ქართული ფრაზეოლოგიზმები - ქართული ფრაზეოლოგიზმები - Каталог файлов - G E O R G I A

პარასკევი, 21.11.2014, 05:02

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

მთავარი » ფაილები » ქართული ფრაზეოლოგიზმები

ქართული ფრაზეოლოგიზმები
26.12.2009, 19:22

აბუჩად აგდება - არაფრად ჩაგდება, ანგარიშის გაუწევლობა, დამცირება (აბუჩი უხამსი სტუმარი - საბას ლექსიკონის მიხედვით)

ადამის ჟამიდან - უხსოვარი დროიდან

ადამის ჟამის - ძველის-ძველი

ადამის შვილი - ადამიანი, ძე ხორციელი.

ადამის ხნის - დიდი ხნის, ძალზე მოხუცი; ძველებური

ავ თვალს არ ენახვება - ძალიან კარგია, ლამაზია, მშვენიერია.

აზრზე არ არის - არ იცის (რამე), წარმოდგენა არა აქვს (რისამე შესახებ)

აინუნშიც არ მოსდის/ აინუნშიც არ აგდებს - ფიქრადაც არ მოსდის, ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს (არაბულად აჲნუნ ნიშნავს თვალს)

აირია მონასტერი - არეულობა და უთავბოლობა გამეფდა, უწესრიგობა დაიწყო

აკვნის დარწევა (რისამე) - წარმოშობა, ჩასახვა, აღმოცენება (რისამე)

ალილო და ხვალაო - ამასაც მალე ვნახავთ, ესეც მალე გამოჩნდება, (ალილო ძველისძველი სიმღერაა, რომელსაც შობის წინა ღამეს მისალოცად კარდაკარ სიარულის დროს ასრულებდნენ)

ალიყურის ჭმევა - სილის გაწვნა

ალმაცერად ყურება/ალმაცერად ცქერა - უნდობლად, ეჭვით მოკიდება

ალმურის აკვრა (სახეზე)/ალმურის ასვლა (სახეზე) - გაწითლება, ალეწვა

ალღოს ართმევა/ალღოს აღება - წინასწარ მიხვედრა, გაგება, შეტყობა; შეგუება, თავის გართმევა

ამ სოფელს აღარ არის - უგრძნობლადაა

ამ ქვეყანას დაბრუნება - რაიმე მძიმე სენისაგან გადარჩენა

ამ ქვეყნისა აღარ არის - მომაკვდავია

ამერიკის აღმოჩენა - რაიმე ისეთის თქმა ან მტკიცება, რაც საყოველთაოდ ცნობილია

ამინ და კირიე-ელეისონ! - მორჩა და გათავდა! მეტი რაღა გინდათ?! (ბერძნულად კირიე-ელეისონ ნიშნავს: უფალო, შეგვიწყალენ)

ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა - არეულობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის

ანგარიშის გასწორება - სამაგიეროს გადახდა, მიზღვა, შურისძიება

ანგარიშის გაწევა/ანარიშის მიცემა- გათვალისწინება, მხედველობაში მიღება, ყურადღების მიქცევა

ანგელოზების დაფრთხობა - შეშინება, დაფრთხობა

ანგელოზმა ჩამოიარა - სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს. ხალხის რწმენით ანგელოზები ამქვეყნად ღმერთის სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ჩამოდიან ზეციდან. სახლებს მაშინ ჩამოივლიან, როცა იქ სრული სიჩუმეა. ამიტომ, როცა სახლში ყველა უცებ დაჩუმდება, იტყვიან, ანგელოზმა ჩამოიარაო.

ანდერძის აგება/წესის აგება - განადგურება, მოსპობა, ბოლოს მოღება. მაგ., ხომ არ გინდათ, ხელად ანდერძი აგიგოთ ბიჭიან-ბატონიანად (ა.ცაგარელი)

ანკესზე წამოგება - მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა

არამკითხე მოამბე - მეტიჩარა, ის ვინც სხვის საქმეში თვითნებურად ერევა

არახუნებს მოშლილი წისქვილივით - უაზროდ ლაპარაკობს

არაფერ შუაშია/რა შუაშია - ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა; (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის

არც აცივა, არც აცხელა - სწრაფად, ანაზდად, დაუყონებლივ ჩაიდინა (რამე)

არც მწვადი დაწვა, არც შამფური - ისე მოხერხებულად (ეშმაკურად) გააკეთა საქმე, რომ არც ერთ მხარეს ავნო, არც მეორეს, არავის აწყენინა.

არც ღვინო, არც წყალი - უხეირო, უგერგილო. მაგ., უმცროსი რძლები ხომ არც წყალი იყვნენ და არც ღვინო (ბანოვანი)

ასე გასინჯეთ! - თქვენ წარმოიდგინეთ!. მაგ., ...შეიქმნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გასინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდლობდა, სიცილი შეეკავებია (აკაკი)

აუტკივარი თავის ატკივება - არასახათაბალო საქმის სახათაბალოდ გახდა, (თავისი) თავის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება

აფრის აშვება - დაურიდებლად მოქცევა, აწყვეტა

აქილევსის ქუსლი - ვისიმე ან რისამე სუსტი მხარე, სუსტი ადგილი (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, უდიდესი გმირის - აქილევსის - ერთადერთი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, ხოლო მისი სხეულის სხვა ნაწილები ყოველგვარი მახვილისათვის უძლეველი იყო)

აღგვა პირისაგან მიწისა - მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა

აღდგომის გათენება/აღდგომის დღის მოსვლა/აღდგომის დღის გათენება - ძლიერ გახარება, აღფრთოვანება, შვების გრძნობა (რაიმე შემთხვევის გამო)

აღვირის ამოდება - შეზღუდვა, დამორჩილება

აღვირის აშვება - თვითნებურად მოქმედების დაწყება, გათავხედება, თავის აშვება

აღვირის მიშვება - თავისუფლად, შეუზღუდველად მოქმედების უფლების მიცემა

ახლად დაბადება/მეორედ დაბადება/მეორედ შობა - რაიმე კარგის, მეტის-მეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებელის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება

კატეგორია: ქართული ფრაზეოლოგიზმები | დაამატა: carlosi
ნანახია: 11973 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 40 | რეიტინგი: 4.4/51
სულ კომენტარები: 401 2 3 4 »
40 lizi   (25.10.2014 18:30)
sashinelebaa rom ar gadadis xval kingsze gavdivar da ver varjishob

39 sally   (25.10.2014 13:00)
kargi statiaaa

38 shako   (23.10.2014 22:31)
sxva asoze rom ar gadadis eg debilobaa da kidev cotaaa

37 lika   (22.09.2014 14:03)
kargiia da cota kidev da vso kargi iqnebbaa :)

36 nino   (17.03.2014 18:43)
kargi iqneba tu daamatebt tamashebs

35 nino   (17.03.2014 18:42)
yhfnjhdftnv fhxbv dgvrfdv

34 patricia 13   (14.11.2013 20:12)
ratom ar gadadis sxava asoebze x_x

33 tamar gogidze   (19.10.2013 11:19)
sxva asoebze rogor vnaxo?

32 natia   (20.04.2013 22:16)
mainteresebs ras nishnavs ,,cyali sheudga" da ,,kaltebi daaglija"

31 natia   (20.04.2013 22:11)
mainteresebs ras nishnavs ,,cyali sheudga" da ,,kaltebi daaglija""

1-10 11-20 21-30 31-40
Name *:
Email:
Code *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои файлы [42]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სურათის ატვირთვა


YOUTUBE-დან და METACAFE-

-დან ვიდეოს გადმოწერა

უპროგრამოდ

მიმოხილვა
სიმღერები
საქართველოს ეროვნული ჰიმნი
საათი
შესვლის ფორმა
ძებნა
ვალუტის კურსი
ამინდი
საჭირო პროგრამები
firefoxFirefox
2

3 4 operaOpera 10
5

6 7 download masterICQ 6.5
8

9 10 miranda imAIMP
11

12 13 utorrentWinRar
14

15 16 neroInternet Explorer
17

18 19 winampACDSee
20

21 22 winampKaspersky 2010
23

24 25 winampNOD32
26

ჩვენი გამოკითხვა
მსოფლიოში საუკეთესო კლუბია
სულ პასუხი: 806
მინი-ჩეთი
200
მთვლელი
სტატისტიკა
widgeo.net
ფორუმი