვს.


  • რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.


  • სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.


  • უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი .


  • ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.


  • ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | დაამატა: carlosi
ნანახია: 7261 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024