პარასკევი, 26.04.2024, 20:36
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [10]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
2001 წელი კომპ. სამყაროსთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. ამ წელს Microsoft-მა პირველი უბრალო კომპ. მომხმარებელზე ორიენტირებული ოპ. სისტემა შექმნა, რომელიც Windows NT-ს კერნელზე იყო დაფუძნებული. ახალი სისტემა ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი Windows XP იყო. მასზე მუშაობა Microsoft-მა 24 აგვისტოს დაასრულა, 25 ოქტომბერს კი მსოფლიოს მასშტაბებით დაიწყო XP-ს გაყიდვა. 8 წლის მანძილზე Windows XP-სთვის სამი სერვის პაკეტი გამოვიდა და ამ პერიოდში Windows 98/ME/2000 ბაზრიდან პრაქტიკულად გამოდევნა. 5 წლის განმავლობაში Microsoft-ს ახალი ოპერაციული სისტემა არ გამოუშვია, Windows XP მთელს მსოფლიოს პირნათლად ემსახურებოდა.


Windows XP SP3 - დესკტოპი

თუმცა, ახალ ოპ. სისტემას მომხმარებლებიც ითხოვდნენ. Microsoft-იც, თურმე, უქმად არ იყო - კომპ. სამყაროს ახალ სიურპრიზს უმზადებდა. ეს სიურპრიზი, რა თქმა უნდა, ახალი ოპ. სისტემა იყო - Windows Vista. Vista-ს გაყიდვები 2007 წლის 30 იანვარს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 8 ნოემბერს მასზე მუშაობა უკვე დასრულებული იყო. Windows Vista, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან დაწუნებული აღმოჩნდა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ოპერაციულ სისტემებში. Vista-ს მთავარი უპირატესობა XP-სთან შედარებით, ახალი და გაცილებით სტაბილური ბირთვია (HAL), რომლის გამძლეობასთან ნამდვილად ახლოს ვერ მივა ჩვენი საყვარელი Windows XP-ს ბირთვი (მაგ: ოვერქლოქინგისას Windows XP-ს ბირთვი საკმაოდ მალე იწყებს კვდომას და სისტემა არასტაბილური ხდება. Vista-ს ბირთვი ასეთ საქმეში გაცილებით გამძლეა). მიუხედავად ახალი და უფრო გამძლე ბირთვისა და უამრავი ახალი ტექნოლოგიისა, რომლის მხარდაჭერაც Windows Vista-ს აქვს, მან ბაზრიდან XP-ს გამოძევება ვერ შეძლო. ამას ემატებოდა ისიც, რომ Vista თავის უფროს ძმასთან შედარებით, კომპიუტერისგან მეტ რესურსებს ითხოვდა (განსაკუთრებით ოპერატიულ მეხსიერებას), რაც ბევრი კომპიუტერისთვის, უბრალოდ მიუწვდომელი აღმოჩნდა. Windows Vista დღესაც აგრძელებს ცხოვრებას. მისთვის ორი სერვის პაკეტი გამოვიდა. პირველი 2008 წლის აპრილში მოევლინა სამყაროს, მეორეს კი დღე-დღეზე ველოდებით.


Windows Vista - Aero

არ გასულა დიდი დრო Windows Vista-ს გამოსვლიდან და 2007 წელს, Microsoft-მა განცხადება გააკეთა ახალი ოპ. სისტემის შესახებ, რომელიც Windows Vista-ზე იქნებოდა დაფუძნებული, თავსებადი იქნებოდა იმ პროგრამებთან, რომლებიც Vista-ზე მუშაობენ და დამზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. Microsoft-მა პირობა აასრულა - დაიწყო მუშაობა ახალი ოპ. სისტემაზე, რომელსაც Windows 7 ეწოდა. „მეშვიდე" პრაქტიკულად Windows Vista-ს ბირთვზეა დაფუძნებული, თუმცა მისი მიზანია, აღმოფხვრას მისი უფროსი ძმის სისუსტეები და ბაზრის ნებისმიერ სეგმენტში შეძლოს Windows XP-ს ჩანაცვლება. Windows 7-ის პირველი ბეტა ბილდი Microsoft-მა საზოგადოებას ზუსტად 100 დღის წინ, 2009 წლის 7 იანვარს წარუდგინა. მას შემდეგ კი, ინტერნეტში ხშირად „იპარება" ახალ-ახალი ბილდები. აპრილის ბოლოს უკვე პირველ Release Candidate ვერსიას ველოდებით. Windows 7-ის საბოლოო ვერსიის გამოსვლა 2009 წლის ბოლოსთვის ან 2010 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.


Windows 7 - დაუდასტურებელი 7106 ბილდი

მიუხედავად იმისა, რა სიმძლავრის კომპიუტერი გაქვთ, ალბათ გაინტერესებთ, რომელი ოპერაციული სისტემა მუშაობს უფრო სწრაფად, რომელი ქმნის სხვა პროგრამებისთვის უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს. კომპინფოს ტესტლაბორატორიის პირველი სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება. მოკლედ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ლაბორატორიაში სამი ოპ. სისტემა იტესტებოდა: Windows XP (SP3), Windows Vista (SP1) და Windows 7 (Build 7077).
სამივე ოპ. სისტემაზე დაყენებული იყო ბოლო განახლებები. Windows 7-ის 7077-ე ბილდი კი წინასწარი ინფორმაციით Release Candidate ვერსია უნდა იყოს.

ტესტირებისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი აპარატურა

პროცესორი: Intel Core 2 Duo E7400 @ 3953 მჰც
დედა დაფა: Asus Maximus Formula (Rampage Formula-ს BIOS-ით) (Intel X38)
ჩიპსეტი: Intel X38
ჩიპსეტის დრაივერები: Intel 9.0.0.1008 (Intel)
მყარი დისკი: Samsung HD200HJ (200 გბ)
Seagate ST3500320AS (500 გბ)
ოპ. მეხსიერება: CellShock DDR2-1000 2 x გბ
Team Xtreme DDR2-800 2 x 512 მბ
საერთო მოცულობა: 3 გბ
სიხშირე: 1116 მჰც
ტაიმინგები: 5-5-5-15
ვიდეო დაფა: Gainward Radeon HD 4850 Golden Sample @ 700/1100 მჰც, 512 მბ
ვიდეო დრაივერები: ATI/AMD Catalyst 9.4 (Vista)
ATI/AMD Catalyst 9.4 (XP)
ATI/AMD Catalyst 9.4 (7)
მონიტორის რეზოლუცია: 1280 x 1024 პიქსელი
ოპ. სისტემები: Windows XP Professional 32-bit (SP3+განახლებები)
Windows Vista Ultimate 32-bit (SP1+განახლებები)
Windows 7 Ultimate 32-bit (ბილდი 7077)

სამივე ოპ. სისტემა დაიტესტა სუფთა ინსტალაციით, ყველანაირი ოპტიმიზაციების გარეშე. სამივე სისტემა ბოლომდე იქნა განახლებული. Windows Vista-სა და Windows 7-ში გათიშული იქნა Aero გარსი, ისინი დაიტესტა Basic გარსში. Windows XP დაიტესტა სტანდარტულ, ლურჯ გარსში. სამივე ოპ. სისტემა იყენებდა 3 გბ მოცულობის Page File-ს, რომელსაც Seagate ST3500320AS  მყარი დისკი ემსახურებოდა.

ყოველი ტესტის გატარების შემდეგ ხდებოდა მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, რათა გამორიცხული ყოფილიყო მინიმალური ცდომილებები და ზეგავლენა არ მომხდარიყო ტესტირების შედეგებზე. ყველა ტესტი ჩატარებულია 5-ჯერ. მოცილებულია ზედა და ქვედა 2-2 ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შედეგები და სტატიაში წარმოდგენილია დარჩენილი ერთი შედეგი, რომელიც მიიჩნევა საშუალოდ.

ტესტირება ჩატარდა შემდეგ პროგრამებში:

WinRAR 3.80
Adobe Photoshop CS4
x264 HD Encoding Benchmark
CINEBENCH R10
POV-Ray 3.73 beta 32
Far Cry 2 (1.2)
Crysis Warhead (1.1)
3DMark 06
3DMark Vantage
PCMark 05
PCMark Vantage

გადავიდეთ უშუალოდ ტესტირების შედეგებზე.

WinRAR 3.80

პირველი ტესტი WinRAR 3.80-ში ჩატარდა. WinRAR-ს აქვს ჩაშენებული ბენჩმარკი, რომელიც მრავალი ბირთვის გამოყენებაზეა ოპტიმიზირებული. ასევე, ტესტირება ჩატარდა პრაქტიკულ სამუშაოშიც - WinRAR-ის საშუალებით მოვახდინეთ Adobe Photoshop CS4-ის დირექტორიის (1623 ფაილი, 367 საქაღალდე) არქივირება და შემდეგ ამ არქივის გაშლა.

როგორც ხედავთ, WinRAR-ის ჩაშენებულ ბენჩმარკში საუკეთესო შედეგს Windows Vista აჩვენებს, ახალი Windows 7 კი საკმაოდ ჩამორჩება თავის ძმებს. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა, მოდით, ვნახოთ, რა შედეგებს აჩვენებენ სისტემები პრაქტიკაში:

არქივირების პრაქტიკული შედეგები აშკარად არ შეესაბამება ბენჩმარკის შედეგებს. Windows XP საკმაოდ ადვილად და დიდი მაჩვენებლით ჩაგრავს Vista-ს და „მეშვიდეს".
რაც შეეხება მიღებული არქივის გაშლას, აქ ლიდერები ახალი ოპ. სისტემები არიან. Photoshop CS4-ის არქივირებულ დირექტორიას Windows 7 რვა წამში შლის, Vista – 9-ში, XP-ს კი ამ საქმისთვის 10 წამი სჭირდება (დავამკიცეთ თეორემა: რაც უფრო ახალია ოპ. სისტემა, მით უფრო დიდხანს ანდომებს არქივირებას და მით უფრო სწრაფად შეუძლია არქივის გაშლა :-)).

Adobe Photoshop CS4

Adobe Photoshop CS4-ში წარმადობის გასაზომად ვიყენებთ Retouch Artists-ის ბენჩმარკს. ბენჩმარკის მიმდინარეობის დროს დიდი ზომის სურათზე კეთდება უამრავი მოქმედება (შრეების შექმნა, ფერების კორექცია, unsharp mask, gaussian blur და ა.შ.). შედეგები წარმოდგენილია წამებში. რაც უფრო მცირეა დრო, მით უკეთესია შედეგი. Adobe Photoshop CS4 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე, შესაბამისად, სრულად იყენებს ჩვენი ორბირთვიანი E7400 პროცესორის სიმძლავრეს.

Photoshop CS4-ში საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ. როგორც ხედავთ, ახალი ოპერაციული სისტემები ადვილად ამარცხებენ Windows XP-ს. აღსანიშნავია, რომ მათი 1.5-2 წამიანი უპირატესობა სუსტ კომპიუტერებზე გაცილებით დიდი იქნება. ასევე, დროში სხვაობა გაიზრდება უფრო ხანგრძლივი სამუშაოს ჩატარებისას. თუ დიზაინერი ხართ და Photoshop CS4-ს ხშირად იყენებთ, აქცენტი აშკარად ახალ ოპერაციულ სისტემებზე უნდა გააკეთოთ, განსაკუთრებით Windows 7-ზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც სრულყოფილია და ორივე ძმაზე უმცროსია, ადვილად ამარცხებს მათ.

რენდერინგი

x264 HD Video Encoding

Graysky-ს x264 HD ტესტი 4Mbps 720p MPEG-2 ვიდეოს კოდირებისთვის იყენებს უფასო x264 კოდეკს (H.264-ის ღია კოდის მქონე ალტერნატივა). ამ ტესტში აქცენტი ხარისხზე კეთდება, შესაბამისად, ტესტი გადის ორ Pass-ს, და ყოველი Pass-ის შემდეგ შედეგს საშუალო FPS-ის (კადრი/წამში) წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ Windows XP x264 ტესტში ლიდერობს, შედეგებში სხვაობა მიზერულია. XP-სა და „მეშვიდეს" შორის სხვაობა 0.2 კადრშია, Vista კი ცოტა მეტად ჩამორჩება თანამოძმეებს.

CINEBENCH R10

Cinebench-ი შემქმნილია Cinema 4D-ში მიახლოებითი წარმადობის გასაზომად. R10 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე და შედეგებსაც საკმაო სიზუსტით აჩვენებს.

როგორც ხედავთ, მაშინ როცა Cinebench-ი მხოლოდ 1 ბირთვს იყენებს, შედეგები პრაქტიკულად იდენტურია. Windows 7-ის 2 ქულიანი უპირატესობა შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ და შემთხვევითობად ჩათვალოთ. ტესტირება რომ 5-ის მაგივრად 10-ჯერ ჩაგვეტარებინა, შესაძლოა, ლიდერი სხვა ოპ. სისტემა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მცირეა, მრავალბირთვიან ბენჩმარკში Windows XP პირველ ადგილზე გავიდა. რატომ? რენდერინგი პრაქტიკულად მთლიანად „ჭამს" პროცესორის რესურსებს. შესაბამისად, XP, რომელიც თავის ძმებთან შედარებით, ნაკლებ რესურსებს მიირთმევს, Cinebench-ისთვის ცოტა მეტ გამოთვლით სიმძლავრეს ტოვებს და პირველ ადგილზეც გადის.

Cinebench R10-ის Open GL ტესტი. სხვაობა ოპ. სისტემებს შორის აშკარაა, თუმცა, მაინცდამაინც ნუ დაეყრდნობით ამ ტესტის შედეგებს. თვითონ ტესტი სულ 4-5 წამის განმავლობაში მიმდინარეობს და საკმაოდაა დამოკიდებული ვიდეო დაფის დრაივერებზე.

POV-Ray 3.73 beta 32 - Ray Tracing

Ray Tracing – The Way to the Future! საინტერესოა, როგორ შედეგებს აჩვენებენ სისტემები მომავლის ტექნოლოგიებში (თუმცა, იმის გამო, რომ ისევ რენდერინგთან გვაქვს საქმე, ლიდერი შეგიძლიათ წინასწარ დაასახელოთ).
POV-Ray 3.73 beta 32 ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებთან მუშაობისთვის. ქვემოთ წარმოდგენილია SMP ბენჩმარკის შედეგები:

შედეგებმა, ალბათ, არავინ გაგაკვირვათ. ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ამ ტესტში Windows XP ლიდერი იქნებოდა.

თამაშები

კიდევ რამდენიმე პრაქტიკული ტესტი - თამაშები. ტესტირება ჩატარდა ორ ახალ თამაშში - Far Cry 2-სა და Crysis Warhead-ში. ორივე თამაში სრულად იყენებს ორბირთვიანი პროცესორის შესაძლებლობებს. DirectX 9 რეჟიმში დაიტესტა სამივე ოპ. სისტემა, DirectX 10 რეჟიმში კი მხოლოდ Vista და „მეშვიდე," რადგან XP-ს ამ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა არც აქვს და არც არასდროს ექნება. :-)
ტესტირების შედეგებში საშუალო FPS-თან ერთად წარმოდგენილია მინიმალური და მაქსიმალური FPS მაჩვენებლებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშნვნელოვანია.

Far Cry 2

Far Cry 2-ს ტესტირებითვის ძალიან მოსახერხებელი პროგრამა მოყვება, რომელიც სპეციალურად ტესტლაბორატორიებისთვისაა შექმნილი.
ტესტირება ჩატარდა 1280 x 1024 პიქსელ გარჩევადობაზე. ხარისხის საერთო მაჩვენებელი როგორც DX9, ასევე DX10 რეჟიმებში High მაჩვენებელზე დავაყენეთ. ფიზიკისთვის კი Very High მაჩვენებელი გამოვიყენეთ, რათა მეტი დატვირთვა ყოფილიყო პროცესორზე.

DirectX 9:

შედეგები სახეზეა. სხვაობა ოპ. სისტემებს შორის მინიმალურია. XP ნაკლები რესურსების გამოყენების ხარჯზე ლიდერობას ინარჩუნებს. ვნახოთ, რა ხდება DirectX 10 რეჟიმში.

DirectX 10:

სხვაობა ისევ მცირეა, DirectX 10 რეჟიმში ლიდერი კი ახალი Windows 7-ია.

Crysis Warhead

ტესტირება ჩატარდა 1280 x 1024 პიქსელ გარჩევადობაზე. ხარისხის საერთო მაჩვენებელი როგორც DX9, ასევე DX10 რეჟიმებში Gamer მაჩვენებელზე დავაყენეთ. ფიზიკისთვის კი Enthusiast მაჩვენებელი გამოვიყენეთ, რათა მეტი დატვირთვა ყოფილიყო პროცესორზე.

DirectX 9:

შედეგები არ შეცვლილა, ლიდერი ისევ Windows XP-ია, თუმცა, Crysis Warhead-ში, სხვაობა მინიმალურ FPS-ში უფრო აშკარაა სისტემებს შორის. XP და „მეშვიდე" ახერხებენ მაგიური 30-ის გადალახვას.

DirectX 10:

შედეგი არც DX 10 რეჟიმში იცვლება, Windows 7 ისევ ჯობნის თავის უფროს ძმას.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: carlosi (06.07.2009)
ნანახია: 1838 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024