შაბათი, 27.04.2024, 03:37
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მათემატიკა [19]
ასტრონომია [15]
ბიოლოგია [4]
მედიცინა [0]
მედიცინა [1]
ფიზიკა [1]
ქიმია [1]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » მეცნიერება » ფიზიკა

ფიზიკა
21.05.2010, 23:50

ფიზიკა

ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. მე–20 საუკუნემდე ფიზიკას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შესასწავლი ობიექტების ტიპის მიხედვით ფიზიკა მრავალ დისციპლინად იყოფა. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელთაც გარდაქმნეს თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, ქვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და ა.შ.


ეტიმოლოგია 

ტერმინი "ფიზიკა" ბერძნული წარმოშობისაა, φύσις (physis) ნიშნავს "ბუნებას" ან "სხეულს", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივს".

ზოგადი მიმოხილვა 

ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები რაოდენობრივი თანაფარდობებია და ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია.

ფიზიკური მატერიის საკვლევი ობიექტებისა და მოძრაობის ფორმების ნაირსახეობათა შესაბამისად ფიზიკა დაყოფილია სხვადასხვა დისციპლინად (დარგებად), რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. ფიზიკის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა.

შესასწავლი პროცესების ან მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით განარჩევენ მექანიკურ მოძრაობას, სითბურ პროცესებს, ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს.

ამის შესაბამისად ფიზიკაში გამოყოფენ მატერიალური წერტილებისა და მყარი სხეულების მექანიკას, უწყვეტი გარემოს მექანიკას, თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკას, ელექტროდინამიკას, გრავიტაციის თეორიას, და ველის კვანტურ თეორიას.

კვლევის მიზნების მიხედვით ხანდახან ცალკე გამოყოფენ გამოყენებით ფიზიკას. ცალკეა აგრეთვე გამოყოფილი მოძღვრება რხევებსა და ტალღებზე, რომელიც მექანიკურ, აკუსტიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ რხევებს განიხილავს ერთიანი თვალთახედვით.

თანამედროვე ფიზიკა შეიცავს ფიზიკის ყველა დარგის მომცველ რამდენიმე ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიას, რომელთა საფუძველია კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.

ფიზიკის მეცნიერებათა სისტემა

ფიზიკის დარგები 

აკუსტიკა
ატომური ფიზიკა

ბირთვული ფიზიკა

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა

ელექტროდინამიკა

თერმოდინამიკა

კვანტური ფიზიკა

კინემატიკა

მექანიკა

ოპტიკა

სტატიკა

დინამიკა

მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

ასტროფიზიკაბიოფიზიკაგეოფიზიკამათემატიკური ფიზიკაფიზიკური ქიმია


მონათესავე მეცნიერებები [რედაქტირება]

ბირთვული ელექტრონიკაბირთვული ენერგეტიკაკოსმოსური ტექნოლოგია


ფიზიკის ისტორია 

უძველესი დროიდანვე დიდი იყო ადამიანის ინტერესი ბუნებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ: მას აინტერესებდა თუ რატომ ვარდებოდა მიწაზე სხეულები, რატომ ჰქონდა სხვადასხვა ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები, რისგან შესდგებოდა დედამიწა და ციური სხეულები და ა.შ. იმ პერიოდში შეთხზული თეორიების უმრავლესობა მცდარი იყო, ვინაიდან მხოლოდ ფილოსოფიურ ჭრილში იყო გააზრებული და არ იყო შემოწმებული სისტემური ექსპერიმენტული ხერხებით.

ფიზიკამ განვითარება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე (დემოკრიტე, არქიმედე და სხვები). მე-17 საუკუნეში იქმნება კლასიკური მექანიკა (ი.ნიუტონი), ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს დასრულდა კლასიკური ფიზიკის ფორმირება.

იხ. სრული ტექსტი.

ფიზიკის საერთო ცნებები და ტერმინები 

ატომიაჩქარებაბგერაგაზიგამტარებიდენიდროელექტრობაელექტრონიელექტრული ველიენერგიაველივექტორიმაგნიტური ველიმასამიზიდულობამოლეკულამოძრაობამუხტიმყარი სხეულინეიტრონიპლაზმაპროტონისითხესიმკვრივესიმძლავრესინათლესიჩქარეტალღატემპერატურაფარდობითობაფიზიკური მუდმივაფიზიკური ერთეულიძალაძაბვაწინაღობა - ხახუნი


ფიზიკის ძირითადი კანონები

თერმოდინამიკის კანონებიმიზიდულობის კანონიმოძრაობის კანონიფარდობითობის კანონი

ნიუტონის კანონები

გამოჩენილი ფიზიკოსები 

ალბერტ აინშტაინიანდრე მარი ამპერიანტუან ბეკერელი - ნილს ბორიპოლ დირაკიპიერ კიურიშარლ ოგიუსტენ კულონიჯეიმზ კლარკ მაქსველიისააკ ნიუტონიმაქს პლანკივილჰელმ კონრად რენტგენიმაიკლ ფარადეიჯეიმზ ჯოულიკრისტიან ჰიუიგენსი

ქართველი ფიზიკოსები 

დოღონაძე, რევაზ

დვალი, გია

ფიზიკის დაწესებულებები 

კატეგორია: ფიზიკა | დაამატა: carlosi
ნანახია: 3326 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024